ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, მელატონინის რეცეპტორების აგონისტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
მელაბიორითმი
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ მელატონინს.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
მოქმედება
სამკურნალო საშუალება მელაბიორითმი 5მგ, ტაბლეტები აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ჰორმონ მელატონინს. ეს ჰორმონი ბუნებრივად არსებობს ადამიანის სხეულში. იგი წარმოიქმნება გირჩისებურ ჯირკვალში, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მელატონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიური ცირკადული რითმის რეგულირებაში. ის არეგულირებს დღის განმავლობაში ძილისა და სიფხიზლის საათებს.
ჩვენება
დამხმარე საშუალების სახით, ძილის დარღვევის დროს, რომელიც დაკავშირებულია საათობრივი სარტყელის ცვლილებასთან ან ღამის ცვლაში მუშაობასთან;
ძილის და სიფხიზლის ყოველდრიური რეგილაციისთვის უსინათლო პაციენტებში.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ მელაბიორითმი
- თუ ხართ ალერგიული მელატონინზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე,
- ბავშვებსა და მოზარდებში,
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
- ალკოჰოლის მიღების შემდეგ,
- თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები,
- თუ გაწუხებთ დეპრესია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მელაბიორითმის მიღებამდე:
- თუ გაქვთ დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ,
- თუ გაწუხებთ ჰორმონალური დარღვევა,
- თუ გაწუხებთ ეპილეფსია,
- თუ მკურნალობთ ანტიკოაგულანტებით.
სიგარეტის მოწევას შეუძლია შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა.
ბავშვები და მოზარდები
ეს წამალი არ გამოიყენოთ ბავშვებში და მოზარდებში 0-დან 18 წლამდე, რადგან ამ ჯგუფში კვლევები არ ჩატარებულა და მისი ეფექტი უცნობია.
სხვა მედიკამენტები და მელაბიორითმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა წამლები.
ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში, როგორიცაა ციტალოპრამი (ანტიდეპრესანტი), ომეპრაზოლი და ლანსოპრაზოლი (პეპტიკური წყლულოვანი დაავადების და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო საშუალებები), რადგან ისინი ერთდროულად დანიშვნის დროს ზრდიან სისხლში მელატონინის კონცენტრაციას.
სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მელატონინის ეფექტზე:
5- ან 8-მეტოქსიპსორალენი (გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ),
- ციმეტიდინი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ),
- ესტროგენები (კონტრაცეპტივები და ჰორმონჩამნაცვლებელი თერაპია),
- ქინოლონები (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები),
- თიორიდაზინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ),
- იმიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
- კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- რიფამპიცინი (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება),
- საძილე და დამამშვიდებელი მედიკამენტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, ზალეპლონი, ზოლპიდემი და ზოპიკლონი, ადრენერგული რეცეპტორების აგონისტები/ანტაგონისტები (მაგ., გარკვეული სახის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის გასაკონტროლებლად სისხლძარღვების შევიწროვების გზით, ნაზალური დეკონგესტანტები და არტერიული წნევის შემამცირებელი მედიკამენტები),
- ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტები ან ანტაგონისტები (მაგ., როგორც სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),
- პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები (როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები),
- ანტიდეპრესანტები,
- ტრიპტოფანი.
მელაბიორითმი და ალკოჰოლი
მელაბიორითმის მიღებისას არ დალიოთ ალკოჰოლი, რადგან იგი ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, რადგან შეიძლება ძილიანობა და კონცენტრაციის შემცირება გამოიწვიოს.
მიღების წესი
ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ანოტაციის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციის შესაბამისად.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის დაყოლებით.
დოზირება
მოზრდილები:
ძილის დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია საათობრივი სარტყელის ცვლილებასთან:
2 მგ-დან 3 მგ-მდე მელატონინი დღეში ერთხელ, ღამით, მოგზაურობის დაწყების პირველი დღიდან. მკურნალობა განაგრძეთ მოგზაურობიდან 2-3 დღის განმავლობაში ზედიზედ.
ძილისა და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევისას, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ღამის ცვლაში მუშაობასთან:
1 მგ-დან 5მგ-მდე დღეში, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
უსინათლო ადამიანებში ძილისა და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევისას
0.5მგ-დან 5მგ-მდე, დღეში ერთხელ, საღამოს 9:00-10:00 საათებში. ასეთივე დოზაა რეკომენდებული ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
ძილის და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევების გრძელვადიან მკურნალობაში, პრეპარატის ეფექტი ზოგჯერ აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.
მელატონინის ჯეროვნად რეკომენდებული სამედიცინო გამოყენება ითვალისწინებს დოზებს, რაც იწყება 0.5მგ-დან; რეკომენდებულია მელატონინის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
მელაბიორითმის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებულ მელატონინის სხვა, უფრო დაბალი დოზები უეფექტოა.
ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ამ პრეპარატის დიდი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა ან ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოზი.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მელაბიორითმის მიღების შეწყვეტა
უცნობია საწყისი მკურნალობის შეწყვეტის ან დროზე ადრე დასრულების მავნე ზემოქმედება. მელაბიორითმის მიღებისას, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაიმე სახის მოხსნის სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა შემთხვევაში არ აღენიშნება.
არახშირი (100-დან არა უმეტეს 1ადამიანში):
- გაღიზიანება, ნევროზულობა, მოუსვენრობა, უძილობა, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, შფოთვა;
- შაკიკი, თავის ტკივილი, ლეთარგია (დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა), ფსიქომოტორული აჟიტირება, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
- ჰიპერტენზია;
- მუცლის ტკივილი, ეპიგასტრალური ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის ღრუს წყლულები, პირის სიმშრალე, გულისრევა;
- სისხლში ბილირუბინის დონის მომატება;
- დერმატიტი, ღამის ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, გენერალიზებული ქავილი, კანის სიმშრალე;
- ტკივილი კიდურებში;
- პროტეინურია;
- მენოპაუზის სიმპტომები;
- სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
- ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები, სხეულის წონის მომატება.
იშვიათი (1000–დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
- ეპილეფსიური კრუნჩხვების რიცხვის ზრდა ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით და ეპილეფსიით;
- ჭინჭრის ციება, ეგზემა, ერითემა, ხელის დერმატიტი, ფსორიაზი, გენერალიზებული გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ფრჩხილის ფირფიტის დაზიანებები;
- მამაკაცის სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფია (გინეკომასტია);
- ჰემიპლეგია;
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებაა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
- სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, სისხლში კალციუმის შემცირება და სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;
- განწყობის ცვლილებები, აგრესია, აგზნება, ტირილი, დაძაბულობის სიმპტომები, დაბნეულობა, დილით ადრე გაღვიძება, ლიბიდოს მომატება (სექსუალური ლტოლვის მომატება), დეპრესიული განწყობა, დეპრესია;
- სინკოპე, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, გაბრუებული მდგომარეობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ცუდი ხარისხის ძილი, ჩხვლეტა ან დაბუჟება;
- მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენის მომატება;
- თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას, წონასწორობის დარღვევა;
- სტენოკარდია, პალპიტაცია, ტაქიკარდია;
- სახისკენ სისხლის მოწოლა ("ალები");
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, ბუშტუკები პირის ღრუს ლორწოვანზე, ენის წყლულები, კუჭის მხრივ დარღვევები, ღებინება, ნაწლავის პერისტალტიკის არანორმალური ხმები, მეტეორიზმი, ნერწყვის გადაჭარბული წარმოება, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, მუცლის ღრუს მხრივ ჩივილები, კუჭის მხრივ დარღვევები, გასტრიტი;
- ართრიტი, კუნთების სპაზმი, კისრის ტკივილი, ღამის კრუნჩხვები;
- პოლიურია, ჰემატურია, ღამით შარდის შეუკავებლობა;
- გახანგრძლივებული მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი), პროსტატიტი;
- დაღლილობის, მტვრევის, წყურვილის შეგრძნება;
- ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის ელექტროლიტების არანორმალური დონე, ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური შედეგები.
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია;
- სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა; თუ განიცდით ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- გალაქტორეა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რაიმე სახის გვერდით ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების ჩათვლით, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით.
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszaw,
Tel: 22 49-21-301
Fax: 22 49-21-309
ვებ გვერდი: https://smz.esdrowie.gov.pol
გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ასევე ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ მედიკამენტებს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვა
მრგვალი, თეთრი, ორმხრივამოზნექილი, უგარსო ტაბლეტი.
ალ/პვქ/პვდქ ბლისტერი, მუყაოს კოლოფში.
შეფუთვაში 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Aflofarm Farmacja Polska Ltd.
ul. Partyzancka 133/151
95-200 Pabianice
ტელ. : (42) 22-53-100
მწარმოებელი
Aflofarm Farmacja Polska Ltd.
ul. Szkolna 31
95-054 Ksawerów
მელაბიორითმი
5მგ, ტაბლეტები
მელატონინი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში, ან ისე როგორც გეტყვით ექიმი ან ფარმაცევტი.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ აღნიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთლილი არ არის ამ ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
- თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუთავს უფრო ცუდად გრძნობთ.
ამ ჩანართში
1. რა არის მელაბიორითმი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ მელაბიორითმის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ მელაბიორითმი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება მელაბიორითმი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის მელაბიორითმი და რისთვის გამოიყენება იგი
სამკურნალო საშუალება მელაბიორითმი, 5მგ, ტაბლეტები აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ჰორმონ მელატონინს. ეს ჰორმონი ბუნებრივად არსებობს ადამიანის სხეულში. იგი წარმოიქმნება გირჩისებურ ჯირკვალში, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მელატონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიური ცირკადული რითმის რეგულირებაში. ის არეგულირებს დღის განმავლობაში ძილისა და სიფხიზლის საათებს.
მელაბიორითმი ნაჩვენებია დამხმარე საშუალების სახით, ძილის დარღვევის დროს, რომელიც დაკავშირებულია საათობრივი სარტყელის ცვლილებსათან ან ღამის ცვლაში მუშაობასთან და ძილის და სიფხიზლის ყოველდრიური რეგილაციისთვის უსინათლო პაციენტებში.
2. რა უნდა იცოდეთ მელაბიორითმის მიღებამდე
არ მიიღოთ მელაბიორითმი
- თუ ხართ ალერგიული მელატონინზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6),
- ბავშვებსა და მოზარდებში,
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
- ალკოჰოლის მიღების შემდეგ,
- თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები,
- თუ თქვენ გაწუხებთ დეპრესია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მელაბიორითმის მიღებამდე:
- თუ თქვენ გაქვთ დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ,
- თუ თქვენ გაწუხებთ ჰორმონალური დარღვევა,
- თუ თქვენ გაწუხებთ ეპილეფსია,
- თუ მკურნალობთ ანტიკოაგულანტებით.
სიგარეტის მოწევას შეუძლია შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვებში და მოზარდებში 0-დან 18 წლამდე, რადგან ამ ჯგუფში კვლევები არ ჩატარებულა და მისი ეფექტი უცნობია.
სხვა მედიკამენტები და მელაბიორითმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა წამლები.
ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში, როგორიცაა ციტალოპრამი (ანტიდეპრესანტი), ომეპრაზოლი და ლანსოპრაზოლი (პეპტიკური წყლულოვანი დაავადების და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო საშუალებები), რადგან ისინი ერთდროულად დანიშვნის დროს ზრდიან სისხლში მელატონინის კონცენტრაციას.
სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მელატონინის ეფექტზე:
5- ან 8-მეტოქსიპსორალენი (გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ),
- ციმეტიდინი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ),
-ესტროგენები (კონტრაცეპტივები და ჰორმონჩამნაცვლებელი თერაპია),
- ქინოლონები (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები),
- თიორიდაზინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ),
- იმიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
- კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- რიფამპიცინი (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება),
- საძილე და დამამშვიდებელი მედიკამენტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, ზალეპლონი, ზოლპიდემი და ზოპიკლონი, ადრენერგული რეცეპტორების აგონისტები/ანტაგონისტები (მაგ., გარკვეული სახის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის გასაკონტროლებლად სისხლძარღვების შევიწროვების გზით, ნაზალური დეკონგესტანტები და არტერიული წნევის შემამცირებელი მედიკამენტები),
- ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტები ან ანტაგონისტები (მაგ., როგორც სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),
- პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები (როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები),
- ანტიდეპრესანტები,
- ტრიპტოფანი.
მელაბიორითმი და ალკოჰოლი
არ დალიოთ ალკოჰოლი მელაბიორითმის მიღებისას, რადგან ის ამცირებს ამ პრეპარატის ეფექტურობას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, გგონიათ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთნ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და კონცენტრაციის შემცირება.
3. როგორ მივიღოთ მელაბიორითმი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია პაციენტის ამ საინფორმაციო ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციის მიხედვით.
გადაყლაპეთ ტაბლეტი წყლის დაყოლებით.
დოზირება
მოზრდილები:
ძილის დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია საათობრივი სატყელის ცვლილებასთან:
2 მგ-დან 3 მგ-მდე მელატონინი დღეში ერთხელ, ღამით, დაწყებული მოგზაურობის პირველ დღიდან. განაგრძეთ მკურნალობა მოგზაურობიდან 2-3 დღის განმავლობაში ზედიზედ.
ძილისა და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევისას, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ღამის ცვლაში მუშაობასთან:
1 მგ-დან 5მგ-მდე დღეში, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
უსინათლო ადამიანებში ძილისა და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევისას
0.5მგ-დან 5მგ-მდე, დღეში ერთხელ, საღამოს 9:00 - 10:00 საათებში. ეს დოზა ასევე ეხება ამ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას.
პრეპარატის ეფექტი, ძილის და სიფხიზლის ყოველდღიური რითმის დარღვევების გრძელვადიან მკურნალობაში, ზოგჯერ აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.
მელატონინის ჯეროვნად რეკომენდებული სამედიცინო გამოყენება მოიცავს დოზებს, რომლრბიც იწყება 0.5მგ-დან; უნდა მოხდეს მელატონინის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
სამკურნალო პროდუქტის მელაბიორითმი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებულ მელატონინის სხვა, უფრო დაბალი დოზები არის უეფექტო.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი მელაბიორითმი
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ამ პრეპარატის დიდი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა ან ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოზი.
თუ დაგავიწყდებათ მელაბიორითმის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ წყვეტთ მელაბიორითმის მიღებას
არ არის ცნობილი საწყისი მკურნალობის შეწყვეტის ან დროზე ადრე დასრულების მავნე ზემოქმედება. მელაბიორიტმის მიღებისას, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაიმე სახის მოხსნის სიმპტომერბის შესახებ ცნობები არ არსებობს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ აღენიშნება.
არახშირი (100-დან არა უმეტეს 1ადამიანში):
- გაღიზიანება, ნევროზულობა, მოუსვენრობა, უძილობა, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, შფოთვა,
- შაკიკი, თავის ტკივილი, ლეთარგია (დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა), ფსიქომოტორული აჟიტირება, თავბრუსხვევა, ძილიანობა,
- ჰიპერტენზია,
- მუცლის ტკივილი, ეპიგასტრალური ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის ღრუს წყლულები, პირის სიმშრალე, გულისრევა,
- სისხლში ბილირუბინის დონის მომატება,
- დერმატიტი, ღამის ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, გენერალიზებული ქავილი, კანის სიმშრალე,
- ტკივილი კიდურებში,
- დიაბრომიურია, პროტეინურია,
- მენოპაუზის სიმპტომები,
- სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება,
- ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები, სხეულის წონის მომატება.
იშვიათი (1000–დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
- ეპილეფსიური კრუნჩხვების რიცხვის ზრდა ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით და ეპილეფსიით,
- ჭინჭრის ციება, ეგზემა, ერითემა, ხელის დერმატიტი, ფსორიაზი, გენერალიზებული გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ფრჩხილის ფირფიტის დაზიანებები,
- მამაკაცის სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფია (გინეკომასტია),
- ჰემიპლეგია,
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებაა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,
- სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, სისხლში კალციუმის შემცირება და სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება,
- განწყობის ცვლილებები, აგრესია, აგზნება, ტირილი, დაძაბულობის სიმპტომები, დაბნეულობა, დილით ადრე გაღვიძება, ლიბიდოს მომატება (სექსუალური ლტოლვის მომატება), დეპრესიული განწყობა, დეპრესია,
- სინკოპე, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, გაბრუებული მდგომარეობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ცუდი ხარისხის ძილი, ჩხვლეტა ან დაბუჟება,
- მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენის მომატება,
- თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას, წონასწორობის დარღვევა,
- სტენოკარდია, პალპიტაცია, ტაქიკარდია,
- თავისკენ სისხლის მოვარდნები ("ალები"),
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, ბუშტუკები პირის ღრუს ლორწოვანზე, ენის წყლულები, კუჭის მხრივ დარღვევები, ღებინება, ნაწლავის პერისტალტიკის არანორმალური ხმები, მეტეორიზმი, ნერწყვის გადაჭარბული წარმოება, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, მუცლის ღრუს მხრივ ჩივილები, კუჭის მხრივ დარღვევები, გასტრიტი,
- ართრიტი, კუნთების სპაზმი, კისრის ტკივილი, ღამის კრუნჩხვები,
- პოლიურია, ჰემატურია, ღამით შარდის შეუკავებლობა
- გახანგრძლივებული მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი), პროსტატიტი,
- დაღლილობის, მტვრევის, წყურვილის შეგრძნება,
- ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის ელექტროლიტების არანორმალური დონე, ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური შედეგები.
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით):
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია;
- სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა; თუ თქვენ განიცდით ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- გალაქტორეა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე სახის გვერდით ეფექტებს, იმ გვედითი ეფექტების ჩატვლით რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, გთხოვთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
5. როგორ ინახება მელაბიორითმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ მედიკამენტებს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მელაბიორითმი
- აქტიური სუბსტანცია არის მელატონინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ მელატონინს.
- ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
როგორ გამოიყურება მელაბიორითმი და შეფუთვის შემადგენლობა
ტაბლეტები არის მრგვალი, თეთრი, ორმხრივამოზნექილი, უგარსო ტაბლეტი.
ალ/პვქ/პვდქ ბლისტერი, მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
საერთაშორისო დასახელება - Melatonin
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.
პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და
სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს
ანტიოქსიდანტური მოქმედება
ჩვენება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ
შემთხვევებში:
უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება
რამდენიმე დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს
შემდეგი
ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების
ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.