ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ლოზატენზი H (Lozatenz H) 50 მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლოსარტანი + ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას
შინაარსი:
რა არის ლოზატენზი H და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლოზატენზი H -ის მიღებამდე
ლოზატენზი H -ის მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ლოზატენზი H -ის შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია
ლოზატენზი H არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.
ლოზატენზი H გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ.
არ მიიღოთ ლოზატენზი H:
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზ H -თან დაკავშირებით. ლოზატენზი H -ის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ლოზატენზი H არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხილეთ პუნქტი: ორსულობა და ლაქტაცია).
ლოზატენზი H-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:
- აგფ ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები.
- ალისკირენი.
მკურნალ ექიმს შეუძლია რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ.: კალიუმი). იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოზატენზი H “.
სხვა სამკურნალო საშუალებების, მცენარეული ან საკვები დანამატების მიღება
აცნობეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი.
შარდმდენებმა, როგორიცაა ლოზატენზი H-ის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლოროთიაზიდი, შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად ლოზატენზი H-ის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეიძლება სიფრთხილის ზომების მიღება გახდეს საჭირო (მაგ.სისხლის ანალიზები), თუ ღებულობთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილებს ან კალიუმის დამზოგველ პრეპარატებს, სხვა დიურეტიკებს (შარდმდენები), ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდიგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რითმის მარეგულირებელ და ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (პერორალურად მისაღები პრეპარატები ან ინსულინი).
ექიმმა ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ თქვენ იღებთ:
მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები: თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხილეთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოზატენზი H“ და „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზ H-თან დაკავშირებით“).
აგრეთვე აცნობეთ მკურნალ ექიმს ლოზატენზი H -ით მკურნალობის შესახებ, თუ აპირებთ რენდგენის გადაღებას იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებებით.
ლოზატენზი H -ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელის მიღება: ალკოჰოლმა და ლოზატენზი H-ს ტაბლეტებმა შესაძლებელია გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.
საკვები მარილის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ლოზატენზი H -ს ტაბლეტების გვერდითი ეფექტი.
ლოზატენზი H -ს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს ლოზატენზი H -ით მკურნალობას თქვენს დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზი H -ით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია:
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ბავშვის გამოკვებას დედის რძით. ლოზატენზი H -ით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში და თქვენი მკურნალი ექიმი შეგირჩევთ სხვა მედიკამენტს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმის გამოყენება
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის საწყის ეტაპზე არ შეიძლება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას (მაგალითად ავტომანქანის ან სხვა საშიში მექანიზმების მართვა), სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოზატენზი H -ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ლოზატენზი H შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 4.24მგ (ან 0.108mEq) კალიუმს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ან იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ კალიუმის მიღებას.
ლოზატენზი H ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს ლოზატენზი H-ის შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობთ თუ არა სხვა პრეპარატებით. მნიშვნელოვანია, რომ ლოზატენზი H-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.
ლოზატენზი H-ის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს ლოზატენზ H 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზი H 50მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს ლოზატენზი HD 100მგ/25 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტით დღიურად (უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის ლოზატენზი H 50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან ლოზატენზი HD 100მგ/25 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტი.
ლოზატენზი H-ის დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხევვაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რათა დროულად დაიწყოს სამედიცინო ჩარევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, პულსის შენელება, სისხლის მაჩვენებლის ცვლილება ან გაუწყლოება.
ლოზატენზი H-ის დოზის გამოტოვება
ლოზატენზი H-ის მიიღება ყოველდღიურად ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების სქემის შესაბამისად.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზი H-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზი H ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10,000 -დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირი ( შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
არახშირი ( შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში ):
იშვიათი( შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში ):
უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ლოზატენზი H შეფუთვაზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღბიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ლოზატენზი H
აქტიური ნივთიერებებია ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოსარტანის კალიუმს და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტებია:
ლოზატენზი H-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები დაფასოებულია 30-ტაბლეტიან შეფუთვაში.
ყველა სახის შეფუთვა არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს „ ნიუ ფარმ გრუპი“ („New Pharm Group “)
საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.#18
მწარმოებელი:
Bluepharma -Indústria Farmacêutica, SA,
პორტუგალია, კოიმბრა , 3045-016, საო მარტინო დო ბისპო.
საერთაშორისო დასახელება - losartan+hydrochlorothiazide
ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოზატენზი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.
მიღება :
ლოზატენზი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა)
მკურნალობისთვის .
ლოზატენზის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს
ლოზატენზ 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის
განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზის 50მგ/12,5
მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტით
ყოველდღიურად ( უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 აბი ლოზატენზის
50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული
ტაბლეტი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა ყველას არ უვლინდება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზით მკურნალობა უნდა
შეწყვიტოთ და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო
დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან
ყელის შეშუპება , რამაც სეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც გამოვლინდება 1-ზე
მეტ პაციენტში ყოველი 10,000 -დან და 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 1,000
პაციენტიდან.
ორსულობა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ
მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს ლოზატენზით მკურნალობას თქვენს
დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას
გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული
ორსულობის დროს და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც
აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
საერთაშორისო დასახელება - losartan+hydrochlorothiazide
ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოზატენზი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.
მიღება :
ლოზატენზი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა)
მკურნალობისთვის .
ლოზატენზის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს
ლოზატენზ 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის
განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზის 50მგ/12,5
მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტით
ყოველდღიურად ( უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 აბი ლოზატენზის
50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული
ტაბლეტი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა ყველას არ უვლინდება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზით მკურნალობა უნდა
შეწყვიტოთ და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო
დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან
ყელის შეშუპება , რამაც სეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც გამოვლინდება 1-ზე
მეტ პაციენტში ყოველი 10,000 -დან და 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 1,000
პაციენტიდან.
ორსულობა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ
მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს ლოზატენზით მკურნალობას თქვენს
დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას
გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული
ორსულობის დროს და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც
აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით