უზნაძე-მჭედლიშვილი 2 - UZNADZE-MCHEDLISHVILI 2
უზნაძე-მჭედლიშვილი 2 - UZNADZE-MCHEDLISHVILI 2

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, სულფონამიდები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ქ. უზნაძე-მჭედლიშვილი მალამო N2

შემადგენლობა

გ/100გ-ზე
სტრეპდოციდი (Streptocidum) – 1,0 გ, სანთელი (თეთრი ან ყვითელი) (Cera (alba seu flava)) – 70,0 გ, მზესუმზირის ზეთი (Oleum Helianti) 29,0 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები
გამოიყენება მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, წითელი ქარის, ნაწოლების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კოლპიტების, ეგზემის (მშრალი, სველი), გამოყელვის (განსაკუთრებით ახალშობილებში), ნაწოლების, სტომატიტის, პაროდონტიტის დროს.

მიღების წესები და დოზები
სხვადასხვა სახის პათოლოგიურ კერებს სქლად დაედება მალამო. დაეფნება 2-3 ფენა სტერილური მარლა და გადაიხვევა. ნახვევის შეცვლა ხდება დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს მალამოიანი ტამპონით.
პაროდონტიტის და ინფიქციური სტომატიტების დროს მალამოს გამოყენება ხდება პირის ღრუში ადგილობრივი აპლიკაციის სახით, ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია, რის შედეგადაც მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; პირის ღრუდან მალამოს ნარჩენების შემთხვევით გადაყლაპვისას არავითარი უკუჩვენება არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
უზნაძე-მჭედლიშვილის მ-მოN2 40გ
  • სახელი: უზნაძე-მჭედლიშვილის მ-მოN2 40გ
  • მწარმოებელი: Individual Entrepreneur „David Mchedlishvili-Hippocrate“ (საქართველო)
  • შეფუთვა: 1გ/100გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიპროპილენის ქილა №1
Aversi 4.4 ლ
ქ.უზნაძე-მჭედლიშვილი მალN2 40გ
  • სახელი: ქ.უზნაძე-მჭედლიშვილი მალN2 40გ
  • მწარმოებელი: Individual Entrepreneur „David Mchedlishvili-Hippocrate“ (საქართველო)
  • შეფუთვა: 1გ/100გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიპროპილენის ქილა №1
Aversi 3.97 ლ
უზნაძე-მჭედლიშვილი N2 მალამო 40გრ #1
  • სახელი: უზნაძე-მჭედლიშვილი N2 მალამო 40გრ #1
  • მწარმოებელი: Individual Entrepreneur „David Mchedlishvili-Hippocrate“ (საქართველო)
  • შეფუთვა: 1გ/100გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიპროპილენის ქილა №1
Pharmadepot 5.9 ლ
უზნაძე-მჭედლიშვილი ქეთევანი N2 მალამო 40გრ #1
  • სახელი: უზნაძე-მჭედლიშვილი ქეთევანი N2 მალამო 40გრ #1
  • შეფუთვა: 1გ/100გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიპროპილენის ქილა №1
Pharmadepot 5.55 ლ
უზნაძე-მჭედლიშვილი N2 მალამო 40გრ #1
  • სახელი: უზნაძე-მჭედლიშვილი N2 მალამო 40გრ #1
  • მწარმოებელი: Individual Entrepreneur „David Mchedlishvili-Hippocrate“ (საქართველო)
  • შეფუთვა: 1გ/100გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიპროპილენის ქილა №1
GPC 5.9 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა