პერინამ დენკი 4/5მგ - Perinam Denk 4/5mg
პერინამ დენკი 4/5მგ - Perinam Denk 4/5mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Perindoprilum+Amlodipinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხის ბლოკატორი + აგფ ინჰიბიტორი

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილი + ამლოდიპინი
პერინამ დენკის შემადგენლობა
პერინამ დენკ 4/5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 4/10 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 8/5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 6.68 მგ პერინდოპრილის) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).
პერინამ დენკ 8/10 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტურია 6.68 მგ პერინდოპრილის) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), გლიცეროლის დიბეჰენატი, უწყლო კალციუმის წყალბადის ფოსფატი, ტრეჰალოზას დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
გამოყენება
პერინამ დენკი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია) და/ან სტაბილური კორონარული არტერიის დაავადების სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც გულის მომარაგება სისხლით მცირდება ან იბლოკება).
პაციენტები, რომლებიც ცალ-ცალკე ტაბლეტებიდან იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს, შესაძლებელია პერინამ დენკის ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს ორივე ნივთიერებას.
პერინამ დენკი არის ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია.
პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მათი ერთდროული მოქმედებით მიიღწევა სისხლძარღვების გააფართოება და მოდუნება ისე, რომ სისხლი უფრო ადვილად გაედინება და გულს უნარჩუნდება ნორმალური სისხლის მიმოქცევა.

მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, გადასამოწმებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით, სასურველია მიღება მოხდეს ყოველ დღე ერთიდაიგივე დროს, დილით, კვების წინ. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისთვის შესაფერის დოზას. ჩვეულებრივ, ეს არის დღეში ერთი ტაბლეტი. პერინამ დენკი ჩვეულებრივ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე.

გვერდითი ეფექტები
მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, ყველა ადამიანში არ ვლინდება.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს გამოუვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
- უეცარი ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება,
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება,
- ენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,
- კანის მხრივ მწვავე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელს სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, აქერცლილი ან შეშუპებული კანი, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები,
- ძლიერი თავბრუსხვევა ან გულისრევა,
- გულის შეტევა, უჩვეულოდ გახშირებული არ არანორმალური გულის ცემა, ან ტკივილი მკერდის არეში,
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდი შეგრძნება.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პერინამ დენკი ტაბლეტი 4მგ+5მგ #30
  • სახელი: პერინამ დენკი ტაბლეტი 4მგ+5მგ #30
  • შეფუთვა: 4მგ + 5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
Pharmadepot 12.32 ლ