ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდიარეული მიკროორგანიზმები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ენტეროლი 250 კაფსულები
შემადგენლობა
ენტეროლი 250 კაფსულის შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: საფუარა Saccharomyces boulardii CNCM I 745 (ლიოფილიზებული უჯრედები) 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, (E171).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:** ანტიდიარეული მიკროორგანზიმები.
ათქ კოდი : A07FA02
გამოყენება
Saccharomyces boulardii CNCM I 745 პრობიოტიკია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმია.
ნაწლავური ფლორა შედგება მილიარდობით მიკროორგანიზმისგან. მისი ბალანსი საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (სმტ) ზოგიერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შენარჩუნებისთვის, როგორიცაა საჭმლის გადამუშავება, ინფექციური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნური დაცვის სტიმულაცია და გაძლიერება.
თუმცა ეს წონასწორობა სუსტია და შეიძლება დაირღვეს მრავალი ფაქტორით, როგორიცაა ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, ზოგიერთი პრეპარატით, მაგალითად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა; კვებითი ჩვევების ცვლილება, რომელმაც შეიძლება გამოწვიოს საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა დიარეა.
ენტეროლი 250 კაფსულები ნაწლავური ფლორის ე. წ. “ჩამნაცვლებელი ფლორა” პრეპარატია, რომელიც იძლევა ნაწლავური ფლორის გარდამავალი დისბალანსის კომპენსირების საშუალებას.
ჩვენება
უკუჩვენება
ენტეროლი 250, კაფსულების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
სიფრთხილის ზომები
**სხვამედიკამენტებიდაენტეროლი250,**კაფსულები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი სხვა ორალურ ანტიფუნგურ პრეპარატებთან ერთად (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები).
ენტეროლი250კაფსულებისაკვებთანდასასმელთანერთად
მოცემული პრეპარატი შეიცავს ცოცხალ უჯრედებს. ამიტომ მისი შერევა არ შეიძლება ცხელ (50°C-ზე მაღალი ტემპერატურის) ან ყინულიან ან ალკოჰოლურ სასმელთან და საკვებთან, ვინაიდან ამ პირობებში შესაძლებელია საფუარას განადგურება.
ორსულობადალაქტაცია
საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმვათ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ენტეროლი250კაფსულებიშეიცავსლაქტოზის****მონოჰიდრატს
მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის ან ლაქტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.
ენტეროლი****250,კაფსულების მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი, რომელიც უფრო მეტად ადაპტირებულია პატარა ბავშვებისთვის.
მკურნალობის რეკომენდებული პერიოდი:
ენტეროლი 250 კაფსულები მიიღება ანტიბიოტიკებთან ერთად დღეში 2 კაფსულა, ანტიბიოტიკების პირველი მიღებიდან მოყოლებული.
პრეპარატა ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია თანმხლებ ინფორმაციაში ან როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.
გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ.
მიღებისწესიდა****გზა
ორალური
კაფსულების მიღება ხდება ჭიქა წყალთან ერთად.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში კაფსულის მიღება რეკომენდებული არ არის ფარმაცევტული ფორმის გამო.
დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის****გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭირო არ არის რაიმე სახის ღონისძიებების გატარება.
შესაძლოგვერდითიეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ინდივიდში.
იშვიათად (აღინიშნება 1000-დან ერთ ადამიანში): შებერილობის რამდენიმე შემთხვევა.
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10000-დან ერთ ადამიანში): სისხლში საფუარების შეჭრა (ფუნგემია).
არის შეტყობინებების ზოგიერთი შემთხვევები ალერგიის, ქავილის, ურტიკარიის, კანის გამონაყარის და ანგიოდემის სახით. აღნიშნა ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ცალკეული შემთხვევებიც.
უცნობია სიხშირით: ყაბზობა და სისხლის სერიოზული ინფექციები (სეფსისი), მძიმე ან იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში
თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი.
შენახვის წესი
ეს წამალი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
არ გადააგდოთ არანაირი წამალი გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიშოროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასცვისკენ.
გარეგნული სახე და შეფუთვა
გაუმჭვირვალე თეთრი კაფსულები, რომლებიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს, საფუარის დამახასიათებელი სუნით. 10 თეთრი კაფსულის შემცველი შუშის ფლაკონში, პოლიეთილენის სახურავით, მოთავსებულია ყუთში.
გაცემის ფორმა: ურეცეპტოდ.
მწარმოებ****ელი
BIOCODEX
1 avenue Blaise Pascal,
60000 Beauvais
FRANCE
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
BIOCODEX
7 avenue Gallieni
94250 GENTILLY
FRANCE
შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)
დამხმარე ნივთიერება: ლევულოზა(ფრუქტოზა), არომატიზატორი “tutti frutti”.
ჩვენება
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური
თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი
1 წლამდე: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას
წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია
განვითარდეს ფუნგემია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ

შემადგენლობა : თითოეული პაკეტი შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა : კოლოფი 10 პაკეტით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი
ჩვენება:
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური
თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.
**უკუჩვენება: **მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი:
1 წლამდე: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას
წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია
განვითარდეს ფუნგემია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ
მწარმოებელი : ლაბორატორია ბიოკოდექსი. ბარბესი 19. 92120 მონრუჟი, პარიზი, საფრანგეთი