ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ექსტრემალური კონტრაცეპტივები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
**ესკაპელი
ESKAPELLE
**
საერთაშორისო დასახელება - levonorgestrel
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - G03AC03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები კონტრაცეპციისათვის; ეპიზოდური გამოყენებისათვის (პოსტკოიტალური კონტრაცეპტივები)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 1.5 მგ: 1 ც.
1.50 მგ ლევონორგესტრელი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
აბები. ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ნაზოლითა და გრავირებით
“GOO” ცალ მხარეს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; კაჟმიწა, კოლოიდური, უწყლო;
მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზას მონოჰიდრატი (142.5 მგ).
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**
პრეპარატის ესკაპელი მოქმედების ზუსტი მეხანიზმი უცნობია. რეკომენდებულ დოზებში
ლევონორგესტრელი ახდენს მოქმედებას ოვულაციასა და განაყოფიერებაზე, თუ სქესობრივ
აქტს ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის წინაოვულატორულ ფაზაში, ე.ი.
განაყოფიერების ყველაზე მაღალი ალბათობის მომენტში. გარდა ამისა, პრეპარატის მიერ
გამოწვეული ენდომეტრიის ცვლილებები, ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის
იმპლანტაციას. დაწყებული იმპლანტაციის დროს პრეპარატი ეფექტური არ არის.
ეფექტურობა: შემთხვევათა 84% არიდებს ორსულობას. ლევონორგესტრელის რეკომენდებული
დოზები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სისხლის შედედების, ცხიმებისა და
ნახშირწყლების მიმოცვლის ფაქტორებზე.
**
ფარმაკოკინეტიკა**
პერორალური მიღებისას ლევონორგესტრელი სწრაფად და ფაქტიურად სრულად შეიწოვება. 16
პაციენტი ქალის გამოკვლევების მონაცემებით, ესკაპელის აბის მიღებიდან 2 საათის
შემდეგ Cmax=18.5 ნგ/მლ. საშუალო სიდიდე AUC (0 - ∞) = 310182.56 პგ.სთ/მლ.
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ლევონორგესტრელის დონე სისხლში
მცირდება, ნახევრადგამოყოფის საშუალო დრო =26 სთ.
გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად ტოილ შეფარდებით.
ლევონორგესტრელის ბიოტრანსფორმაცია ხორციელდება მეტაბოლური გზით, რომელიც
სტეროიდებისათვის არის დამახასიათებელი. ღვიძლში ლევონორგესტრელი ჰიდროქსილირდება
და გლუკურონიდული კონიუგატების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლევონორგესტრელის
ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები ცნობილი არ არის.
ლევონორგესტრელი უკავშირდება ალბიმინსა და გლობულინს, რომელიც აკავშირებს
სქესობრივ ჰორმონებს (გდსჰ). საერთო რაოდენობის 1.5% პლაზმაში იმყოფება თვისუფალი
სტეროიდის ფორმით, 65% სპეციფიურად დაკავშირებულია გდსჰ-თან. ესკაპელის ერთი აბის
მიღების შემდეგ გდსჰ-ს საშუალო კონცენტრაცია სისხლში ≈ 40 ნმოლი/ლ. 24 საათის
განმავლობაში გდსჰ-ს კონცენტრაცია სისხლში რჩება უცვლელი ან ცოტათი იზრდება,
შემდეგ იწყებს შემცირებას და 192 საათის შემდეგ შეადგენს ≈ 30 ნმოლი/ლ.
აბსოლუტური ბიომიწვდომა შეადგენს 100% მიღებული დოზიდან. პრეპარატის მიღებული
დოზის 0.1% რძესთან ერთად ხვდება ძუძუზე მყოფი ბავშვის ორგანიზმში.
**
ჩვენებები**
ესკაპელის აბები განკუთვნილია სასწრაფო პერორალური კონტრაცეფციისათვის პირველ 72
საათში სქესობრივი აქტის შემდეგ, რომლის დროსაც კონტრაცეფციის არანაირი მეთოდი არ
იქნა გამოყენებული, ან კონტრაცეფციის გამოყენებული მეთოდი სანდო არ იყო.
**
მიღების წესები და დოზები**
მიიღება პერორალურად პირველ 72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ. თუ პირველი სამი
საათის შემდეგ ტაბლეტის მიღებიდან წარმოიშვა ღებინება, საჭიროა კიდევ ერთი აბის
მიღება.
ესკაპელის აბების მიღება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს იმ
პირობით, რომ წინა მენსტრუაცია ნორმალურად მიმდინარეობდა. ექსტრემალური
საშუალების მიღების შემდეგ ჩასახვის ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს
ადგილობრივი ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად
პრეზერვატივი, შემდეგ მენსტრუაციამდე. ესკაპელის აბების მიღება არ წარმოადგენს
უკუჩვენებას პერორალური ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების
რეგულარულად მიღების გაგრძელებისათვის.
ესკაპელის აბების მიღება ბავშვების მიერ რეკომენდებული არ არის, რადგან 16 წელზე
ნაკლები ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
**
გვერდითი მოვლენები**
შესაძლო გვერდითი რეაქციები და მათი სიხშირე წარმოდგენილი შემდეგ ცხრილში.
გვერდითი მოვლენა | სიხშირე %-ში (n=1.379)*
---|---
გულისრევა | 13.7
დაღლილობა | 13.3
ტკივილები მუცლის ქვეშ | 13.3
თავის ტკივილი | 10.3
თავბრუსხვევა | 9.6
სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა | 8.2
ფაღარათი | 3.8
ღებინება | 1.4
მენსტრუაციის დარღვევა | 31
მენსტრუაციის გადაცდენა 7 დღეზე მეტ ხანს | 4.5
შესაძლებელია მენსტრუაციის ხასიათის დროებითი შეცვლა. ქალების 78% მენსტრუაციის
ვადების გადანაცვლება მერყეობს 5 დღის ფარგლებში. მენსტრუაციის დაგვიანებისას 5
დღეზე მეტ ხანს, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.
**
უკუჩვენება**
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ღვიძლის მაღალი
ხარისხის უკმარისობა;
**
ორსულობა და ლაქტაცია**
ორსულობა: ორსულობის დროს ესკაპელის აბების მიღება უკუნაჩვენებია.
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ექსტრემალური კონტრაცეფტივის მიღების
ფონზე წარმოქმნილი ორსულობის შემთხვევაში, პროგესტოგენი არ ახდენს ფოტოტოქსიკურ
მოქმედებას.
ძუძუთი კვება: ლევონორგესტრელი აღწევს დედის რძეში. ლევონორგესტრელით ბავშვის
პოტენციური ექსპოზიციის შემცირება შეიძლება პრეპარატის უშუალოდ ბავშვსათვის ძუძუს
მიცემის შემდეგ ან პრეპარატის მიღების შემდეგ ან თავშეკავებით ბავშვსათვის ძუძუს
მიცემაზე.
**
განსაკუთრებული მითითებები**
პრეპარატის მიღებისას ე.წ. “სასწრაფო” კონტრაცეფცია განკუთვნილია ექსტრემალური
შემთხვევებისათვის. ის არცერთ შემთხვევაში არ ცვლის რეგულარულ კონტრაცეფციას.
სასწრაფო კონტრაცეფციის პრეპარატები ყველა შემთხვევაში ვერ არიდებენ ჩასახვას.
განაყოფიერების ალბათობა დიდია იმ შემთხვევებში, როდესაც სქესობრივი აქტის დრო
ზუსტად ცნობილი არ არის, და კონტრაცეფციით დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან
როდის გავიდა 72 საათზე მეტი ერთი მენსტრუალური ციკლის პერიოდში. ასეთ
შემთხვევებში ესკაპელის აბის მიღება მეორე სქესობრივი აქტის შემდეგ სასურველ
შედეგს არ მოიტანს. მენსტრუაციის 5 დღეზე მეტ ხანს გადაცდენისას, ასვე იმ
შემთხვევაში, თუ დროულად მოსული მენსტრუაცია უჩვეულოდ მიმდინარეობს, ან რაიმე
მიზეზის გამო არსებობს ეჭვი ორსულობაზე, საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევის
ჩატარება ორსულობის არსებობის გამოსარიცხად.
ესკაპელის აბების მიღების ფონზე გამოვლენილი ორსულობა შესაძლოა აღმოჩნდეს
საშვილოსნოს გარე ორსულობა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აწუხებთ ტკივილები
მუცლის ქვედა ნაწილში, გულყრა, ექტოპიური ორსულობა ანამნეზში, პატარა მენჯის
ორგანოების ოპერაციები ან მათი ანთებები.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ესკაპელის აბების მიღება რეკომენდებული
არ არის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება)
ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობას. პრეპარატის მიღება არ
არღვევს მენსტრუაციების რეგულარობასა და ნორმალურ ხასიათს. მაგრამ ხანდახან
შესაძლებელია მენსტრუაციის დროზე ადრე გამოჩენა ან მისი გაცდენა (დაახლოებით ± 2
დღე). ესკაპელის აბის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია შემდგომში რეგულარული
კონტრაცეფციის უზრუნველყოფა. თუ ესკაპელი გამოიყენება შეცდომის გამო, რომელიც
დაშვებულია რეგულარულ ჰორმონალურ კონტრაცეფციაში, და ამასობაში შესაბამის
შვიდდღიან შესვენებაში მენსტრუაცია არ დაიწყება, ორსულობის არსებობა უნდა
გამოირიცხოს.
აცილებული უნდა იქნეს ესკაპელის აბების განმეორებით გამოყენბა ერთი და იგივე
მენსტრუალური ციკლის დროს, რათა არ მოხდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ჩვეულებრივ რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით ესკაპელის
აბები ნაკლებად ეფექტირია. ქალებმა, რომლებიც ხშირად მიმართავენ სასწრაფო
კონტრაცეფციის საშუალებას, უნდა გააგრძელონ რეგულარული კონტრაცეფციის რაიმე
მეთოდი.
სასწრაფო კონტრაცეფცია არ ცვლის ვენერიული დაავადებებისაგან დაცვის საჭიროებას.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მაღალი ტრავმატიზმის მანქანების
მართვის უნარზე
ავტომობილისა და სამუშაო მანქანების მართვის უნარზე პრეპარატის შესაძლო
მოქმედების გამოსავლენად გამოკვლევები არ ჩატარებულა.
**
ჭარბი დოზირება**
პრეპარატის დიდი დოზების მიღების შემდეგ მძიმე გვერდითი მოქმედების შესახებ
მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა,
მენსტრუაციის დარღვევა. სპეციფიური ანტიდოტე არ არის, მკურნალობა სიმპტომატურია.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**
ვიძლის მეტაბოლიზმის პრეპარატ-ინდუქტორების ერთდროულად გამოყენებისას
ლევონორგესტრელის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედ ნივთიერებებს,
შეუძლიათ შეამცირონ ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატების ეფექტურობა:
ბარბიტურატები (მათ შორის პრიმიდონი), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას
პრეპარატები (Hypreicum perforatum), რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი,
გრიზეოფულვინი.
ლევონორგესტრელის პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ ციკლოსპორინის ტოქსიკურობა
მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვის ხარჯზე.
**
შენახვის პირობები და ვადები**
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
**
აფთიაქში გაცემის წესი**
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
**მწარმოებელი ფირმა,**ქვეყანა
გედეონ რიხტერი
უნგრეთი
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,50მგ ლევონორგესტრელს. დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით: ყოველ ტაბლეტში 142,5მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი. დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზის მონოჰიდრატი (142,5მგ).
ჩვენება: ექსტრემალური კონტრაცეფცია, დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში ან თუ გამოყენებული კონტრაცეპციის მეთოდი არ იყო საიმედო.
გამოყენების წესები და დოზირება: დოზირება: ერთი ტაბლეტი მიიღება დაუცველი
სქესობრივი აქტიდან რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია პირველი 12 საათის მანძილზე
და სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში. თუ ტაბლეტის
მიღებიდან სამი საათის განმავლობაში განვითარდა ღებინება, აუცილებელია კიდევ ერთი
ტაბლეტის მიღება.
ქალებმა, რომლებიც ღებულობდნენ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ღვიძლის მიკროსომალური
ფერმენტების ინდუქტორ პრეპარატებს, ექსტრემალური კონტრაცეპციის მიზნით უმჯობესია
გამოიყენონ არაჰორმონალური ექსტრემალური კონტრაცეპტივები (მაგ. სპილენძის
შემცველი საშვილოსნოსშიდა სპირალი) ან ლევონორგესტრელის ორმაგი დოზა (2 ტაბლეტი
ერთდროულად–იმ ქალებისათვის, რომლებსაც მაგ., სპილენძშემცველი სპირალის
გამოყენება არ სურთ ან საშუალება არა აქვთ.
ესკაპელის ტაბლეტები შეიძლება მიიღონ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, თუ არ
არის მენსტრუაციის შეჩერების ფაქტი.
ექსტრემალური კონტრაცეპციის გამოყენების შემდეგ, მომდევნო მენსტრუაციის
დაწყებამდე, რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეპციის გამოყენება (მაგ.,
პრეზერვატივი, Dდიაფრაგმა, სპერმაციდი). ესკაპელის გამოყენება არ წარმოადგენს
უკუჩვენებას, შემდეგში რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეპციისათვის.
ბავშვებში გამოყენება: ლევონორგესტრელის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ
არის რეკომენდებული. 16 წლამდე გოგონებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები
შეზღუდულია. ესკაპელის გამოყენება ნაჩვენები არაა ექსტრემალური კონტრაცეპციის
მიზნით ბავშვებში და მოზარდებში.
მიღების წესი: შიგნით მისაღები ტაბლეტები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამატებითი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: მოცემული პრეპარატი
განკუთვნილია მხოლოდ ექსტრემალური კონტრაცეპციისათვის. იგი არ ცვლის რეგულარულ
კონტრაცეპციას. ესკაპელის განმეორებითი გამოყენება, ერთი მენსტრუალური ციკლის
განმავლობაში, რეკომენდებული არ არის. ექსტრემალური კონტრაცეპცია ყოველთვის ვერ
უზრუნველყოფს ორსულობის თავიდან აცილების.
იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად არ არის ცნობილი სქესობრივი აქტის დრო, ან თუ
დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან გასულია 72 საათზე მეტი, შესაძლოა დადგეს
ორსულობა. ამასთან დაკავშირებით, ესკაპელის ტაბლეტის მიღება, მეორე სქესობრივი
აქტის შემდეგ, შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს. 5 დღეზე მეტი ხნით მენსტრუაციის
გადაცდენისას, აგრეთვე დროული მენსტრუაციის მიმდინარეობის ხასიათის შეცვლისას, ან
არსებული ეჭვი ორსულობაზე რაიმე სხვა მიზეზების გამო, საჭიროებს ორსულობის
გამორიცხვას. თუ ესკაპელის მიღების შემდეგ დგება ორსულობა, საჭიროა ახსოვდეთ
ექტოპიური ორსულობის შესაძლებლობა.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,50მგ ლევონორგესტრელს. დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით: ყოველ ტაბლეტში 142,5მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი. დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი; კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზის მონოჰიდრატი (142,5მგ).
ჩვენება: ექსტრემალური კონტრაცეფცია, დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში ან თუ გამოყენებული კონტრაცეპციის მეთოდი არ იყო საიმედო.
გამოყენების წესები და დოზირება: დოზირება: ერთი ტაბლეტი მიიღება დაუცველი
სქესობრივი აქტიდან რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია პირველი 12 საათის მანძილზე
და სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში. თუ ტაბლეტის
მიღებიდან სამი საათის განმავლობაში განვითარდა ღებინება, აუცილებელია კიდევ ერთი
ტაბლეტის მიღება.
ქალებმა, რომლებიც ღებულობდნენ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ღვიძლის მიკროსომალური
ფერმენტების ინდუქტორ პრეპარატებს, ექსტრემალური კონტრაცეპციის მიზნით უმჯობესია
გამოიყენონ არაჰორმონალური ექსტრემალური კონტრაცეპტივები (მაგ. სპილენძის
შემცველი საშვილოსნოსშიდა სპირალი) ან ლევონორგესტრელის ორმაგი დოზა (2 ტაბლეტი
ერთდროულად–იმ ქალებისათვის, რომლებსაც მაგ., სპილენძშემცველი სპირალის
გამოყენება არ სურთ ან საშუალება არა აქვთ.
ესკაპელის ტაბლეტები შეიძლება მიიღონ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, თუ არ
არის მენსტრუაციის შეჩერების ფაქტი.
ექსტრემალური კონტრაცეპციის გამოყენების შემდეგ, მომდევნო მენსტრუაციის
დაწყებამდე, რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეპციის გამოყენება (მაგ.,
პრეზერვატივი, Dდიაფრაგმა, სპერმაციდი). ესკაპელის გამოყენება არ წარმოადგენს
უკუჩვენებას, შემდეგში რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეპციისათვის.
ბავშვებში გამოყენება: ლევონორგესტრელის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ
არის რეკომენდებული. 16 წლამდე გოგონებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები
შეზღუდულია. ესკაპელის გამოყენება ნაჩვენები არაა ექსტრემალური კონტრაცეპციის
მიზნით ბავშვებში და მოზარდებში.
მიღების წესი: შიგნით მისაღები ტაბლეტები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამატებითი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: მოცემული პრეპარატი
განკუთვნილია მხოლოდ ექსტრემალური კონტრაცეპციისათვის. იგი არ ცვლის რეგულარულ
კონტრაცეპციას. ესკაპელის განმეორებითი გამოყენება, ერთი მენსტრუალური ციკლის
განმავლობაში, რეკომენდებული არ არის. ექსტრემალური კონტრაცეპცია ყოველთვის ვერ
უზრუნველყოფს ორსულობის თავიდან აცილების.
იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად არ არის ცნობილი სქესობრივი აქტის დრო, ან თუ
დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან გასულია 72 საათზე მეტი, შესაძლოა დადგეს
ორსულობა. ამასთან დაკავშირებით, ესკაპელის ტაბლეტის მიღება, მეორე სქესობრივი
აქტის შემდეგ, შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს. 5 დღეზე მეტი ხნით მენსტრუაციის
გადაცდენისას, აგრეთვე დროული მენსტრუაციის მიმდინარეობის ხასიათის შეცვლისას, ან
არსებული ეჭვი ორსულობაზე რაიმე სხვა მიზეზების გამო, საჭიროებს ორსულობის
გამორიცხვას. თუ ესკაპელის მიღების შემდეგ დგება ორსულობა, საჭიროა ახსოვდეთ
ექტოპიური ორსულობის შესაძლებლობა.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1.50 მგ ლევონორგესტრელი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი;
კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზას
მონოჰიდრატი (142.5 მგ).
წამლის
ფორმა
ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან
თითქმის თეთრი ფერის, ნაზოლითა და გრავირებით “GOO” ცალ
მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ესკაპელის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.
რეკომენდებულ დოზებში ლევონორგესტრელი ახდენს მოქმედებას ოვულაციასა და
განაყოფიერებაზე, თუ სქესობრივ აქტს ადგილი აქვს მენსტრუალური ციკლის
წინაოვულატორულ ფაზაში, ე.ი. განაყოფიერების ყველაზე მაღალი ალბათობის მომენტში.
გარდა ამისა, პრეპარატის მიერ გამოწვეული ენდომეტრიუმის ცვლილებები, ხელს უშლის
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას. დაწყებული იმპლანტაციის დროს
პრეპარატი ეფექტური არ არის.
ეფექტურობა: შემთხვევათა 84%-ში არიდებს ორსულობას. ლევონორგესტრელის
რეკომენდებული დოზა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სისხლის შედედების,
ცხიმებისა და ნახშირწყლების მიმოცვლის ფაქტორებზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური
მიღებისას ლევონორგესტრელი სწრაფად და ფაქტიურად სრულად შეიწოვება. 16 პაციენტის
გამოკვლევების მონაცემებით, ესკაპელის ტაბლეტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ
Cmax=18.5 ნგ/მლ. საშუალო სიდიდე AUC (0 - ∞) = 310182.56
პგ.სთ/მლ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის
შემდეგ ლევონორგესტრელის დონე სისხლში მცირდება, ნახევრადგამოყოფის საშუალო დრო
≈ 26 სთ.
გამოიყოფა
მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად ტოლი თანაფარდობით.
ლევონორგესტრელის ბიოტრანსფორმაცია ხორციელდება მეტაბოლური გზით, რომელიც
სტეროიდებისათვის არის დამახასიათებელი. ღვიძლში ლევონორგესტრელი ჰიდროქსილირდება
და გლუკურონიდული კონიუგატების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლევონორგესტრელის
ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები ცნობილი არ არის.
ლევონორგესტრელი უკავშირდება სასქესო ჰორმონების
შემაკავშირებელ ალბიმინსა და გლობულინს. მიღებული დოზის 1.5% პლაზმაში იმყოფება
თვისუფალი სტეროიდის ფორმით, 65% სპეციფიურად დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების
შემაკავშირებელ გლობულინებთან.
ესკაპელის ერთი ტაბლეტის მიღების შემდეგ გდსჰ-ს საშუალო კონცენტრაცია
სისხლში ≈ 40 ნმოლი/ლ. 24 საათის განმავლობაში გდსჰ-ს კონცენტრაცია სისხლში
რჩება უცვლელი ან ცოტათი იზრდება, შემდეგ იწყებს შემცირებას და 192 საათის შემდეგ
შეადგენს ≈ 30 ნმოლი/ლ.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს მიღებული დოზის 100%.
პრეპარატის მიღებული დოზის 0.1% გადადის დედის
რძეში.
ჩვენებები
ესკაპელი განკუთვნილია გადაუდებელი პერორალური
კონტრაცეპციისათვის პირველ 72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ, რომლის დროსაც
კონტრაცეპციის არანაირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული, ან კონტრაცეპციის
გამოყენებული მეთოდი სანდო არ იყო.
მიღების წესები
და დოზები
მიიღება პერორალურად პირველ
72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ. თუ პირველი ტაბლეტის მიღებიდან სამი საათის
განმავლობაში წარმოიშვა ღებინება, საჭიროა კიდევ ერთი ტაბლეტის
მიღება.
ესკაპელის მიღება
შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს იმ პირობით, რომ წინა მენსტრუაცია
ნორმალურად მიმდინარეობდა.
ექსტრემალური კონტრაცეპციის საშუალების მიღების შემდეგ ჩასახვის
თავიდან ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს ადგილობრივი ბარიერული ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად პრეზერვატივი, შემდეგ მენსტრუაციამდე.
ესკაპელის აბების მიღება არ წარმოადგენს უკუჩვენებას პერორალური ჰორმონალური
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების რეგულარულად მიღების
გაგრძელებისათვის.
ესკაპელის აბების
მიღება ბავშვების მიერ რეკომენდებული არ არის, რადგან 16 წელზე ნაკლები ასაკის
ბავშვებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო გვერდითი რეაქციები და მათი სიხშირე წარმოდგენილი შემდეგ
ცხრილში.
გვერდითი მოვლენა | სიხშირე %-ში (ნ=1.379)* |
---|---|
გულისრევა | 13.7 |
დაღლილობა | 13.3 |
ტკივილები მუცლის ქვეშ | 13.3 |
თვის ტკივილი | 10.3 |
თავბრუსხვევა | 9.6 |
სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა | 8.2 |
ფაღარათი | 3.8 |
ღებინება | 1.4 |
მენსტრუაციის დარღვევა | 31 |
მენსტრუაციის გადაცდენა 7 დღეზე მეტ ხანს | 4.5 |
შესაძლებელია
მენსტრუაციის ხასიათის დროებითი შეცვლა. ქალების 78% მენსტრუაციის ვადების
გადანაცვლება მერყეობს 5 დღის ფარგლებში. მენსტრუაციის დაგვიანებისას 5 დღეზე მეტ
ხანს ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.
უკუჩვენება
მომატებული
მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ღვიძლის მაღალი ხარისხის
უკმარისობა; ორსულობა
ორსულობა და
ლაქტაცია
ორსულობა: ორსულობის დროს
ესკაპელის აბების მიღება უკუნაჩვენებია. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების
მონაცემებით ექსტრემალური კონტრაცეპტივის მიღების ფონზე წარმოქმნილი ორსულობის
შემთხვევაში, პროგესტაგენი არ ახდენს ფოტოტოქსიკურ მოქმედებას.
ძუძუთი კვება: ლევონორგესტრელი აღწევს დედის რძეში.
ლევონორგესტრელით ბავშვის პოტენციური ექსპოზიციის შემცირება შეიძლება პრეპარატის
მიღებით უშუალოდ ბავშვისათვის ძუძუს მიცემის შემდეგ და 24სთ-ის განმავლობაში
ბავშვსათვის ძუძუს მიცემისაგან თავის შეკავებით.
განსაკუთრებული მითითებები
ე.წ. “გადაუდებელი” კონტრაცეპცია განკუთვნილია
ექსტრემალური შემთხვევებისათვის. ის არცერთ შემთხვევაში არ ცვლის რეგულარულ
კონტრაცეპციას.
ექსტრემალური
კონტრაცეპციის პრეპარატები ყველა შემთხვევაში ვერ იწვევენ ჩასახვის თავიდან
აცილებას. განაყოფიერების ალბათობა დიდია იმ შემთხვევებში, როდესაც სქესობრივი
აქტის დრო ზუსტად ცნობილი არ არის და დაუცველი სქესობრივი აქტის მომენტიდან
გავიდა 72 საათზე მეტი ერთი მენსტრუალური ციკლის პერიოდში. ასეთ შემთხვევებში
ესკაპელის აბის მიღება მეორე სქესობრივი აქტის შემდეგ სასურველ შედეგს არ
მოიტანს. მენსტრუაციის 5 დღეზე მეტ ხანს გადაცდენისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ
დროულად მოსული მენსტრუაცია უჩვეულოდ მიმდინარეობს, ან რაიმე მიზეზის გამო
არსებობს ეჭვი ორსულობაზე, საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ორსულობის
არსებობის გამოსარიცხად.
ესკაპელის
მიღების ფონზე გამოვლენილი ორსულობა შესაძლოა აღმოჩნდეს საშვილოსნოს გარე
ორსულობა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აწუხებთ ტკივილები მუცლის ქვედა
ნაწილში, გულყრა, ექტოპიური ორსულობა ანამნეზში, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე
ოპერაციები ან მათი ანთებები.
ღვიძლის
ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ესკაპელის მიღება რეკომენდებული არ
არის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში
შეწოვის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება) ამცირებს ჩასახვის
საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობას.
პრეპარატის მიღება არ არღვევს მენსტრუაციების რეგულარობასა და ნორმალურ
ხასიათს. მაგრამ ხანდახან შესაძლებელია მენსტრუაციის დროზე ადრე გამოჩენა ან მისი
გადაცდენა (დაახლოებით ± 2 დღე). ესკაპელის აბის მიღების შემდეგ,
რეკომენდებულია შემდგომში რეგულარული კონტრაცეპციის უზრუნველყოფა. თუ ესკაპელი
გამოიყენება შეცდომის გამო, რომელიც დაშვებულია რეგულარულ ჰორმონალურ
კონტრაცეპციაში, და ამასობაში შესაბამის შვიდდღიან შესვენებაში მენსტრუაცია არ
დაიწყება, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.
Aარ შეიძლება ესკაპელის აბების განმეორებით გამოყენება
ერთი და იგივე მენსტრუალური ციკლის დროს, რათა არ მოხდეს მენსტრუალური ციკლის
დარღვევა. ჩვეულებრივ რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით
ესკაპელი ნაკლებად ეფექტურია. ქალებმა, რომლებიც ხშირად მიმართავენ გადაუდებელი
კონტრაცეპციის საშუალებას, უნდა გააგრძელონ რეგულარული კონტრაცეპციის რაიმე
მეთოდი.
სასწრაფო კონტრაცეპცია არ
ცვლის ვენერიული დაავადებებისაგან დაცვის საჭიროებას.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე და მაღალი
ტრავმატიზმის მანქანების მართვის უნარზე
ავტომობილისა და სამუშაო მანქანების მართვის უნარზე პრეპარატის შესაძლო
მოქმედების გამოსავლენად გამოკვლევები არ ჩატარებულა.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია მენსტრუაციის ხასიათის დროებითი შეცვლა. ქალების 78%
მენსტრუაციის ვადების გადანაცვლება მერყეობს 5 დღის ფარგლებში. მენსტრუაციის
დაგვიანებისას 5 დღეზე მეტ ხანს ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ესკაპელისა და ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების
ერთდროულად გამოყენებისას ლევონორგესტრელის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ
ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედ ნივთიერებებს, შეუძლიათ შეამცირონ ლევონორგესტრელის
შემცველი პრეპარატების ეფექტურობა: ბარბიტურატები (მათ შორის პრიმიდონი),
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum),
რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი.
ლევონორგესტრელის პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ
ციკლოსპორინის ტოქსიკურობა მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვის ხარჯზე.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 15-25°C ტემპერატურის
პირობებში.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაციის # და თარიღი
R 000110 23.03.05
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით