როვატინექსი - ROWAtinex
როვატინექსი - ROWAtinex

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, უროლოგიური სხვა მცენარეული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

როვატინექსი

საშარდე სისტემა კენჭების გარეშე**!**

მხოლოდ ** ექიმის** ** დანიშნულებით**

შემადგენლობა**:** 1 გასტრორეზიზსტენტულ კაფსულაში – α-პინენი 24.8მგ, β-პინენი 6.2მგ, კამფენი 15.0მგ, ბორნეოლი 10.0მგ, ანეტოლი 4.0მგ, ფენხონი 4.0მგ, ცინეოლი 3.0მგ.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი: პრეპარატი ლითოლიზური , სპაზმოლიზური და შარდმდენი ეფექტით პრეპარატი.

როვატინექსი ხელს უწყობს თირკმელება და შარდსადენში კენჭების დეზინტეგრაცია და გამოდევნას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტერპენები არის ცხიმსცსნადი და კარგად ათვისებადი, ის განიცდის მეტაბოლურ ცვლილებებს და გამოიყოფა შარდთან ერთად , ძირითადად გლუკუნორიდების სახით. ეს ზრდის შარდში დამცავი კოლოიდებისა და გლუკურონის მჟავის შემცველობას რასაც აქვს როგორც სამკურნალო , ასევე პროფილაქტიკური მნიშვნელობა. გლუკურონიდები აზრდის კალციუმის მარილების ხსნადობას (კენჭების ძირითადი კომპონენტები).როვატინექსს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს კენჭების განვლადობას საშარდე გზებში , ამცირებს ტკივილს თირკმელის და შარდსადენის კოლიკის დროს. გააჩნია ანთბის საწინააღმდეგო , ანტიმიკრობული მოქმედება.

ჩვენებები**:**

  • შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი);
  • თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზა**:** ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.

  • ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 - 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში.
  • ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 - 2 კაფსულა 4 - 5 ჯერ დღეში.

უკუჩვენებები**:** ჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილით**:** ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

განსაკუთრებული მითითებები**:** არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია**:** მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.

გამოშვების ფორმა**:** 10 საღეი კაფსულა ბლისტერზე. 10 ბლისტერი (100 კაფსულა) მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

მწარმოებელი**:** ,,Rowa Pharmaceuticals“, ირლანდია.

როვატინექსი®

რბილი, გასტრორეზისტენტული კაფსულები

აქტიური ნივთიერებები: α-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენქონი, ცინეოლი.

ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაგიძლიერდათ სიმპტომები ან არ გრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

- აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოხატულობა გაძლიერდა, ან შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში.

ჩანართის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს როვატინექსი® და რისთვის გამოიყენება იგი

2. პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებამდე

**3. როგორ მიიღება როვატინექსი® **

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

5. როვატინექსის® შენახვის წესი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს როვატინექსი® და რისთვის გამოიყენება იგი

როვატინექსი® ხელს უწყობს თირკმლის კენჭების და საშარდე ტრაქტის კენჭების დაშლას და გამოყოფას.

როვატინექსი® ხსნის კუნთების სპაზმს, შედეგად ამცირებს ტკივილს თირკმლისა და შარდსაწვეთის კოლიკის დროს.

როვატინექსი® ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელებში კენჭების არსებობასთან.

**2. პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებამდე **

არ მიიღოთ როვატინექსი®, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნებისმიერი აქტიური ნივთიერების (α-პინენი, β-პინენი, კამფენი, ბორნეოლი, ანეთოლი, ფენქონი, ცინეოლი) ან პრეპარატ როვატინექსის® ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (დაწვრილებით იხილეთ პარაგრაფი 2 ~მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ~ და პარაგრაფი 6 ~დამატებითი ინფორმაცია~).

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატ როვატინექსის® გამოყენებისას

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იშლება ღვიძლში.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. ეს პრეპარატებია:

- სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი)

- პრეპარატები, რომლებიც იშლება ღვიძლში (ამ საკითხზე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, როვატინექსის® მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

როვატინექსის® ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ როვატინექსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატ როვატინექსის® შემდეგ ინგრედიენტებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები: ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E215), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217) (შესაძლოა, შენელებული ტიპის) და საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი FჩF 85% (E110).

**3. როგორ მიიღება როვატინექსი® **

ყოველთვის მიიღეთ როვატინექსი® თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. როვატინექსის® კაფსულები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის:

მიიღეთ 1 კაფსულა 4-5 ჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ.

ჩვეულებრივი დოზა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის:

მიიღეთ 1-2 კაფსულა ორჯერ დღე-ღამეში, ჭამის წინ.

თუ გადააჭარბეთ პრეპარატ როვატინექსის® დადგენილი დოზა

საჭიროზე მეტი კაფსულის მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ როვატინექსის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. ამის შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, როვატინექსაც® შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოქმედება.

5. როვატინექსის® შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ როვატინექსი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და გარე მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

როვატინექსის® შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები ერთ რბილ გასტრორეზისტენტულ კაფსულაში: α-პინენი 24.8 მგ, β-პინენი 6.2 მგ, კამფენი 15.0 მგ, ბორნეოლი 10.0 მგ, ანეთოლი 4.0 მგ, ფენქონი 4.0 მგ, ცინეოლი 3.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ზეითუნის ზეთი.

კაფსულის გარსი შეიცავს:

- ჟელატინს

- გლიცერინს 85%

- ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E215)

- ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E217)

- საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი FCF 85% (E110)

- ქინოლინი ყვითელს 70% (E104).

როვატინექსის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

როვატინექსი® - არის ყვითელი ფერის ბურთისებრი (სფერული) რბილი ჟელატინის გასტრორეზისტენტული კაფსულები.

კაფსულების შემადგენლობა: სითხე მკრთალი-ყვითელიდან მომწვანო-ყვითელ ფერამდე, ძლიერი არომატული სუნით.

10 კაფსულა ბლისტერში. 10 ბლისტერი თითოში 10 კაფსულით მუყაოს კოლოფში ჩანართთან ერთად.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

საერთაშორისო დასახელება - Alpha,Beta pinene,Camphene,Cineol *
შემადგენლობა: 1 გასტრორეზიზსტენტულ კაფსულაში – α-პინენი 24.8მგ, β-პინენი 6.2მგ, კამფენი 15.0მგ, ბორნეოლი 10.0მგ, ანეტოლი 4.0მგ, ფენხონი 4.0მგ, ცინეოლი 3.0მგ.

ჩვენებები:
შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი);
თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.

ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 - 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 - 2 კაფსულა 4 - 5 ჯერ დღეში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილით: ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.

გამოშვების ფორმა: 10 საღეი კაფსულა ბლისტერზე. 10 ბლისტერი (100 კაფსულა) მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

საერთაშორისო დასახელება - Alpha,Beta pinene,Camphene,Cineol *
შემადგენლობა: 1 გასტრორეზიზსტენტულ კაფსულაში – α-პინენი 24.8მგ, β-პინენი 6.2მგ, კამფენი 15.0მგ, ბორნეოლი 10.0მგ, ანეტოლი 4.0მგ, ფენხონი 4.0მგ, ცინეოლი 3.0მგ.

ჩვენებები:
შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი);
თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.

ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 - 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 - 2 კაფსულა 4 - 5 ჯერ დღეში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილით: ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.

გამოშვების ფორმა: 10 საღეი კაფსულა ბლისტერზე. 10 ბლისტერი (100 კაფსულა) მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
როვატინექსი #100კაფს
  • სახელი: როვატინექსი #100კაფს
  • შეფუთვა: გასტრორეზისტენტული ჟელატინის რბილი კაფსულა №100 (10X10)
Aversi 50.78 ლ
Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა
  • სახელი: Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა
  • მწარმოებელი: JSC Norfachema (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -SHARP CLINICAL SERVICES (UK) LIMITED(დიდი ბრიტანეთი)) (ლიტვა)
  • შეფუთვა: გასტრორეზისტენტული ჟელატინის რბილი კაფსულა №100 (10X10)
PSP 50.12 ლ
Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა
  • სახელი: Rowatinex - როვატინექსი 100 კაფსულა
  • შეფუთვა: გასტრორეზისტენტული ჟელატინის რბილი კაფსულა №100 (10X10)
PSP 50.33 ლ
როვატინექსი კაფსულა #100
  • სახელი: როვატინექსი კაფსულა #100
  • შეფუთვა: გასტრორეზისტენტული ჟელატინის რბილი კაფსულა №100 (10X10)
Pharmadepot 66.7 ლ
როვატინექსი კაფსულა #100
  • სახელი: როვატინექსი კაფსულა #100
  • შეფუთვა: გასტრორეზისტენტული ჟელატინის რბილი კაფსულა №100 (10X10)
GPC 70.96 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა