უმკალორი - Umckalor
უმკალორი - Umckalor

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

უმკალორი
Umckalor
პერორალური ხსნარი
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია!
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ
მისი წაკითხვა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ
თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისაგან. თუ საჭიროდ ჩათვლით, მიმართეთ მათ რჩევისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ღია ყავისფერიდან მოწითალო-მოყავისფრო ფერამდე სითხე.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
1 გ ხსნარი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ბალბიფოთოლას (Pელარგონიუმ სიდოიდეს) ფესვების ექსტრაქტს (1:8-10) _ 800 მგ-ს;
ექსტრაგენტი: ეთანოლი _ 11 % (მ/მ).
სხვა ინგრედიენტები: 85% გლიცერინი.

სამკურნალო ფორმა
პერორალური ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველის და გაცივების დროს.

ჩვენებები
სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ბრონქიტი, სინუსიტი, ანგინა, ტონზილიტი, რინოფარინგიტი).

უკუჩვენებები
− მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.
− ღვიძლის მძიმე დაავადებები, რადგან არ არსებობს გამოყენების სათანადო გამოცდილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.
პრეპარატი უმკალორის სისხლის შედედების პარამეტრებზე შესაძლო ზემოქმედების გამო, ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებზე, მაგ. ვარფარინზე, მოქმედება.
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად ორმაგი ბრმა კვლევების დროს არ გამოვლენილა ურთიერთქმედება უმკალორისა და პენიცილინ V-ს შორის.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი ამჟამად გამოიყენებთ ან ცოტა ხნის წინ გამოიყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ ერთი კვირის განმავლობაში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების დროს, მაგ., კანის, სკლერების სიყვითლე, ასევე ციების დროს, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, ქოშინის ან სისხლიანი ნახველის არსებობისას.
ძუძუთა ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, უმკალორი არ ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მცირე ასაკის (6 წლამდე) ბავშვებში პრეპარატი უმკალორის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატი უმკალორი შეიცავს ეთანოლს 12 მოცულობით %.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
უსაფრთხოების სათანადო მონაცემების არარსებობის გამო, სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინფორმაცია ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ არსებობს.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი:
სხვა მითითებების არარსებობისას პრეპარატი მიიღება შემდეგი წესით.
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 30 წვეთი 3-ჯერ დღეში
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 20 წვეთი 3-ჯერ დღეში
1_5 წლის ბავშვები 10 წვეთი 3-ჯერ დღეში
ხსნარი მიიღება მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილას, შუადღეს და საღამოს.
ფლაკონი ვერტიკალურად გეჭიროთ, აუცილებლობისას თითი მსუბუქად დაატყაპუნეთ ფლაკონის ფსკერზე.
რეციდივების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმტომების შემცირებიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თქვენ დაგავიწყდათ უმკალორის მიღება, არ გააორმაგოთ დოზა, განაგრძეთ მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის თანახმად ან ისე, როგორც მითითებულია მოცემულ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოქმედება:
ძალიან ხშირად (≥1/10)
ხშირად (≥1/100 - <1/10)
არც ისე ხშირად (≥1/1 000 - <1/100)
იშვიათად (≥1/10 000 - <1/1 000)
ძალიან იშვიათად (<1/10 000)
უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუზლებელია)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არც ისე ხშირად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
იშვიათად: ღრძილებიდან მცირე სისხლდენა.

სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:
იშვიათად: ცხვირიდან მცირე სისხლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ/იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ჰეპატობილიარული დარღვევები:
ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა გენეზის დარღვევები: პრეპარატის გამოყენებასთან პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. სიხშირე უცნობია.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30 ºС ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
20 მლ ან 50 მლ ხსნარი მუქი ფერის შუშის ფლაკონში, საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პოდუქტის ჯუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
დრ. ვილმარ შვაბე გმბხ და კო. კგ.,
ვილმარ-შვაბე-შტრასე, 4
76227, კარლსრუე
გერმანია

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა