ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად, სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - amorolfine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ამოროლფინის ქლორჰიდრატი 5, 574 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A (EUDRQGIT RL
100), ტრიაცეტინი, ბუთილის აცეტატი, ეთილის აცეტატი, აბსოლუტური სპირტი.
გამოშვების ფორმა: ფრჩხილის ლაქი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალება დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად.
ჩვენებები:
ფრჩხილების დერმატოფიტებით, საფუარისა და ობის სოკოებით გამოწვეული
ონიქომიკოზების მკურნალობა;
ფრჩხილის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა;
გამოყენების წესი:
თითოეული ფრჩხილის სამკურნალოდ ზედმიწევნით უნდა დაიცვათ შემდეგი საფეხურები:
1 საფეხური:
ფრჩხილის მომზადება
ლაქის გამხსნელით მოიშორეთ ლაქის შესაძლო ნარჩენები. ახალი ქლიბით გაიქლიბეთ
ფრჩხილის მთლიანი ზედაპირი, განსაკუთრებით დაინფიცირებული ზედაპირი.
გაფრთხილება
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად თავი აარიდეთ იგივე ქლიბის
გამოყენებას ჯანსაღ ფრჩხილზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვამ არ გამოიყენოს
თქვენი ქლიბი.
2 საფეხური:
ფრჩხილის გასუფთავება
ფრჩხილის გასასუფთავებლად გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული გამწმენდი ხელსახოცები.
შეინახეთ ის და მოგვიანებით გამოიყენეთ ლაქის წასასმელი აპლიკატორის გასაწმენდად.
3 საფეხური:
ფრჩხილის დამუშავება
ჩაყავით აპლიკატორი ლაქში. ლაქი არ შეაწმინდოთ ფლაკონის კიდეებს. წაისვით ლაქი
ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. დაელოდოთ 3 წუთი გაშრობას. ეს საფეხურები გაიმეორეთ
ყოველი დაზიანებული ფრჩხილისთვის.
ლაქის მეორედ გამოყენებამდე, მოიშრეთ დარჩენილი ლაქი ფრჩხილიდან სრულად, ხელახლა გაიქლიბეთ ფრჩხილი. კვლავ გაისუფთავეთ ხელსახოცით და წაისვით ლაქი როგორც აღწერილია ზემოთ.
ლოცერილპროს ყოველი გამოყენების შემდეგ:
სხვა ფრჩხილების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად გულმოდგინედ გაწმინდეთ
აპლიკატორი ხელსახოცით. გამოიყენეთ ფრჩხილის გასაწმენდი ხელსახოცი. აღარ შეეხოთ
დამუშავებულ ფრჩხილს ხელსახოცით.
შეფუთვაში არსებული ხელსახოცით საცობს მოაშორეთ ლაქის ნარჩენები;
ფლაკონი კარგად დახურეთ თავსახურით;
ფრთხილად გადააგდეთ ხელსახოცი, რადგან ის აალებადია.
გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები. თუმცა, ლაქის ხელის ფრჩხილზე დატანისას დაელოდეთ
მის სრულად გაშრობას.
გამოყენების ხანგრძლივობა:
მკურნალობის გაგრძელება მნიშვნელოვანია მიკოზური დაავადების განკურნებამდე და
ახალი ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე. ამისათვის ხელის ფრჩხილის შემთხვევაში საჭიროა
6 თვე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში 9-12 თვე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ამოროლფინის გამოყენების შესახებ მონაცემები
მწირია.
ლოცერილპრო არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გარდა უკიდურესი
აუცილებლობისა.
პრეპარატით გამოწვეული რეაქციები იშვიათია. იყო ცნობები ფრჩხილის პათოლოგიების
(ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილები) და კანის წვის შეგრძნების და
კონტაქტური ალერგიული რეაქციის შესახებ. თუმცა, ეს პათოლოგიები შეიძლება პირდაპირ
იყოს დაკავშირებული ფრჩხილის დაავადებასთან.
გვერდითი მოვლენები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაზიანებული, ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10, 000-დან 1-ზე ნაკლებ
პაციენტში):
კანის წვის შეგრძნება.
განსაკუთრებული მითითებები:
თავი აარიდეთ ლორწოვან გარსზე ლაქის კონტაქტს (მაგ. ცხვირის ნესტოები და პირის
ღრუ). არ შეისუნთქოთ ლაქი.
ლოცერილპრო 5% ლაქის თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით და
მიმარეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ თქვენ, ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპა ლაქი, დაუყოვნებლივ მიმართეთ
თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული EXP ნიშნით აღნიშნული
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. პირველი გახსნის შემდეგ ვადა
შეადგენს 6 თვეს.
პრეპარატი შეინახეთ გრილ ადგილას. გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად დაახურეთ
ფლაკონს თავსახური.

ლოცერილპრო 5%, ამოროლფინი, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან იგი თქვენთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.
მიმართეთ ექიმს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 თვის შემდეგ.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქის გამოყენებამდე
როგორ გამოვიყენოთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი და რისთვის გამოყენება?
ლოცერილპრო წარმოადგენს ფრჩხილის სამკურნალო ანტიფუნგიციდურ (მიკროსკოპული სოკოს მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადება) ლაქს.
ლოცერილპრო გამოიყენება ზრდასრულებში ფრჩხილის მიკოზის (სოკოვანი ინფექცია) სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სულ მცირე 2 ფრჩხილზე. სოკოვანი დაავადება იწვევს ფრჩხილის ფერის ცვლილებას (თეთრი, ყვითელი ან ყავისფერი) და ფრჩხილის გასქელებას, რამაც მისი ვიზუალური მხარე შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს.
თუ ინფექცია შემოიფარგლება ფრჩხილის ზედა ნაწილით, როგორც ეს პირველ ფოტოზეა, მიყევით თქვენი ფარმაცევტის რჩევებს. თუ ფრჩხილის მდგომარეობა მეორე და მესამე სურათზე მოცემულს ჰგავს, მიმართეთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი:
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თავიდან აირიდეთ კონტაქტი თვალთან, ყურთან ან ლორწოვან გარსთან.
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია; თუმცა ზოგიერთი მათგანი მსუბუქი ხასიათისაა, ზოგი კი - მძიმე. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, მოიშორეთ ის ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი ხსნარით, ან გასაწმენდი ტამპონით, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში და მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ პრეპარატი ხელმეორედ.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
ლოცერილპრო 5%-ის გამოყენება სხვა პრეპარატებთან:
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ამოროლფინის გამოყენების შესახებ მონაცემები მწირია.
ლოცერილპრო არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ გამოვიყენოთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
მკურნალობის დაწყებამდე:
ქვემოთ მოცემულ სქემაზე გააფერადეთ ფრჩხილის დაინფიცირებული ზედაპირი. ეს დაგეხმარებათ გაიხსენოთ ფრჩხილის საწყისი მდგომარეობა მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისას. ყოველ 3 თვეში დაზიანებული ზედაპირი გააფერადეთ იქამდე, სანამ დაინფიცირებული ფრჩხილი ბოლომდე არ მოშორდება. თუ დაზიანებულია ორი ფრჩხილი, აირჩიეთ მათ შორის ყველაზე მეტად დაზიანებული ფრჩხილი. თან იქონიეთ ეს დანართი ფურცელი ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაციისას.
მკურნალობამდე 1 თვის შემდეგ 2 თვის შემდეგ 3 თვის შემდეგ 6 თვის შემდეგ
დოზირება
ფრჩხილის დამუშავება უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ
მკურნალობა უნდა განაგრძოთ ჯანმრთელი ფრჩხილის სრულად გაზრდამდე. ხელის ფრჩხილის შემთხვევაში ეს გრძელდება 6 თვე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში კი - 9-დან 12 თვემდე. ფრჩხილი იზრდება ნელა, მდგომარეობის გაუმჯობესების თვალნათლად დასანახად საჭიროა 2 - 3 თვე. ლაქის გამოყენება აუცილებელია დაინფიცირებული ფრჩხილის სრულად გაქრობამდე და ჯანსაღი ფრჩხილის ბოლომდე გაზრდამდე. თუ გაუმჯობესება არ აღინიშნა მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი:
თითოეული ფრჩხილის სამკურნალოდ ზედმიწევნით უნდა დაიცვათ შემდეგი საფეხურები:
1 საფეხური:
ფრჩხილის მომზადება.
ლაქის გამხსნელით მოიშორეთ ლაქის შესაძლო ნარჩენები. ახალი ქლიბით გაიქლიბეთ ფრჩხილის მთლიანი ზედაპირი, განსაკუთრებით დაინფიცირებული ზედაპირი.
გაფრთხილება:
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად თავი აარიდეთ იგივე
ქლიბის გამოყენებას ჯანსაღ ფრჩხილზე. ყურადღება მიაქციეთ რომ სხვამ არ გამოიყენოს თქვენი ქლიბი.
2 საფეხური:
ფრჩხილის გასუფთავება
ფრჩხილის გასასუფთავებლად გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული გამწმენდი ტამპონები. შეინახეთ ის და მოგვიანებით გამოიყენეთ ლაქის წასასმელი აპლიკატორის გასაწმენდად.
**3 საფეხური: **
ფრჩხილის დამუშავება
ჩაყავით აპლიკატორი ლაქში. ლაქი არ შეაწმინდოთ ფლაკონის კიდეებს. წაისვით ლაქი ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. დაელოდოთ 3 წუთი გაშრობას. ეს საფეხურები გაიმეორეთ ყოველი დაზიანებული ფრჩხილისთვის.
ლაქის მეორედ გამოყენებამდე, მოიშრეთ დარჩენილი ლაქი ფრჩხილიდან სრულად, ხელახლა გაიქლიბეთ ფრჩხილი. კვლავ გაისუფთავეთ ხელსახოცით, და წაისვით ლაქი როგორც აღწერილია ზემოთ.
ლოცერილპროს ყოველი გამოყენების შემდეგ:
გაფრთხილება:
მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენოთ ხელოვნური ფრჩხილები.
ხელების და ფეხების დაბანმადე დაელოდეთ ლაქის სრულ გაშრობას. კარგად გამშრალი ლაქი რეზისტენტულია წყლისა და საპნის მიმართ: შეგიძლიათ ჩვეულებრივად დაიბანოთ ხელები და ფეხები.
გამოყენების ხანგრძლივობა:
მკურნალობის გაგრძელება მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადების განკურნებამდე და ახალი ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე. ამისათვის ხელის ფრჩხილის შემთხვევაში საჭიროა 6 თვე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში 9-12 თვე. ამის შემდეგ ნათლად დაინახავთ, რომ დაინფიცირებული ფრჩხილი ქრება და ჩნდება ახალი ჯანსაღი ფრჩხილი.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაუმჯობესება არ აღინიშნა მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
ყურადღება:
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პრეპარატით გამოწვეული რეაქციები იშვიათია. იყო ცნობები ფრჩხილის პათოლოგიების (ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილები) და კანის წვის შეგრძნების და კონტაქტური ალერგიული რეაქციის შესახებ. თუმცა, ეს პათოლოგიები შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული ფრჩხილის დაავადებასთან.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაზიანებული, ფერშეცვლილი, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10, 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის წვის შეგრძნება.
არ არის ცნობილი ( გამოვლენის სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით):
სისტემური ალერგიული რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები, როდესაც ვლინდება სახის, ტუჩების, ენის, ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და/ან ძლიერი გამონაყარი კანზე).
სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, კონტაქტური ალერგიული რეაქციები.
გვერდით მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: წამლის და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმ.ზედამხედველობის რეგიონული ცენტრები
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
5. როგორ შევინახოთ ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული EXP ნიშნით აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. პირველი გახსნის შემდეგ ვადა შეადგენს 6 თვეს.
პრეპარატი შეინახოთ გრილ ადგილას. გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარტის განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქი
აქტიური ნივთიერება:
ამოროლფინის ქლორჰიდრატი ...................5, 574 გ.
ამოროლფინის ეს რაოდენობა შეასაბამება...............5,000 გ 100 მლ-ისთვის.
სხვა ნივთიერებები:
ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A (EUDRQGIT RL 100), ტრიაცეტინი, ბუთილის აცეტატი, ეთილის აცეტატი, აბსოლუტური სპირტი.
ლოცერილპრო 5%, ფრჩხილის სამკურნალო ლაქის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი წარმოდგენილია ფრჩხილის ლაქის სახით.
2.5 მლ ფლაკონი თავსახურში ინტეგრირებული აპლიკატორით, გამწმენდი ხელსახოცები და ქლიბი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სანიტარული რჩევები:
ფრჩხილის სოკო (ონიკომიკოზი): რა რისკ-ფაქტორები არსებობს?
ფეხის ფრჩხილებისთვის:
ხელის ფრჩხილისთვის:
- მიკროტრავმით (მებაღეობით);
- სარეცხი საშუალებების ხელით გამოყენებისას (სარეცხი და სხვა კოროზიული საშუალებები);
- კონკრეტული პროფესიები (პარიკმახერი, მანიკურის სპეციალისტი, პოდოლოგი).
ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიკომიკოზი): როგორ მოვახდინოთ პრევენცია და თავიდან ავიცილოთ მისი გავრცელება?
ფრჩხილის სოკო (ონიკომიკოზი): რატომ არის მნიშვნელოვანი სრულყოფილი მკურნალობა?
მკურნალობის ეფექტურობისათვის აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება უწყვეტად ჯანსაღი ფრჩხილის საბოლოო გაზრდამდე.
არ დანებდეთ!
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით