ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
აქტიური ინგრედიენტები:
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი 10 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
Rocuronii bromidum
ამ წამლის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან
სხვა ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს
ანასთეზიოლოგს ან სხვა ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო მოვლენას, რომელიც არ
არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.
რა არის ამ ფურცელში
1.რა არის როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი და რისთვის გამოიყენება იგი
2.რა უნდა იცოდეთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის მიღებამდე
3.როგორ უნდა მიიღოთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5.როგორ უნდა შეინახოთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1)რა არის როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი და რისთვის გამოიყენება იგი
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი მიეკუთვნება იმ მედიკამენტთა ჯგუფს, რომელსაც
ეწოდება კუნთების რელაქსანტები.
ისინი გამოიყენება ოპერაციის დროს, როგორც ზოგადი ანესთეზიის ნაწილი. ოპერაციის დროს, თქვენი კუნთები სრულად მოდუნებული უნდა იყოს. ეს უადვილებს ქირურგს ოპერაციის ჩატარებას.
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი გამოიყენება, თუ თქვენ გიტარდებათ ანესთეზია, ტრაქეაში მილის ჩადგმის გასაადვილებლად, ხელოვნური ვენტილაციის მიზნით (სუნთქვის მექანიკური ხელშეწყობა).
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი ასევე გამოიყენება სარეანიმაციო განყოფილებებში კუნთების მოდუნებულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.
2)რა უნდა იცოდეთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის მიღებამდე
თქვენ არ უნდა მიიღოთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი:
თუ გაქვთ ალერგია როკურონიუმის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
(ჩამოთვლილი მე-6 სექციაში).
უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ წამლის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ანესთეზიოლოგს:
თუ გაქვთ ალერგია კუნთების რელაქსანტების მიმართ;
თუ გაქვთ თირკმლის, გულის, ვასკულარული, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე
გზების დაავადებები;
თუ თქვენ გაქვთ დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ნერვებსა და
კუნთებზე;
თუ გაქვთ სითხის შეკავება(შეშუპება);
თუ გაქვთ ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ისტორია (მოულოდნელი ცხელება აჩქარებული
გულისცემით, გახშირებული სუნთქვით და გაშეშებით, ტკივილით და/ან სისუსტით
კუნთებში).
უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერი თქვენ გეხებათ.
ზოგიერთ მდგომარეობას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის ეფექტებზე, მაგალითად:
კალციუმის დაბალი დონე სისხლში;
კალიუმის დაბალი დონე სისხლში;
მაგნიუმის მაღალი დონე სისხლში;
ცილის დაბალი დონე სისხლში;
ჭარბი რაოდენობის ნახშირმჟავა სისხლში;
სხეულიდან ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვა, მაგალითად, ავადმყოფობით, დიარეით
ან ოფლდენით;
ხშირი სუნთქვა, რომელიც იწვევს სისხლში ნახშირმჟავის ზედმეტად შემცირებას
(ალკალოზი);
ზოგადი დაავადება;
დამწვრობა;
ძალიან ჭარბი წონა (სიმსუქნე);
ძალიან დაბალი სხეულის ტემპერატურა (ჰიპოთერმია).
თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ნებისმიერი, ანესთეზიოლოგი ამას
გაითვალისწინებს თქვენთვის როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის სწორი დოზის
შერჩევისას.
ბავშვები და ხანდაზმულები
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი შეიძლება გამოყენებული იყოს ბავშვებში (ახალშობილსა და მოზარდებში) და ხანდაზმულებში, მაგრამ თქვენმა ანასთეზიოლოგმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს თქვენი სამედიცინო ისტორია.
სხვა წამლები და როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს ან ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი. ეს მოიცავს წამლებს ან მცენარეულ პროდუქციას, რომელიც ურეცეპტოთ იყიდეთ. როკურონიუმის ბრომიდ კალცექსს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სხვა წამლებზე, ან სხვა წამლებს შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა მასზე.
წამლები, რომლებიც ზრდიან როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის ეფექტს:
გარკვეული ანტიბიოტიკები;
გარკვეული წამლები გულის დაავადების ან სისხლის მაღალი წნევის დროს (წყლიანი
ტაბლეტები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები და ქინიდინი);
ზოგი ანთების საწინააღმდეგო წამალი (კორტიკოსტეროიდები);
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების სამკურნალო წამლები(ბიპოლარული აშლილობა);
მაგნიუმის მარილები;
გარკვეული წამლები, რომლებიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ.
წამლები, რომლებიც აქვეითებენ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის მოქმედებას:
ეპილეფსიის სამკურნალო გარკვეული წამლები;
კალციუმის ქლორიდი და კალიუმის ქლორიდი;
ზოგიერთი პროტეაზის ინჰიბიტორები (გაბექსატი და ულინასტატინი).
გარდა ამისა, შესაძლებელია თქვენ მიიღოთ სხვა წამლებიც ოპერაციამდე ან ოპერაციის
დროს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის ეფექტები.
მაგალითად, ზოგიერთი ანესთეტიკები, კუნთების სხვა რელაქსანტები, წამლები,
როგორიცაა ფენიტოინი, და წამლები, რომლებიც ახდენენ როკურონიუმის ბრომიდი
კალცექსის ეფექტის უკუქცევას. როკურონიუმის ბრომიდ კალცექსს შეუძლია დააჩქაროს
ზოგიერთი ანესთეტიკების მოქმედება. თქვენი ანესთეზიოლოგი გაითვალისწინებს ამას
თქვენთვის როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის სწორი დოზის შერჩევისას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
ორსულობა
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევების დროს არ გამოვლენილა უარყოფითი ეფექტი. თუმცა, არ არსებობს კლინიკური მონაცემები როკურონიუმის ბრომიდის გამოკვლევებზე ორსულ ქალებში. მაშასადამე, როკურონიუმის ბრომიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ორსულ ქალებში.
საკეისრო კვეთა
ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა როკურონიუმის ბრომიდის გამოყენება საკეისრო კვეთის დროს. გამოვლინდა, რომ საკეისრო კვეთის დროს როკურონიუმის ბრომიდი დოზით - 0,6 მგ/კგ სხეულის მასის შეიძლება უსაფრთხოდ გამოვიყენოთ და იგი არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ბავშვზე.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან, სანამ არ გეტყვიან, რომ შეგიძლიათ მათი მართვა ან მათთან მუშაობა. ვინაიდან როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი მიიღება ზოგადი ანესთეზიის ნაწილის სახით, თქვენ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა მიღებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში. თქვენი ანესთეზიოლოგი დაგარიგებთ, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეფექტები.
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამედიცინო პროდუქცია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ- ში, ასე რომ იგი, შეიძლება ითქვას, ძირითადად არის „ნატრიუმის გარეშე“.
3)როგორ უნდა იყოს მიღებული როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
დოზა
თქვენი ანესთეზიოლოგი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის დოზას შემდეგ საფუძველზე:
ანესთეზიიის ტიპი;
ოპერაციის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;
თქვენს მიერ მიღებული სხვა წამლები;
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ნორმალური დოზა წარმოადგენს 0,6 მგ/კგ სხეულის მასის, ხოლო მისი ეფექტი გრძელდება
30-40 წუთის განმავლობაში.
როგორ მიიღება როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
როკურონიუმის ბრომიდ კალცექსს დაგინიშნავთ თქვენი ანესთეზიოლოგი. როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი მიიღება ინტრავენურად (ვენაში), ერთჯერადი ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის (წვეთებით) სახით.
თუ მიიღეთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის საჭიროზე მეტი დოზა
ვინაიდან თქვენი ანესთეზიოლოგი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, ნაკლებად შესაძლებელია, რომ მოგეცემათ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსის ჭარბი დოზა. თუმცა, თუ ეს მოხდება, თქვენი ანესთეზიოლოგი გადაგიყვანთ ხელოვნურ სუნთქვაზე (ვენტილაცია), სანამ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად სუნთქვას. თქვენ ძილში იქნებით ამ შემთხვევის დადგომისას.
ამ წამლის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
4)შესაძლებელი გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები,
თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოჩნდა,
სანამ ხართ ანესთეზიის ქვეშ, მათ ნახავს და სათანადო მკურნალობას ჩაატარებს
თქვენი ანესთეზიოლოგი.
უჩვეულო გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში):
წამალი მეტისმეტად ეფექტურია, ან არ არის საკმარისად ეფექტური;
წამალი მოქმედებს მოსალოდნელზე მეტი ხნის განმავლობაში;
სისხლის წნევის დაქვეითება;
გულისცემის აჩქარება;
ტკივილი ინექციის ადგილას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ადამიანიდან
1-ში):
ალერგიული (გადამეტებული მგრძნობელობის) რეაქციები (როგორიცაა გაძნელებული
სუნთქვა, ცირკულაციის კოლაფსი და შოკი);
ხიხინი გულმკერდში;
კუნთების სისუსტე;
გასიება, გამონაყარი ან სიწითლე კანზე.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს, ან თქვენ შეამჩნევთ
ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში,
შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს.
გვერდითი მოვლენების მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლინების შემთხვევაში დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი
გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით თქვენ დაგვეხმარებით მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა შეინახოთ როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი:
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ.
შენახვა მაცივრის გარეშე
როკურონიუმის ბრომიდი ასევე შეიძლება შეინახოთ მაცივრის გარეშე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში, რის შემდეგ იგი უნდა გადააგდოთ. პროდუქცია არ უნდა იყოს ჩადებული უკან მაცივარში, თუ მას ერთხელ მაინც გამოიღებთ. შენახვის პერიოდმა არ უნდა გადააჭარბოს ვარგისობის ვადას.
განზავებული პროდუქცია
საინფუზიო ხსნარებთან განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას ნაჩვენები იქნა 72 საათის განმავლობაში 30 °C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, გამოსაყენებელ ვადასა და პირობებზე გამოყენებამდე პასუხს აგებს მომხმარებელი, ეს ვადა ჩვეულებისამებრ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2-8°C-ზე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ დაბინძურების ხილულ ნიშნებს (მაგ. ნაწილაკები).
არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე და ყუთზე „EXP“-ს გვერდით მოცემული ვარგისობის ვადის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ, ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს როკურონიუმის ბრომიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ როკურონიუმის ბრომიდს.
თითო ფლაკონი 5 მლ ხსნარით შეიცავს 50 მგ როკურონიუმის ბრომიდს.
სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, გაყინული
ძმარმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალს.
როგორ გამოიყურება როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ან მოყვითალო საინექციო/საინფუზიო ხსნარი
შეფუთვის ზომა:
როკურონიუმის ბრომიდი კალცექსი ხელმისაწვდომია 10 ფლაკონიან შეფუთვაში, რომლებიც შეიცავს 5 მლ ხსნარს.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით