ტეტურამი - URAM
ტეტურამი - URAM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტეტურამი

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,15გ დისულფირამს;
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, სტეარინის მჟავა.

სამკურნალწამლო ფორმა :
ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება

** _ჩვენებები:
_** მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ტეტურამს იყენებენ როგორც ერთ-ერთ უკანასკნელ საშუალებას ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, თუ შეუძლებელია თერაპიული ეფექტის მიღწევა თერაპიის სხვა მეთოდებით (ფსიქოთერაპია, ვიტამინოთერაპია, ლაზერულ-მაგნიტური თერაპია).

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ენდოკრინული დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი), მკვეთრად გამოხატული კარდიოსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის მძიმე სისხლძარღვოვანი და ინფექციური დაავადებები დროს, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობისას, აორტის ანევრიზმის, II-IV ფუნქციონალური ჯგუფის სტენოკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებების დროს. დეკომპენსაციის სტადიაში, ეპილეფტიფორმული სინდრომების, ფილტვების ტუბერკულოზის სისხლიანი ნახველით, ახალად წარმოქმნილი ტუბერკულოზური ინფილტრატის, ბრონქული ასთმის, ფილტვების გამოხატული ემფიზემის, კუჭის სისხლმდენი წყლულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ფსიქიური დაავადებების, პოლინევრიტების, სმენის და თვალის ნერვების ნევრიტების, გლაუკომა, ავთვისებიანი სიმსივნეების, ორსულობის, იდიოსინკრაზიის დროს ტეტურამის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება თავის ტვინის ინფექციური დაზიანების და ინსულტის, ხანდაზმულებში 60 წლის ასაკის ზევით, აგრეთვე მათ ვინც დაავადებული ენდარტერიტით, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტრავმული დაავადებების, ადრე გადატანილი ტეტურამული ფსიქოზების დროს.
_
სიფრთხილე გამოყენებისას:_

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდათ, ან თუ განვითარდა არაკეთილსაიმედო რეაქციები, აუცილებელია ტეტურამის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა კონსულტაციისათვის პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება სამუშაოს წინ, რომელიც დაკავშირებულია ოპერატორულ მოღვაწეობასთან ან მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
_
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:_

თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებს აუცილებლად აცნობნეთ ამის შესახებ ექიმს.
ტეტურამით თვითმკურნალობა ნებადართული არ არის.
ტეტურამს შესწევს უნარი გააძლიეროს ანტიპირინის, ქლოზეპიდის და დიაზეპამის ეფექტები მათი მეტაბოლიზმის დათრგუნვით.
ტეტურამი აინჰიბირებს რიფამპიცინის დაჟანგვას და მის თირკმლისმიერ ექსკრეციას.
_
განსაკუთრებული მითითებები:_

ტეტურამით მკურნალობას ატარებენ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატით მკურნალობას თან ახლავს გამოხატული გვერდითი ეფექტები მას მიმართავენ მხოლოდ სხვა მკურნალობის მეთოდების მიუწვდომლობის და არაეფექტურობის შემთხვევაში. პრეპარატის დოზას შეურჩევენ ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყების წინ თქვენ ვალდებული ხართ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს არ არის უსაფრთხო და მძიმე მოწამვლისას შეიძლება თან ახლდეს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, თავის ძლიერი ტკივილი პულსაციით, მოჭერის შეგრძნებით და სუნთქვის გაძნელებით. ამგვარი მდგომარეობა მოითხოვს თქვენს დაუყოვნებლივ მიმართვას ექიმთან. ამის გაკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში დამოუკიდებლად თქვენმა ნათესავებმა ან ნაცნობებმა უნდა გამოიძახონ ექიმი.
_
გამოყენების წესი და დოზირება:
_
ტეტურამს ღებულობენ ინდივიდუალურად, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1-2ტაბ. დღეში.
მკურნალობას ატარებენ სქემით, რომელიც შემოთავაზებულია ექიმის მიერ.
_
გვერდითი ეფექტები:_

ტეტურამით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის დარღვევები გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემის, ღვიძლის ფუნქციების, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მწვავე ფსიქოზები, როლებიც წააგავს ალკოჰოლით მოწამვლას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). არასასურველი მოქმედების ან სხვა მსგავსი რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღება შევწყვიტოთ და რჩევისთვის მივმართოთ ექიმს, პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.
_
შენახვის ვადა_
:
4 წელი
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება ნებადართული არ არის.
_
შენახვის პირობები:_

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე.
_
გაცემის წესი:_
რეცეპტით.
_
შეფუთვა:
_
N10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 5 შეკვრა კოლოფში (10X5).
_
მწარმოებელი:_

“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა

საერთაშორისო დასახელება - Disulfiramum
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება

ჩვენებები:
მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ტეტურამს იყენებენ როგორც ერთ-ერთ უკანასკნელ საშუალებას ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, თუ შეუძლებელია თერაპიული ეფექტის მიღწევა თერაპიის სხვა მეთოდებით (ფსიქოთერაპია, ვიტამინოთერაპია, ლაზერულ-მაგნიტური თერაპია).

გამოყენების წესი და დოზირება:
ტეტურამს ღებულობენ ინდივიდუალურად, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1-2ტაბ. დღეში.
მკურნალობას ატარებენ სქემით, რომელიც შემოთავაზებულია ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები:
ტეტურამით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის დარღვევები გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემის, ღვიძლის ფუნქციების, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მწვავე ფსიქოზები, როლებიც წააგავს ალკოჰოლით მოწამვლას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). არასასურველი მოქმედების ან სხვა მსგავსი რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღება შევწყვიტოთ და რჩევისთვის მივმართოთ ექიმს, პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ენდოკრინული დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი), მკვეთრად გამოხატული კარდიოსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის მძიმე სისხლძარღვოვანი და ინფექციური დაავადებები დროს, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობისას, აორტის ანევრიზმის, II-IV ფუნქციონალური ჯგუფის სტენოკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებების დროს. დეკომპენსაციის სტადიაში, ეპილეფტიფორმული სინდრომების, ფილტვების ტუბერკულოზის სისხლიანი ნახველით, ახალად წარმოქმნილი ტუბერკულოზური ინფილტრატის, ბრონქული ასთმის, ფილტვების გამოხატული ემფიზემის, კუჭის სისხლმდენი წყლულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ფსიქიური დაავადებების, პოლინევრიტების, სმენის და თვალის ნერვების ნევრიტების, გლაუკომა, ავთვისებიანი სიმსივნეების, ორსულობის, იდიოსინკრაზიის დროს ტეტურამის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება თავის ტვინის ინფექციური დაზიანების და ინსულტის, ხანდაზმულებში 60 წლის ასაკის ზევით, აგრეთვე მათ ვინც დაავადებული ენდარტერიტით, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტრავმული დაავადებების, ადრე გადატანილი ტეტურამული ფსიქოზების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ტეტურამი

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება : დისულფირამი;
1 ტაბლეტი შეიცავსს 150 მგ დისულფირამს (100% და მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგმიუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ან თეთრი ფერის მოყვითალო- მომწვანო შეფერიობის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირით, დამრეცი კიდეებით (ნაზოლით) და ჭდით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ალკოჰოლური დამოკიდებულების დროს გამოყენებადი საშუალებები.
ათი კოდი N07B B01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ტეტურამი - სპეციფიკური საშუალება ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. დისულფირამის მოქმედება განპირობებულია ალკოჰოლის მეტაბოლიზმის დარღვევის უნარით. ორგანიზმში დისულფირამი გარდაიქმნება N,N-დიეტილდითიოკარბამინის მჟავად და სხვა მეტაბოლიტებად, რომლებიც ბლოკაცენ ლითონის იონებს, და ფერმენტების სულფჰიდრილურ ჯგუფებად, რომლებიც მონაწილეობენ ალკოჰოლის გაუვნებელყოფაში. ორგანიზმში ეთანოლი ექვემდებარება ჟანგვით გარდაქმნებს აცეტალდეგიდის და ძმარმჟავას ფაზის მეშვეობით. ახდენს რა ალკოჰოლის ფერმენტული ბიოტრანსფორმაციის ბლოკირებას ალკოჰოლდეჰიდროგენაზით, დისულფირამი ხელს უწყობს სისხლში აცეტალდეგიდის დაგროვებას ალკოჰოლის მიღების შემდეგ დამახასიათებელი ტოქსიკური ეფექტების განვითარებით (გულისრევა, ღებინება, კანის ჰიპერემია, სახესთან და სხეულის ზედა ნაწილში სიმხურვალის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავში ხმაური, გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა, შიშის გრძნობა, შემცივნება, არტერიული წნევის დაქვეითება და სხვა). ალკოჰოლის დანიშვნა დისულფირამის მოქმედების ფონზე იძლევა ალკოჰოლის გემოზე და სუნზე მდგრადი უარყოფითი პირობითი რეფლექსის გამომუშავების და ხანგრძლივი მკურნალობის დროს ალკოჰოლის ნაწილობრივი ან სრული აუტანლობის მიღწევის საშუალებას.

ფარმაკოდინამიკა.
პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად, მაგრამ არა მთლიანად (70-90%) აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 48 საათს. დისულფირამი სწრაფად მეტაბოლიზდება დიეთილდითიოკარბამატად აღდგენის გზით, რომელიც გამოიყოფა კონიუგატების სახით, დიეთილამინად და გოგირდნახშირბადად (4%-დან 53%-მდე). გოგირდნახშირბადი გამოიყოფა ფილტვებით.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ადიუვანტური თერაპია ალკოჰოლური დამოკიდებულების რეციდივის პრევენციისათვის.

უკუჩვენებები.
• მომატებული მგრძნობელობა დისულფირამის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან თიურამის ნაერთების მიმართ;
• გულ-სისხლძარღვთა დარღვევები;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ფსიქიკის და ქცევის დარღვევები: პიროვნების მძიმე დარღვევები, სიუციდური რისკი, ფსიქოზები;
• ეპილეფსია და ეპილეპტიფორმული სინდრომები (ალკოჰოლური ეპილეფსიის გარდა);
• სუნთქვის მძიმე უკმარისობა;
• სასმელების ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენება დისულფირამის მიღებამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ტეტურამის არარეკომენდირებული კომბინაციები:
• ალკოჰოლთან (სასმელის ან დამხმარე ნივთიერების სახით) - დისულფირამული რეაქციის განვითარება (სიმხურვალის შეგრძნება, გაწითლება, ღებინება, ტაქიკარდია). აუცილებელია ალკოჰოლური სასმელების ან სპირტის შემცველი სამკურნალო საშუალებების, კვების პროდუქტების, პარფიურმერულ-კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისაგან თავის შეკავება ორგანიზმიდან პრეპარატის სრულ გამოყოფამდე. ამ მიზნით საჭიროა ნახევრად გამოყოფის პერიოდის შესახებ მონაცემებით ხელმძღვანელობა. ასევე საჭიროა დიდი რაოდენობის პროპილენგიკოლის შემცველი სამკიურნალო საშუალებების გამოყენების თავიდან აცილება;
• იზონიაზიდთან, პარალდეგიდთან - შესაძლებელია ქცევის და მოძრაობის კოორდინაციის მწვავე დარღვევები;
• ნიტროიმიდაზოლთან (მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, სეკნიდაზოლი, თინიდაზოლი, ომეპრაზოლი) - შესაძლებელია მწვავე ტოქსიკური ფსიქოზი (თეთრი ცხელება), გონების არევა, კატატონიები, რაც არის შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ; თავიდან უნდა იქნას აცილებული მეტრონიდაზოლის გამოყენება დისულფირამით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში;
• ჰიდანტოინთან (ფენიტოინთან და, ექსტრაპოლაციის გზით, ფოსფენიტოინთან) - შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ჰიდანტოინის, მათ შორის ფენიტოინის დონის მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდა (მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად) ტოქსიკური გამოვლინებებით; თუ შეუძლებელია კობინაციის გამოყენების თავიდან აცილება, ნაჩენებია კლინიკური დაკვირვება და ფენიტოინის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში დისულფირამით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;
• ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან - ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების ალბათობა, ამიტომ საჭიროა დისულფირამთან მათი ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება.
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილით გამოყენებას:
• ვაზოდილატატორებთან. ალფა- და ბეტა-ადრენობლოკატორებთან, სიმპატომიმეტიკებთან - მოსალოდნელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები შესაძლო სერიოზული კლინიკური შედეგებით;
• ვარფარინთან და სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან - ღვიძლში მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო შესაძლებელია ანტიკოაგულანტების პლაზმური კონცენტრაციების ზრდა და ანტიკოაგულაციური ეფექტის ზრდა (სისხლდენების საშიშროება). საჭიროა პროთრომბინული დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INღ) ხშირად კონტროლირება, ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება დისულფირამით მკურნალობის პროცესში და დისულფამინის მოხსნის შემდეგ კიდევ 8 დღის განმავლობაში;
• თეოფილინთან - შესაძლებელია თეოფილინის მეტაბოლიზმის შემცირება და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ზრდა. საჭიროა თეოფილინის დოზის კორექტირება, სისხლის პლაზმაში კლინიკურ ნიშნებსა და პრეპარატის დონეზე ორიენტირებით;
• ბენზოდიაზეპინთან - შესაძლებელია სედატიური ეფექტის, გვერდითი რეაქციების პოტენცირება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ბენზოდიაზეპინების (განსაკუთრებით ქლორდიაზეპოქსიდის და დიაზეპამის) ჟანგვითი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. დიაზეპამის ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია დისულფირამ-ალკოჰოლის რეაქციის ინტენსივობის შემცირება. პოტენციურად შესაძლებელია ტემაზეპამის ტოქსიკურობის გაძლიერება. ბენზოდიაზეპინების დოზირება უნდა იქნას კორექტირებული, კლინიკურ ნიშნებზე ორიენტირებით;
• ბარბიტურატებთან, მორფინთან, პენტიდინთან - ძლიერდება მითითებული ნივთიერებების თერაპიული ეფექტი და გვერდითი რეაქციები სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციების მომატების შედეგად, ვითარდება ტოქსიკური რეაქციები;
• ბუსპირონთან - პოტენციურად შესაძლებელია ფსიქიკური დარღვევების (მანიის) აღნიშვნა;
• ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (დეზიპრამინი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი) - შესაძლებელია ალკოჰოლის აუტანლობის გაძლიერება, ანტაბუსური რეაქციის პოტენცირება, ტვინის მწვავე ორგანული სინდრომის განვითარება; რეკომენდირებულია პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი;
• პიმოზიდთან - შესაძლებელია ტვინის ორგანული სინდრომის და ქორეოათეტოზის პოტენცირება;
• ფენოთიაზინის წარმოებულებთან (მათ შორის პერფენაზინი, ქლორპრომაზინი), მაო-ს ინჰიბიტორებთან - სამკურნალწამლო ურთიერთქმედებებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი (მათ შორის ფსიქოზური რეაქციების, არტერიული ჰიპოტენზიის გაძლიერება);
• ქლორზოქსაზონთან - იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ;
• კოკაინთან - დისულფირამს შეუძლია მისი მეტაბოლიზის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კოკაინის კონცენტრაციის ნიშვნელოვანი ზრდა და კოკაინის კარდიოვასკულარული გვერდითი რეაქციების რისკის ზრდა, მათ შორის Qთ ინტერვალის გახანგრძლივება;
• კოფეინთან - დისულფირამის და კოფეინის მაღალი დოზების გამოყენება ზრდის გულ- სისხლძარღვოვანო რეაქციების და აგზნების რისკს. საჭიროა კოფეინის შემცველი პრეპარატების და პროდუქტების გამოყენების კონტროლირება;
• ასკორბინის მჟავასთან - ასკორბინის მჟავას მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება შეუშალოს დისულფირამ-ალკოჰოლის რეაქციებს;
• რიფამპიცინთან - დისულფირამი თრგუნავს რიფამპიცინის თირკმლისმიერ ეკსკრეციას.
ორვალენტიანი კატიონების შემცველი ანტაციდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დისულფირამის აბსორბცია. ანალოგიურად რკინის მარილების მაღალი დოზები ბლოკავენ აბსორბციას.

ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე.
დისულფირამმა შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრას (მნიშვნელობების ზრდა).
დოსულფირამი რამდენადმე ამცირებს ვანილილნუშისებრი მჟავას ეკსკრეციას შარდით, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელი შეუშალოს ფეოქრომოციტომის დიაგნოსტიკას.
დისულფირამს შეუძლია ჰომოვანილინის მჟავას კონცენტრაციის ზრდა შარდში ბეტა- დოფამინჰიდროქსილაზას ინჰიბირების შედეგად.

გამოყენების თავისებურებანი.
გამოყენების თავისებურებანი, დაკავშირებული მხოლოდ დისულფირამთან.
იყო შეტყობინებები მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის შემთხვევების შესახებ, რაც იწვევდა ღვიძლის ტრანსპლანტაციას ან ლეტალურ დასასრულს.
ასთენიის, ანორექსიის, გულისრევის, ღებინების, აბდომინალური ტკივილის ან სიყვითლის გაჩენის, შარდის გამუქების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის კლინიკური გამოკვლევის ჩატარება, ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების შეფასების ჩათვლით (“გვერდითი რეაქციები”).
გამოყენების თავისებურებანი, დაკავშირებული დისულფირამ-ალკოჰოლის კომბინაციასთან.
პაციენტი აუცილებლად უნდა იქნას გაფრთხილებული სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დისულფირამული რეაქციის განვითარების რისკის შესახებ, იშვიათ შემთხვევებში - ლეტალური დასასრულით, პრეპარატის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, უმნიშვნელო რაოდენობითაც კი, და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევისას მკურნალობის დასრულებამდე 2 კვირით ადრე (იხ. ნაწილი - “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”, “გვერდითი რეაქციები”).
პაციენტები ყურადღებით უნდა იყვნენ სპირტის შემცველობასთან დაკავშირებით სხვა სამკურნალო საშუალებებში (განსაკუთრებით პერორალურ ხსნარებში) ან საკვებ პროდუქტებში, ასევე პარფიურმერულ-კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა გაპარსვის შემდეგ ლოსიონები, პირის გამოსავლები სითხე, პარფიუმი.
დისულფირამული რეაქცია (სიმპტომები: სისხლის მოწოლა, ერითემა. გულისრევა, ღებინება, საერთო შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, ტაქიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია) ვითარდება 10 წუთის განმავლობაში ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების გამოყენების შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთი და უფრო მეტ ხანს.
რეაქციები ალკოჰოლის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დისულფირამით მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. დარეგისტრირებული იყო უფრო მძიმე რეაქციები: გულის არითმიები, სტენოკარდიის შეტევები, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, მიოკარდის ინფარქტი, სასუნთქი ფუნქციის დათრგუნვა, ნევროლოგიური მოვლენები (ცნობიერების არევა, ენცეფალოპათია, კრუნჩხვები), უეცარი ლეტალური დასასრული.
არ არის რეკომენდირებული დისულფირამის გამოყენება შემდეგ ნივთიერებებთან:
• სპირტიან სასმელებთან და სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა შემადგენლობაში შედის სპირტი;
• იზონიაზიდთან;
• მეტრონიდაზოლთან;
• ფენიტოინთან, ფოსფენიტოინთან (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები”).
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებული დაწესებულების (სტაციონარი, სამედიცინო ცენტრი, პოლიკლინიკა და ა.შ.) პირობებში, სადაც არის კვალიფიცირებული პერსონალი პრეპარატთან მუშაობის გამოცდილებით.
დისულფირამის გამოყენებას შეიძლება ახლდეს გამოხატული გვერდითი ეფექტები, ამიტომ მას უნდა მივმართოთ მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების მიუწვდომლობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში.
დისულფირამით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტის სათანადო (ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზები) გამოკვლევის შემდეგ და თერაპიისადმი უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტს აუცილებლად უნდა განემარტოს თერაპიის არსი და მკურნალობის პერიოდში აეკრძალოს ალკოჰოლის გამოყენება.
პრეპარატი არასოდეს არ უნდა დაენიშმოს პაციენტებს მათი საქმის ყურში ჩაყენების გარეშე და ნასვამ მდგომარეობაში.
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა აბსინენტური მოვლენების მთლიანად ლიკვიდირება, დეზინტოქსიკაციური, ზოგადგამაჯანსაღებელი, სიმპტომატური თერაპიის კურსის ჩატარება. სასურველია რაციონალური ფსიქოთერაპიის ჩატარება.
პრეპარატის შეყვანამდე 1-3 დღით ადრე რეკომენდირებულია საძილე საშუალებების, ტრანკვილიზატორების, ანტიდეპრესანტების და ნეიროლეპტიკების მთლიანად მოხსნა.
ღვიძლის ფუნქციონალური სინჯები, მათ შორის სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის განსაზღვრა, უნდა ჩატარდეს დისულფირამით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”) და შემდგომში დროის ტოლი შუალედით, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში. სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება, რომელიც 3 ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, მოითხოვს დისულფირამით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შემდგომი განახლების გარეშე. საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვების განხორციელება ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დისულფირამი პაციენტებში ნიკელის დერმატიტით/ეგზემით, ჰეპატიტის გაჩენის მომატებული რისკის გამო.
დისულფირამის მიღებისას პაციენტებმა არტერიული ჰიპერტენზიით სათანადოდ უნდა მოახდინონ არტერიული წნევის კონტროლი, რეკომენდირებულია დოზის შემცირება.
დისუფირამი სიფრთილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ჰიპოტირეოიდიზმით, შემთხვევითი დისულფირამინული რეაქციის განვითარეის შესაძლებლობის გამო.
არ არის რეკომენდირებული დისულფირამის გამოყენება ორსულობის პერიოდში, სტადიის მიუხედავად, და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში”).

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ დაადასტურა დამაჯერებელი შედეგები, კლინიკური კვლევების მონაცემები კი არ არის საკმარისი. ამიტომ არ არის რეკომენდირებული დისულფირამის გამოყენება როგორც ორსულობის პერიოდში, მისი ვადების მიუხედავად, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგი საშუალებებს.
დისულფირამული რეაქციის განვითარებას ალკოჰოლთან ერთდროულად გამყენებისას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები ნაყოფისათვის.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობითი დარღვევები, გონების არევა, ძილიანობა.

გამოყენების წესი და დოზირება.
რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავების შემდეგ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში სპეციალიზირებულ დაწესებულებაში ექიმების მიერ მისი გამოყენების გამოცდილებით.
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის. მოზრდილებში იყენებენ დილით, საუზმის დროს, დოზებში 150-450 მგ დღეში 7-10 დღე.
მკურნალობის დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ ატარებენ პირველ დისულფირამ-ალკოჰოლურ სინჯს: დილით პრეპარატის 450-750 მგ დოზით მიღების შემდეგ პაციენტი ღებულობს 20-30 მლ არაყის ან ეტილის სპირტის 40%-ან ხსნარს, ან სხვა შესაბამის ალკოჰოლურ სასმელს. სუსტი რეაქციის დროს ალკოჰოლის დოზას შემდგომი სინჯების ჩატარებისას ზრდიან 10-20 მლ-ით, მაქსიმალური დოზა - 100-120 მლ. განმეორებით სინჯებს ახორციელებენ სტაციონარის პირობებში 1-2 დღის შემდეგ, ამბულატორიულ პირობებში - 3-5 დღის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობის კურსს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს.
ბავშვები.
არ არსებობს ბავშების სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.

ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: დისულფირამით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური გართულებები როგორიცაა ენცეფალოპათია, ცნობიერების დარღვევები, როგორიცაა ცნობიერების არევა, კომა, კონვულსია, შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომები.
დისულფირამით ჭარბმა დოზირებამ ალკოჰოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს კომა ან ცნობიერების არევის სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ხანდახან ნევროლოგიური გართულებებით.
მკურნალობა: სიმპტომატური.

დისულფირამთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები.
ნერვული სისტემა და ფსიქიკური დარღვევები: პერიფერიული ნეიროპათიები, ნევრიტები, მათ შორის მხედველობითი ნერვის ნევრიტი, პოლინევრიტები, ჩვეულებრივ ქვედა კიდურების; ფსიქონევროლოგიური დარღვევები (მათ შორის მეხსიერების გაუარესება/დაკარგვა, გონების არევა, დეზორიენტაცია, პარანოია), ასთენია, თავის ტკივილი, ძილიანობა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება (ჩვეულებრივ მკურნალობის დასაწყისში). ხანდახან შეიძლება განვითარდეს ენცეფალოპათია, კრუნჩხვები/ეპილეპტიმორფული შეტევები, კატატონია, როგორც წესი შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას.
ფსიქონევროლოგიური რეაქციები ჩვეულებრივ ჩნდებოდა მაღალი დოზების (500 მგ/დღეში მეტი), მეტრონიდაზოლთან ან იზონიაზიდთან (ტოქსიკურობის პოტენცირება) გამოყენების ფონზე, პაციენტებში ალკოჰოლის მოხსნის სინდრომით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: პირში ლითონის ან ნიორის გემოს შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან (გალიტოზი), არასასიამოვნო სუნი პაციენტებში კოლოსტომით, მადის დაკარგვა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ ჩნდება პირველი ორი კვირის განმავლობაში, ქრება სპონტანურად თერაპიის გაგრძელებით ან დოზის შემცირებით.
ჰეპათობილიარული სისტემა: ტრანსამინაზების, ბილირუბინის დონის გაზრდა, იყო შეტყობინებები სიყვითლის, ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ (ძირითადად ციტოლიზური), ხანდახან ეოზინოფილიით, გამონაყარით კანზე; მძიმე შემთხვევები დაკავშირებული იყო ფულმინანტურ ჰეპატიტთან, ღვიძლის ნეკროზთან, ღვიძლის უკმარისობასთან, რომლებიც ხანდახან საჭიროებდნენ ღვიძლის ტრანსპლანტაციას ან იწვევდნენ ლეტალურ დასასრულს. ჰეპატიტის ზოგიერთი შემთხვევები ჩნდებოდა პაციენტებში ნიკელის ეგზემით. დისულფირამის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ღვიძლის ფუნქციის გაუარესებისას (იხ. ნაწილი “გამოყენების თავისებურებანი).
კანი და კანქვეშა ქსოვილები: ალერგიული დერმატიტები, ქავილი, გამონაყარი კანზე, მათ შორის აკნეს მაგვარი, მაკულოპაპულოზური. პაციენტებში სენსიბილიზაციით ტეტრამეთილტიურამის დისულფიდის მიმართ, რომელიც არის რეზინის ნაკეთობებში, შესაძლებელია ჯვარედინი მგრძნობელობა დისულფირამის მიმართ. იყო შეტყობინებები მულტიმორფული ერითემის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემთხვევების შესახებ. ლიბიდოს, პოტენციის დაქვეითება, ერექტილური დისფუნქცია.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელბის რეაქციები.
დისულფირამის და ალკოჰოლის კომბინაციასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (დისულფირამ-ალკოჰოლური რეაქციები).
შეიძლება აღინიშნოს ორ კვირამდე დისულფირამის მიღების შეწყვეტის შემდეგ და ახასიათებს:
• სახის და კისრის ზონის ინტენსიური ვაზოდილატაცია, იწვევს რა ერითემას, სისხლის მოზღვავებას, პულსაციის შეგრძნებას თავსა და კისერში; ჰიპერთერმია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, წყურვილის შეგრძნება, ქავილი, ჭინჭრის ციება, შფოთვა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არამკაფიო მხედველობა, დისპნოე, პალპიტაცია, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ჰიპერვენტილაცია;
• უფრო მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის დათრგუნვა, ტკივილი გულმკერდის არეში, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, შთ სეგმენტის დეპრესია, არითმია, სტენოკარდიის შეტევები, სინკოპე, ტუჩების, ფრჩხილების ციანოზი, მიოკრადის ინფარქტი, გულ- სისხლძარღვთა უკმარისობა, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ნევროლოგიური გართულებები (ცნობიერების არევა, გონების დაკარგვა, თავის ტვინის შეშუპება, სისხლჩაქცევები თავის ტვინის გარსებში, ჰემორაგიული ინსულტი, ენცეფალოპათია, კრუნჩხვები/ეპილეპტიფორმული შეტევები), კომა, უეცარი ლეტალური დასასრულით. იშვიათი გართულებები მოიცავენ არტერიულ ჰიპერტენზიას, ბრონქოსპაზმს, მეტჰემოგლობინემიას.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში; 1 ან 5 ბლისტერი ყუთში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება “სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი “ბორშაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქ.17.

ბოლო გადახედვის თარიღი. 19.05.2017

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით