ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, ქსანტინის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი;
ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.2 გ ნატრიუმის კოფეინის ბენზოატს;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, რძის შაქარი, კალციუმის სტეარატი,
აეროსილი.
წამლის ფორმა.
ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული
სისტემის სტიმულატორი.
ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს
დაღლილობასა და ძილიანობას. პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია
უმაღლესი ნერვული საქმიანობის სახეობაზე.
ახასიათებს დოზადამოკიდებული ეფექტები. დიდი დოზებით კოფეინმა შეიძლება
გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დაზიანება.
ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ჯანმრთელ ადამიანებში 0.1 გ კოფეინის
შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.9-5.3 სთ.
**ჩვენებები.
** ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან
ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის
დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი
ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების
სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება
ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და
ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.
უკუჩვენებები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.
**სიფრთხილე გამოყენებისას.
** ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქიკური დამოკიდებულება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრეპარატი შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოლიზურებთან, ანალგეზურებთან, ბრომიდებთან. არ არის შეთავსებადი მაო-ს ინჰიბიტორებთან. წარმოადგენს ნარკოზის, საძილე და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ანტაგონისტს.
გამოყენების წესი და დოზები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით.
პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი
დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად
ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი
– 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ჭარბი დოზის აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა,
ღებინება, კანკალი.
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.
**გვერდითი ეფექტები.
** პრეპარატის გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი) შესაძლოა განვითარდეს
უძილობა, შფოთვა, ღებინება, გულისრევა, გულისცემა.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C
ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან ან დანაყოფების გარეშე შეფუთვაში. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 1 შეფუთვა კოლოფში.
მწარმოებელი. დსს სსც “ბორსჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, ქ.კიევი, მირის ქ, 17.
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული
სისტემის სტიმულატორი.
ჩვენებები: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.
უკუჩვენებები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით.
პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი
დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად
ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი
– 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ჭარბი დოზის აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა,
ღებინება, კანკალი.
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.
შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC
ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმის 20% ხსნარი საინექციო
Caffeine-sodium Benzoate 20% solution for injection
INN:
Caffeine-sodium benzoate
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, კარდიოტონური საშუალება
ATC კოდი:
N06BC01
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 200 მგ კოფეინ-ბენზოატ
ნატრიუმს (80 მგ კოფეინი და 120 მგ ბენზოატ ნატრიუმი)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: გააჩნია ანალეპტიკური, ფსიქომასტიმულირებელი, კარდიოტონიური
მოქმედება. აგაზნებს ცნს, ამაღლებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას.
არეგულირებს და აძლიერებს აგზნების პროცესებს თავის ტვინის ქერქში. ამაღლებს
გონივრულ და ფიზიკურ შრომითუნარიანობას, ამცირებს დაღლილობას და ძილიანობას.
აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას და სიხშირეს. აფართოებს კუნთების, გულის,
თირკმლის და ბრონქების სისხლძარღვებს. პრეპარატის მოქმედება მნიშნელოვნად არის
დამოკიდებული პაციენტის ნერვული სისტემის ტიპზე, შესაბამისად დოზირება
ინდივიდუალურია.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ადვილად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და ნაწილდება
ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში. T(1/2) შეადგენს 5-10 სთ. პრეპარატის ძირითადი
ნაწილი განიცდის დემეთილირებას და იჟანგება ღვიძლში. დაახლოებით 10% გამოიყოფა
თირკმლიდან უცვლელი სახით.
ჩვენებები:
დაავადებები, რომელთაც თან სდევს ცნს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების
დათრგუნვა (ნარკოტიკული და საძილი საშუალებებით მოწამლვა, ინფექციური დაავადებები
და სხვა). გონივრული და ფიზიკური შრომითუნარიანობის დაქვეითება, შაკიკი, თავის
ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული თავის ტკივილები, ძილიანობა.
მიღების წესი და დოზირება:
ინექციები კანქვეშ.
მაქსიმალური დოზები მოზრდილებისთვის: ერთჯერადი – 0,4 გ; სადღეღამისო – 1,0 გ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ბავშვებისთვის – 0,05 გ.
გვერდითი მოქმედება:
აგზნება, შფოთვა, უძილობა, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება,
გულისრევა, ღებინება.
წინააღმდეგ ჩვენებები:
გამოხატული ართერიალური ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული
დაავადებები (მ.შ. ათეროსკლეროზი), გლაუკომა, უძილობა, ხანდაზმული ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აქვეითებს ნარკოტიკული და საძილე საშუალებების ეფექტს. აძლიერებს აცეტილსალიცილის
მჟავის, პარაცეტამოლის და სხვა არანარკოტიკული ანალგეზიურების მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები:
დოზირება უნდა ხდებოდეს პაციენტის ნერვული სისტემის ინდივიდუალური თვისებების
გათვალისწინებით. პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს
დაღლილობა, უძილობა და დეპრესია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმის მკაცრი
მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა:
1 მლ საინექციო ხსნარი ამპულაში, შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
ს/ს “ბიოფარმი”, საქართველო.
0160, გოთუას ქ. #3, თბილისი.
ტელ/ფაქსი: 225-29-56
E-მაილ: ინფო@ბიოპჰარმ.გე
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით