უფსარინ უფსა c ვიტამინით - UPSARIN UPSA with vitamin c
უფსარინ უფსა c ვიტამინით - UPSARIN UPSA with vitamin c

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს :

აცეტილსალიცილის მჟავა – 330 მგ .

ასკორბინის მჟავა – 220 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : გლიცინი , გაუწყლოებული ლიმონმჟავა , ნატრიუმის ბენზოატი , ნატრიუმისჰიდროკარბონატი , პოვიდონი .

აღწერილობა

თეთრი ბრტყელ - ცილინდრული ტაბლეტები ნაზოლით და ჭდით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი .

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია , რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით .

აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ , სიცხის დამწევ , ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ,დაკავშირებულს 1 და 2 ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვასთან , აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ;თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას .

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა - აღდგენითი პროცესების რეგულაციაში , ნახშირწყლოვანცვლაში , სისხლის შედედებაში , ქსოვილების რეგენერაციაში და ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობისამაღლებას .

ტაბლეტის უფსარინ უფსა C ვიტამინით წყალში გახსნისას წარმოიქმნება ბუფერული ხსნარი , რომელიც პრეპარატისმიღების შემდეგ მოქმედ ნივთიერებას ინარჩუნებს გახსნილ მდგომარეობაში , ხელს უშლის კუჭის მჟავე გარემოშიმოხვედრილ პრეპარატს გადავიდეს ისევ არახსნად ფორმაში და განაწილდეს მდგრადი ნაწილების სახით მისკედლებზე . ამის შედეგად უზრუნველყოფილია პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვა , ასევე აცეტილსალიცილისმჟავას ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით მისი უკეთესი ამტანობა .

ჩვენება **: **

სხვადასხვა წარმოშობის სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი მოზრდილებში ( თავის ტკივილი ,კბილის ტკივილი , შაკიკი , ნევრალგია , გულმკერდის ფესვის სინდრომი , კუნთების და სახსრების ტკივილი ,ტკივილი მენსტრუაციის დროს ).

სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივებისა და სხვა ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს .

უკუჩვენება :

  • მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას , სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოპრეპარატების და პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები ( გამწვავების ფაზაში ); სისხლდენა კუჭ -ნაწლავიდან ;
  • ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები ;
  • “ ასპირინული ასთმა ”;
  • ჰემორაგიული დიათეზი ( ჰემოფილია , ვილებრანდის დაავადება , ტელეანგიოექტაზია , ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენიური პურპურა );
  • აორტის განშრევებადი ანევრიზმა ;
  • პორტალური ჰიპერტენზია ;
  • ვიტამინ K დეფიციტი ;
  • გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი , ფენილკეტონურია ;
  • ორსულობა (I და III ტრიმესტრი ), ლაქტაციის პერიოდი ;

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის **15 **წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსული ინფექციით გამოწვეულიმწვავე რესპირატორული დაავადებებით **, **რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო ( ენცეფალოპათია დაღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია თირკმლის მწვავე უკმარისობით ).

** **სიფრთხილით **– **ჰიპერურიკემია , ურატული ნეფროლითიაზი , ნიკრისი , კუჭისა და / ან 12- გოჯა ნაწლავისწყლულოვანი დაავადება ( ანამნეზში ), დეკომპენსირებული გულის უკმარისობა

** **მიღების წესი და დოზები

პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში .

შინაგანად , მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში : 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3- ჯერ დღეში ;მაქსიმალური დრიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს .

ხანდაზმული ადამიანები : 1 ტაბლეტი მიიღება 4- ჯერ დღეში ; მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდააღემატებოდეს 4 ტაბლეტს .

მიღების წესი : ტაბლეტი / ტაბლეტები იხსნება ჭიქა (200 მლ ) წყალში ან წვენში .

მიღების სიხშირე და დრო : პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათისა .პრეპარატის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის უეცარი მატება და ამცირებსტკივილის ინტენსივობას .

პრეპარატი **, **როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ( ექიმის კონსულტაციის გარეშე **) **არ უნდა გამოვიყენოთ 5****დღეზე მეტ ხანს **, **ხოლო სიცხის დამწევის სახით **3 **დღეზე მეტ ხანს .

** **გვერდითი მოვლენები

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით გამოირჩევა .

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები :

  • ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე , ბრონქოსპაზმი , კვინკეს შეშუპება ;
  • ჰაფტენური მექანიზმის საფუძველზე “ ასპირინული ” ტრიადა ( ბრონქული ასთმა , ცხვირის და ცხვირისსინუსების მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავას და პირაზოლინის რიგის პრეპარატებისაუტანლობა );
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – გულისრევა , ღებინება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , დიარეა (ფაღარათი ); სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან (“ ყავის ნალექის ” მსგავსი ღებინება ), “ კუპრისფერი ”განავალი ); მადის დაქვეითება , ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება ;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა ;
  • თრომბოციტოპენია , ანემია , ლეიკოპენია , ჰიპერბილირუბინემია ;
  • ჰემორაგიული სინდრომი ( სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან ), სისხლის შედედების დროისგახანგრძლივება .

C ვიტამინის მაღალმა დოზებმა (1 გ - ზე მეტი ) ავადმყოფებში გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ,შეიძლება გამოიწვიოს შარდ - კენჭოვანი დაავადება , ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზი ( ერითროციტების დაშლა ).

გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და აცნობოთ ამისშესახებ მკურნალ ექიმს .

** **ჭარბი დოზირება ( აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული )

სიმპტომები : მოწამვლა ადრეულ სტადიაზე – ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა , თავრუსხვევა ,ძლიერი თავის ტკივილი , გასტრალგია , ყურებში ხმაური , სმენის დაქვეითება , მხედველობის დარღვევა ,გულისრევა , ღებინება , ქოშინი . მოგვიანებით ვითარდება ძილიანობა , კრუნჩხვები , ანურია , ცნობიერებისდაქვეითება კომამდე , სუნთქვის უკმარისობა , წყალ - ელექტროლიტური ცვლის დარღვევა .

მკურნალობა : მოწამვლის ნიშნების გამოვლენისას – ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა , გააქტივებულინახშირის ან საფაღარათო საშუალებების მიღება და ექიმის რეკომენდაცია . მკურნალობა უნდა ჩატარდესსპეციალიზირებული განყოფილების პირობებში .

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოთრექსატის ტოქსიურობას , ნარკოტიული ანალგეტიკების , სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების , პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების , ჰეპარინის ,არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების , თრომბოლიტიკების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ,სულფანილამიდების ( მათ შორის კო - თრიმოქსაზოლის ), ტრიოდთირონონის და რეზერპინის მოქმედებას ; ამცირებსურიკოზული პრეპარატების ( ბენზბრომარონი , სულფინპირაზონი ), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების( სპირონოლაქტონი , ფურასემიდი ) ეფექტს .

გლიკოკორტიკოსტეროიდები , ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები ზრდიან დამაზიანებელ ეფექტს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე და სისხლდენის რისკს .

აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის , ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციასსისხლის პლაზმაში .

მაგნიუმის და / ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები აფერხებს და ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავასშეწოვას .

ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებში .

განსაკუთრებული მითითებები :

რეკომენდებული დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან , რამაც შესაძლოაგამოიწვიოს ნიკრისის გამწვავება .

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის საერთო და განავლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციისპერიოდული კონტროლი .

ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ანელებს სისხლის შედედებას , ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდეაუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ .

ბავშვებს არ უნდა დაენიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები , ვინაიდან ვირუსული ინფექციისშემთხვევაში , იზრდება რეიეს სინდრომის წარმოქმნის რისკი . რეიეს სინდრომის სიმპტომებია – ხანგრძლივი ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია , ღვიძლის გადიდება .

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ასკორბინის მჟავას , მაქსიმალური დღიური დოზისგადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით , არ გამოიყენოთ პრეპარატი ამ აქტიურ ნივთიერებების შემცველ სხვაპრეპარატებთან კომბინაციაში .

მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები ( კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისგანვითარების რისკი ). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში , ძუძუთი კვებაუნდა შეწყდეს . ავადმყოფებმა , რომლებიც იცავენ უმარილო ან ნაკლებად მარილიან დიეტას , უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 485 მგ ნატრიუმს .

გამოშვების ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები . 10 ც ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით .

შეფუთვაში 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები :

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ , მშრალ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა

2 წელი .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

გაცემის წესი :

გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი ).

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა