კლოტრი-დენკი 1% კრემი - Clotri-Denk 1% Cream
კლოტრი-დენკი 1% კრემი - Clotri-Denk 1% Cream

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზურები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: კლოტრიმაზოლი

ფარმაკოლოგიური თვისება: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენება: დერმატოფიტებით, საფუარით, ობით, მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექციების, ათლეტის ფეხის, კანისა და
კანის ნაკეცების სოკოვანი დაავადების, ფრჩხილის სოკოვანი დაავადების, სოკოვანი გამონაყარი), საზარდულის
ნაკეცების ანთების და ხახუნით გამოწვეული კანის ანთების დროს. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

უკუჩვენება: კლოტრიმაზოლის კრემი არ გამოიყენება კლოტრიმაზოლის ან ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ
მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სიფრთხილის მიზნით, იგი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი: თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, კრემი თხელ ფენად ედება
დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ და შეიზილება.

გვერდითი მოვლენები : შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები, მაგალითად წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : კლოტრი-დენკ 1% კრემი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენის ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) ეფექტურობას.

შემადგენლობა
1 გრ კრემი შეიცავს 10 მგ კლოტრიმაზოლს, 10 მგ ბენზილის სპირტს.
კრემი ასევე შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრიმაზოლს ძირითადად გააჩნია ფუნგოციდური მოქმედება.
არსებული სამეცნიერო ინფორმაციის თანახმად, კლოტრიმაზოლის სოკოს საწიმააღმდეგო ეფექტი გაპირობებულია ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დაინჰიბირებით. რადგან ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოს მემბრანის შემადგენენელ კომპონენტს, სოკოს უჯრედში არსებული ციტოპლაზმის ერგოსტეროლის დახარჯვის შედეგად ძირითადი ცვლილებები ხდება მემბრანის შემადგენლობასა და თვისებებში. ამის გამო იზრდება მემბრანის განვლადობა, რაც საბოლოოდ იწვევს უჯრედის ლიზისს.
გადრა ამისა, კლოტრიმაზოლის ფუნგოსტატური კონცენტრაცია აფერხებს მიტოქონდრიისა და პეროქსისომის ფერმენტებს. შედეგად, წყალბადის პეროქსიდაზის კონცენტრაცია იზრდება ტოქსიკურ დონემდე, რაც სავარაუდოდ იწვევს ნეკროციტოზს (`წყალბადის პეროქსიდის თვითმონელება~)
in vitro და in vivo, კლოტრიმაზოლს გააჩნია ფართო სპექტრის მოქმედება დერმატოფიტების, სოკოების, ობის და დიმორფული სოკოების წინააღმდეგ. ხელსაყრელ ლაბორატორიულ პირობებში, ასეთი ტიპის სოკოებისთვის MHჩ შეადგენს არა უმეტეს 0,062 – 4 (-8) მგ/მლ სუბსტრატს.
ანტიფუნგალური მოქმედების გარდა, (ენტეროკოკების გამოკლებით) კლოტრიმაზოლი ასევე აინჰიბირებს კორინებაქტერიებსა და გრამ-დადებით ჩხირებს in vitro, კონცენტრაციით _ 0,5 – 10 მგ/მლ სუბსტრატი, ხოლო ტრიქომონას წინააღმდეგ მოქმედებს კონცენტრაციით _ 100 მგ/ მლ.
რეზისტენტობის მხრივ, კლოტრიმაზოლი ხასიათდება დადებითად:
პირველადად რეზისტენტული სოკოს ტიპები ძალიან იშვიათია, ხოლო მგრძნობიარე სოკოების მეორადი რეზისტენტობა თერაპიულ პირობებში ძალიან იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა
ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კრემის დერმალურადAდა ვაგინალურად გამოყენების შემდეგ შეიწოვება კლოტრიმაზოლის დოზის 2% ან 3-10%-ზე ნაკლები. პლაზმაში მისი საბოლოო პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10 ნგ-ზე ნაკლებს და არ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ ან გვერდით ეფექტებს.
კლოტრიმაზოლი ღვიძლში განიცდის დაჟანგვასა და იმიდაზოლის რგოლის დეგრადაციას (დეამინირებას, ო-დეალკილირებას), რის შედეგადაც მიიღება არაეფექტური ჰიდროქსი დერივატივები, რომლებიც ძირითადად ნაღველის საშუალებით გამოიყოფა განავალთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, კლოტრი-დენკ 1% კრემი თხელ ფენად ედება დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3-ჯერ და გულდასმით შეიზილება.
კარგი შედეგის მისაღებად კრემი გამოიყენება რეგულარულად და საკმარისი ხანგრძლივობით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის მასშტაბზე და ადგილმდებარეობაზე. კარგი შედეგის მისაღებად მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მწვავე ანთებითი პროცესის ან სუბიექტური ჩივილების ჩაცხრობისთანავე, არამედ უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ოთხი კვირა მაინც. პიტყრიასის ვერსიცოლორ ძირითადად იკურნება 1-3 კვირაში, ხოლო ერითრაზმა _ 2-4 კვირაში. ათლეტის ფეხის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გახანგრძლივდეს სიმპტომების გაქრობიდან დაახლოებით ორი კვირა, ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ყოველი დაბანის შემდეგ ფეხი, განსაკუთრებით კი ფეხის თითებს შორის არსებული ადგილები უნდა გამშრალდეს გულდასმით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები, მაგალითად წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
კლოტრი-დენკ 1% კრემი არ გამოიყენება კლოტრიმაზოლის ან ცეტოსტეარილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. სიფრთხილის მიზნით, იგი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლოტრი-დენკ 1% კრემი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენის ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 2-30oC ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ტუბში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება გახსნიდან 1 წლის განმავლობაში.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კლოტრი-დენკი 1% 20გ კრემი
  • სახელი: კლოტრი-დენკი 1% 20გ კრემი
  • მწარმოებელი: C.P.M. ContractPharma GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
Aversi 6.86 ლ
კლოტრი დენკი კრემი 1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: კლოტრი დენკი კრემი 1% 20გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 5.56 ლ
კლოტრი დენკი კრემი 1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: კლოტრი დენკი კრემი 1% 20გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
GPC 5.72 ლ
Clotri-denk - კლოტრი-დენკი კრემი 1% 20გ
  • სახელი: Clotri-denk - კლოტრი-დენკი კრემი 1% 20გ
  • მწარმოებელი: C.P.M. ContractPharma GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
PSP 4.8 ლ
Clotri-denk - კლოტრი-დენკი კრემი 1% ტუბი 20გ
  • სახელი: Clotri-denk - კლოტრი-დენკი კრემი 1% ტუბი 20გ
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
PSP 5.17 ლ