პანზინორმი 10 000 - Panzynorm 10 000
პანზინორმი 10 000 - Panzynorm 10 000

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - PANCREATIN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტული პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1 დრაჟე პანკრეატინი ..... 250 მგ
მინიმალური ფერმენტული აქტივობით:
ამილაზა ................ 3500 FIP ერთეული;
ლიპაზა ................ 4300 FIP ერთეული;
პროტეაზას ........... 200 FIP ერთეული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პანკრეატინი წარმოადგენს ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ პრეპარატს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას, რომლებიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლისათვის.
დრაჟეს ფორმით წარმოებულ პანკრეატინს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა, ვინაიდან იგი იხსნება უკვე 12-გოჯა ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს ფერმენტების ოპტიმალურ მოქმედებას.

ჩვენებები:
კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციის მსუბუქი ფორმის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დეფეკაციის სიხშირეზე. ფეკალური მასის მოცულობასა და კონსისტენციაზე.

ჩვეულებრივ პანკრეატინი ინიშნება 1-2 დრაჟეს ოდენობით ჭამის დროს და დამატებით კიდევ 1 დრაჟე.

შუადღისას საკვების მიღებისას ხანდახან უნიშნავენ 3 დრაჟეს, რომლის დროსაც იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე წყლის მიყოლებით.

სტეატორეის შემცირების მიზნით ჭამის დროს შესაძლებელია 3 დრაჟეზე მეტის მიღება, მაგრამ გულისრევის, ღებინების ან ყაბზობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

უკუჩვენებები:

  • ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • მწვავე პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პანკრეატინთან ერთად შესაძლებელია გამოვიყენოთ H2-ბლოკატორები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ Mg2+ და Ca2+-ის იონებს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კუჭის წვენის სეკრეცია.
♦ პანკრეატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფოლატების კონტროლი, განსაკუთრებით H2-ბლოკატორებისა და ბიკარბონატების გამოყენებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფოლატების გამოყენება.
♦ დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, იგი არ უნდა დავღეჭოთ და პირის ღრუში დიდი ხნით არ უნდა გავაჩეროთ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პანზინორმი

panzynorm ** **

10 000


სავაჭრო დასახელება

** **პანზინორმი 10 000

     panzynorm 10 000

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

** **მულტიენზიმი ( multienzymes)

წამლის ფორმა

კაფსულები

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება : ღორის პანკრეატინი ენზიმური აქტივობით :

ლიპაზები : 10000 ერთ Ph. Eur.

ამილაზები 7200 ერთ Ph. Eur.

პროტეაზები 400 ერთ Ph. Eur.

დამხმარე ნივთიერებები : მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი - ეთილაკრილატი (1:1), ტრიეთილციტრატი ,ტალკი , სიმეტიკონი .

კაფსულის გარსი : ტიტანის დიოქსიდი ( E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი .

აღწერილობა : მყარი , გაუმჭირვალე ჟელატინის კაფსულები , რომლებიც გრანულებითაა ავსებული ,დაფარული აპკისებრი გარსით , არასწორი ფორმის , ბეჟი - ყავისფერი ფერის , დამახასიათებელი სუნით .კაფსულის კორპუსი და სახურავი თეთრი ფერისაა .


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება . კოდი ATX [A09AA02].


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პანზინორმ 10 000- ის კაფსულები აკომპენსირებენ კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის უკმარისობას .აჩქარებენ საჭმლის მონელებას და თავიდან აცილებენ საჭმლის მონელების დარღვევის კლინიკურგამოვლინებებს . აქტიური ფერმენტები გამოთავისუფლდება წვრილ ნაწლავში - მათი მოქმედებისუშუალო ადგილას . კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის უკმარისობით გამოწვეული საჭმლისმონელების დარღვევის მკურნალობისას , შედარებით მნიშვნელოვანია ლიპაზის მაღალი აქტივობა .ლიპაზა ახდენს ცხიმების ჰიდროლიზს ცხიმოვან მჟავებამდე და გლიცერინამდე , უზრუნველყოფს მათიდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას . ამილაზა ახდენს ნახშირწყლების ჰიდროლიზს დექსტრინებამდედა შაქრებამდე , ხოლო პროტეაზა ხლეჩს ცილებს . პანზინორმი 10 000 ხელს უწყობს საკვების ყველაძირითადი კომპონენტის უფრო მეტად შეწოვას და აუმჯობესებს პაციენტის კვებას . პრეპარატი თავიდანაცილებს ან ამცირებს სტეატორეის და წამლის მონელების დარღვევის სხვა სიმპტომების განვითარებას .

პანკრეატინს შეუძლია ტკივილის შემცირება ქრონიკული პანკრეატიტისას . ეს ეფექტი ალბათგანპირობებულია პროტეაზების მოქმედებით , რომლებიც თრგუნავენ კუჭქვეშა ჯირკვლის საკუთარიფერმენტების მოქმედებას .

ფარმაკოკინეტიკა

პანკრეასის ფერმენტები - ნატურალური ნივთიერებებია , რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებასდა ათვისებას . აპკისებრი გარსი , რომელსაც შეიცავს კაფსულა , იცავს აქტიურ ფერმენტებს კუჭის მჟავეგარემოს ზემოქმედებისაგან . გარსისაგან ფერმენტების გამოთავისუფლება ხდება წვრილ ნაწლავში .პანკრეასის ფერმენტები , ისევე როგორც ყველა ცილები , ძირითადად ინაქტივირდებიან და იხლიჩებიანნაწლავებში აუტოლიზის და პროტეოლიზის შედეგად . პრეპარატით მიღებული ფერმენტების მცირეროდენობა გამოიყოფა განავლით .


მიღების ჩვენებები

კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა ( ქრონიკული პანკრეატიტი ,მუკოვისციდოზი და სხვ .). კუჭის , ნაწლავების , ღვიძლის , ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით -დისტროფიული დაავადებები , ამ ორგანოების რეზექციის , ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები ,რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა , მეტეორიზმი , დიარეა ( კომბინირებულითერაპიის შემადგენლობაში ).


მიღების წესი და დოზირება

კაფსულებს ყლაპავენ მთლიანად , დაუღეჭავდ , საკმაო რაოდებობის წყლის დაყოლებით .

დოზა ისაზღვრება ინდივიდუალურად . მკურნალობას იწყებენ მინიმალური დოზებით : 1 ან 2 კაფსულა 3ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღებისას . პრეპარატის მიღება შესაძლებელია აგრეთვე მსუბუქისაუზმისას . თუ მიღებული დოზა არ არის საკმარისი საჭმლის მონელების დარღვევების აღმოსაფხვრელად, შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა . საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის მიღება ,განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში . ბავშვებში , ჩვეულებრივ ეფექტურია პრეპარატისუმცირესი დოზები .


გვერდითი მოვლენები

პანზინორმი 10 000 იშვიათად იწვევს არასასურველ ეფექტებს . მათი წარმოქმნისას საჭიროა პრეპარატისმიღების შეწყვეტა .

იმუნური სისტემის მხრივ :

შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები , კერძოდ კანზე გამონაყარი და ქავილი ;ასევე შესაძლოა სასუნთქი გზების ობსტრუქცია .

კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრივ :

შეიძლება განვითადეს გულისრევა , ღებინება , მუცლის ტკივილი , შეკრულობა ან დიარეა , პირის ანანალური ხვრელის გარშემო კანის გაღიზიანება , განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას.

მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღებისას (10 000 ერთPh. Eur. ლიპაზა / კგ სხეულის მასაზე დღე - ღამეში ) იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა სტრიქტურისგანვითარება ილიოცეკალურ ნაწილში და კოლინჯში ( ფიბროზული კოლინოპათია ). მუცელში ტკივილისწარმოქმნის ან გაძლიერებისას საჭიროა ფიბროზული კოლინოპათიის გამორიცხვა .

სხვა :

ჰიპერურიკემია , ჰიპერურიკოზურია , ფოლის მჟავის დეფიციტი .

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ , ან ღორისცილისადმი . მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება . ბავშვები მუკოვისციდოზით15 წლის ასაკამდე .

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მუკოვისციდოზისას პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღებისას (10 000 ერთ Ph. Eur. ლიპაზა /კგ სხეულის მასაზე დღე - ღამეში ) იშვიათად შესაძლებელია ილიოცეკალურ არეში , ან მსხვილი ნაწლავისასწვრივ ნაწილში სტრიქტურის განვითარება ( ფიბროზული კოლინოპათია ). თუ პანზინორმ 10 000- ისკაფსულის მიღებისას გაჩნდა ნაწლავური გაუვალობის ნიშნები , საჭიროა ფიბროზული კოლინოპათიისგამორიცხვა . ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის .

ორსულობა და ძუძუთი კვება :

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პანკრეატინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კლინიკურიმონაცემები არ არის . კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები არ შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან .ორსულებს და მეძუძურ დედებს შეუძლიათ პრეპარატის გამოყენება , მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .

გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე

არ არის დადგენილი პრეპარატის გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისშესაძლებლობაზე .

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პანკრეასის ფერმენტები თრგუნავენ ფოლის მჟავის შეწოვას . ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებისერთდროული მიღებისას ( მაგ . ბიკარბონატები ან ციმეტიდინი ), ან პანკრეატინის მაღალი დოზებითხანგრძლივი მკურნალობისას , რეკომენდირებულია სისხლის შრატში ფოლატების დონის პერიოდულიკონტროლი და / ან დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღება .

პანკრეატინმა შესაძლოა შეამციროს აკარბოზის და მიგლიტოლის ეფექტურობა .

მჟავა გარემოსადმი მდგრადი პანზინორმ 10 000 კაფსულებში არსებული პალეტები იშლება თორმეტგოჯანაწლავში . თუ თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსს აქვს ძალიან მჟავე გარემო , ფერმენტები შეიძლებაარადროულად გამონთავისუფლდნენ . იმ პრეპარატების ერთდროული მიღება , რომლებიც ამცირებენკუჭში მარილმჟავის სეკრეციას ( ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორები ან პროტონული ტუმბოსინჰიბიტორები ), ზოგიერთ პაციენტში იძლევა პანზინორმ 10 000- ის დოზის შემცირების შესაძლებლობას .

პანკრეატინმა შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა , თუმცა ამ მოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არარის დადგენილი .


დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : გულისრევა , ღებინება , დიარეა , ჰიპერურიკემია და ურიკოზურია , პერიანალურ ნაწილშიკანის გაღიზიანება ; მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში იშვიათად ვითარდება ფიბროზულიკოლონოპათია .

მკურნალობა : პრეპარატის მიღების შეწყვეტა , კარგი ჰიდრატაცია და სიმპტომატური თერაპია .


შენახვის პირობები

შეინახეთ ტენისგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 300 C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .


ვარგისიანობის ვადა

3 წელი .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .


აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტის გარეშე ).


შეფუთვა

ბლისტერში 7 კაფსულა . 3, 8 ან 12 ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .


მწარმოებელი

კრკა , дд , ნოვო მესტო

შმარიეშკა ჩესტა , 6, 8501 ნოვო მესტო , სლოვენია

საერთაშორისო დასახელება - PANCREATIN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტული პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1 დრაჟე პანკრეატინი ..... 250 მგ
მინიმალური ფერმენტული აქტივობით:
ამილაზა ................ 3500 FIP ერთეული;
ლიპაზა ................ 4300 FIP ერთეული;
პროტეაზას ........... 200 FIP ერთეული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პანკრეატინი წარმოადგენს ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ პრეპარატს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, ლიპაზას და პროტეაზას, რომლებიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლისათვის.
დრაჟეს ფორმით წარმოებულ პანკრეატინს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა, ვინაიდან იგი იხსნება უკვე 12-გოჯა ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს ფერმენტების ოპტიმალურ მოქმედებას.

ჩვენებები:
კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციის მსუბუქი ფორმის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დეფეკაციის სიხშირეზე. ფეკალური მასის მოცულობასა და კონსისტენციაზე.

ჩვეულებრივ პანკრეატინი ინიშნება 1-2 დრაჟეს ოდენობით ჭამის დროს და დამატებით კიდევ 1 დრაჟე.

შუადღისას საკვების მიღებისას ხანდახან უნიშნავენ 3 დრაჟეს, რომლის დროსაც იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე წყლის მიყოლებით.

სტეატორეის შემცირების მიზნით ჭამის დროს შესაძლებელია 3 დრაჟეზე მეტის მიღება, მაგრამ გულისრევის, ღებინების ან ყაბზობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

უკუჩვენებები:

  • ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • მწვავე პანკრეატიტი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პანკრეატინთან ერთად შესაძლებელია გამოვიყენოთ H2-ბლოკატორები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ Mg2+ და Ca2+-ის იონებს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კუჭის წვენის სეკრეცია.
♦ პანკრეატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფოლატების კონტროლი, განსაკუთრებით H2-ბლოკატორებისა და ბიკარბონატების გამოყენებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფოლატების გამოყენება.
♦ დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, იგი არ უნდა დავღეჭოთ და პირის ღრუში დიდი ხნით არ უნდა გავაჩეროთ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა