სპაზმატონი - SPAZMATON
სპაზმატონი - SPAZMATON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო საშუალებები, სინთეზური ანტიქოლინერგული საშუალებები ანალგეზურებთან კომბინაციაში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
მეტამიზოლის ნატრიუმის მარილი ....... 500 მგ
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ............. 5 მგ
ფენპივერინის ბრომიდი ........................... 0.1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, როგორიცაა:
თირკმლის ჭვალი;
შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის სპაზმები;
ქოლელითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმები;
პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
ქრონიკული კოლიტი;
დისმენორეა;
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილი;
როგორც დამატებით საშუალებას იყენებენ ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს;
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის სახით სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, იშიალგიის და მიალგიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, სითხესთან ერთად.
პრეპარატის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 5 დღეს.
პრეპარატის დღეღამური დოზის გაზრდა ან მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ;
  • ტაქიარითმია;
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
  • ჰემატოლოგიური დაავადებები;
  • გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდოგენაზის დეფიციტი;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითბები:
პრეპარატი გავლენას ახდენს ფსიქომოტორული რეაქციებზე, რის გამოც იგი სიფრთხილით ენიშნებათ ალკოჰოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატებთან ერთად.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ჰიპოტონია.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით