ინგალიპტი-N - INGALIPT-N
ინგალიპტი-N - INGALIPT-N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი: ბალონში 30 მლ მოცულობით.

1 ფლ.

სულფანილამიდი ხსნადი .....................750 მგ

სულფატიზოლის ნატრიუმი...................750 მგ

თიმოლი .........................................15 მგ

ევკალიპტის ზეთი .................................15 მგ

პიტნის ზეთი ...............................15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინჰალიპტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს აეროზოლის სახით, რომელიც შეიცავს ხსნად ნორსულფაზოლს და სტრეპტოციდს, თიმოლს, ევკალიპტისა და პიტნის ზეთს. ინჰალიპტს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

ინჰალიპტი გამოიყენება ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, აფტოზური და წყლულოვანი სტომატიტები.

დოზირების რეჟიმი:

ინჰალიპტი გამოიყენება ადგილობრივად ლორწოვან გარსზე შესხურების გზით.

გამოყენების წინ ფლაკონს აშორებენ დამცავ სარქველს, რომელიც უკეთდება შეფუთვაში არსებულ გამოსასხურებელ საშუალებას, აფიქსირებენ თითის მეშვეობით და 1-2 წმ-ის განმავლობაში შეისუნთქავენ პირის ღრუში. გამოყენებისას ბალონი უნდა გვეჭიროს აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში. პრეპარატის შესხურების წინ საჭიროა პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება. დაზიანებული პირის ღრუს ზედაპირზე: (ეროზია, წყლული) არსებული ნეკროზული ნადები რეკომენდებულია ფრთხილად მოვიცილოთ ტამპონის მეშვეობით.

შესხურება წარმოებს დღეში 3-4-ჯერ; პრეპარატს აჩერებენ პირის ღრუში 5-7 წთ-ის განმავლობაში. ყოველი მანიპულაციის შემდეგ რეკომენდებულია სარქველის გასუფთავება და სუფთა წყლიან ჭიქაში მოთავსება.

უკუჩვენებები:

*ინჰალაპტის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია სულფანილამიდებისა და ეთერზეთების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 3-35C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა