დიბაზოლი 1% საინექციო ხსნარი - DIBAZOL 1% solution for injection
დიბაზოლი 1% საინექციო ხსნარი - DIBAZOL 1% solution for injection

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორები, პერიფერიული სხვა ვაზოდილატატორები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დიბაზოლის ხსნარი 1%

S o l u t i o D i b a z o l i

გენერიული დასახელება : Bendazol **(**Dibazolum)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება.
ATC- კოდი: CO4AX
ფორმა : საინექციო ხსნარი ამპულებში
შემადგენლობა : ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 10მგ დიბაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები : ეთილის სპირტი, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა და საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი, სპაზმოლიზური საშუალება. გლუვ კუნთებში ამცირებს თავისუფალი კალციუმის შემცვლელობას და იწვევს მათ მოდუნებას. აძლიერებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას (ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქნას, ფაგოციტოზს და ინტერფერონების სინთეზს). ააქტიურებს ნეირონთშორისო კონტაქტებს ზურგის ტვინში.
ფარმაკოკინეტიკა : კუნთში შეყვანისას ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 30-60 წუთში, ხოლო ინტრავენური შეყვანისას 15-20 წუთში. მოქმედების ხანგრძლივობა 2-3 სთ. ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები : პრეპარატს იყენებენ ჰიპერტონული კრიზების და არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავებული მიმდინარეობის შემთხვევაში, აგრეთვე შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზირება : ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციები. პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მას წინასწარ ანზავებენ 10-15მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 3-5წთ განმავლობაში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის: 20მგ დიბაზოლი (2მლ პრეპარატის 1% ხსნარი), ხოლო სადღეღამისო: 30-40მგ (3-4მლ). მკურნალობის კურსი 8-14 დღე. 5-12 წლამდე ბავშვებისთვის დღეღამეში 2,5-10მგ დიბაზოლი.
უკუჩვენებები : დაავადებები, რომელთაც თან ახლავთ კუნთების ამაღლებული ტონუსი ან კრუნჩხვითი სინდრომი. პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობიელობა.
გვერდითი მოვლენები : გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: შესაძლებელია ელექტრო-კარდიოგრამის მაჩვენებლების გაუარესება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია.
ორსულობა და ლაქტაცია : ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან : დიბაზოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების მოქმედებას. ასუსტებს ანაპრილინის მოქმედებას. ფენტოლამინი აძლიერებს დიბაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები : პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მიზაშეწონილი არ არის ხანდაზმული პაციენტებისთვის. მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
atc ა: რეკომენდირებულზე მნიშვნელოვნად დიდი დოზების მიღებისას შეიმჩნევა: თავბრუხვევა, გულისრევა, ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობა სიმპტომატიური.
შენახვის პირობები: არანაკლებ +50C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა : 3 წელი.
გამოშვების ფორმა : 1მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი : (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა: ხსნარი 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიბაზოლი (ბენდაზოლი)10მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა 0,1 საინექციო წყალი 1მლ-მდე.

ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ჰიპერტონული კრიზების და არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავებული მიმდინარეობის შემთხვევაში, აგრეთვე შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთების სპაზმების დროს ნერვული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები. ჰიპერტონული კრიზების კუპირებისთვის შეიყვანება ვენაში ან კუნთში 3-5მლ 1% ხსნარი (30-40მგ). არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას ნაჩვენებია კუნთში შეყვანა 2-3მლ 1% პრეპარატის (20-30მგ) 2-3ჯერ დღეში მკურნალობის კურსი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება, გულის მიდამოში ტკივილი; მშრალი ხველა, სურდო, სუნთქვის გართულება; სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, სახის გაწითლება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. დაავადება მიმდინარე კუნთების ტონუსის შესუსტებით, კრუნჩხვითი სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით; ჰიპოტენზია; ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით; კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით; შაქრიანი დიაბეტი.
დოზის გადაჭარბება: გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დიბაზოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების მოქმედებას. ასუსტებს ანაპრილინის მოქმედებას, ფენტოლამინი აძლიერებს დიბაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექნაიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტომობილის მართვისა და რთულ მექნიზმებთან მუშაობისას.

სამკურნალო ფორმა: 10მგ-მლ საინექციო ხსნარი.

აღწერა: გამჭირვალე, უფერო სითხე სპეციფიური სუნით.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საერთაშორისო დასახელება**:**

BENDAZOL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:**

ვაზოდილატაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1% ამპულაში 10 მლ , შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ბენდაზოლი ........................... 10 მგ 50 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვაზოდილატაციური საშუალება; ხასიათდება ჰიპოტენზიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, ასტიმულირებს ზურგის ტვინს, გააჩნია ზომიერი იმუნომასტიმულირებელი აქტიობა. შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ახდენს უშუალო სპაზმოლიტურ მოქმედებას. აადვილებს სინაპსურ გადაცემებს ზურგის ტვინში. იმუნოსტიმულაციური აქტიობა დაკავშირებულია ცამფ–ისა და ცგმფ–ის თანაფარდობითი კონცენტრაცისს რეგულაციასთან, რაც იწვევს მომწიფებული სენსიბილიზებული Tდა B ლიმფოციტების პროლიფერაციას, ურთიერთმარეგულირებელი ფაქტორის სეკრეციას მათ მიერ, კოოპერატიულ რეაქციას და უჯრედის საბოლოო ეფექტური ფუნქციის აქტივაციას.

ახასიათებს ხანმოკლე (2–3სთ) და ზომიერი ჰიპოტენზიური ეფექტი, კარგი ამტანობა. იწვევს ტვინის სისხლძარღვების ხანმოკლე გაფართოებას და ამიტომ უფრო მეტად ნაჩვენებია ტვინში ადგილობრივად სისხლისმიმოქცევის დარღვევით განპირობებული (ცერებრალური არტერიის სკლეროზი) ტვინის ჰიპოქსიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიისას.

ჩვენებები:

  • პერიფერიული არტერიების სპაზმი: კორონაროსპაზმი, არტერიალური ჰიპერტენზია (მათ შორის ჰიპერტონული კრიზი);
  • შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის და ღვიძლის ჭვალი;
  • პოლიომოელიტის ნარჩენი მოვლენები, სახის ნერვის პერიფერიული დამბლა, პოლინევრიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერტონული კრიზი – ვენაში ან კუნთში – 3–4 მლ 1% ან 6–8 მლ 0.5% ხსნარი;

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას კრიზის გარეშე – 2–4 მლ 1% ან 4–8 მლ 0.5% ხსნარი 2–3–ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:

არტერიული ჰიპერტენზიისას არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობა, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა; სიფრთხილით გამოიყენება მოხუცებში.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქცია. მაღალ დოზებში გამოყენებისას – სიცხის შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იცავს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის მომატებისგან, განპირობებულს არასელექტიური ბეტა– ადრენობლოკატორებით.

აძლიერებს ჰიპოტენზიური და დიურეზული სამკურნალო საშუალებების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ფენტოლამინი აძლიერებს ბენდაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიბაზოლი 1% 1მლ #10ა(ბიოფ)
  • სახელი: დიბაზოლი 1% 1მლ #10ა(ბიოფ)
  • მწარმოებელი: BIOPHARM JSC (საქართველო)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/მლ) 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10
Aversi 1.98 ლ
დიბაზოლი ხსნარი საინექციო 1% 1მლ ამპულა #10
  • სახელი: დიბაზოლი ხსნარი საინექციო 1% 1მლ ამპულა #10
  • მწარმოებელი: BIOPHARM JSC (საქართველო)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/მლ) 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10
Pharmadepot 2 ლ

GPC 2 ლ
DIBAZOL - დიბაზოლი 1% 1მლ 10 ამპულა
  • სახელი: DIBAZOL - დიბაზოლი 1% 1მლ 10 ამპულა
  • შეფუთვა: 1% (10მგ/მლ) 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10
PSP 1.98 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით