ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაქცინები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
თანდართული საინფორმაციო ფურცელი - ინფორმაცია პაციენტისათვის
ინფლუვაკი ტეტრა, კუნთში და კანქვეშ შესაყვანი სუსპენზია წინასწარ შევსებულ ერთჯერადი გამოყენების 0,5 მლ შპრიცში
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ინაქტივირებული (ზედაპირული ანტიგენი)
სამკურნალო პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რომელიც ხელს უწყობს
უსაფრთხოების შესახებ ახალი მონაცემების სწრაფ გამოვლენას. ეს საშუალებას
მოგვცემს, მოკლე დროში გამოვავლინოთ ახალი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ.
თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, შეგვატყობინონ ნებისმიერი
სავარაუდო არასასურველი რეაქციების შესახებ.
** პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ თანდართული საინფორმაციო ფურცელი,
რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას**
შეინახეთ თანდართული საინფორმაციო ფურცელი. შესაძლოა კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ მისი
წაკითხვა.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
პრეპარატი განკუთვნილია სწორედ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს.
მას შეუძლია ამ ადამიანებისათვის ზიანის მიყენება, მაშინაც კი, თუ მათი
დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ
შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი თანდართული საინფორმაციო ფურცლის
მე-4 პუნქტში.
თანდართული საინფორმაციო ფურცლის შინაარსი
რას წარმოადგენს პრეპარატი ინფლუვაკი ტეტრა და რისთვის იყენებენ მას.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას მიღებამდე.
პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას მიღება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას შენახვა.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პრეპარატი ინფლუვაკი ტეტრა
ინფლუვაკი ტეტრა არის ვაქცინა. ეს ვაქცინა გეხმარებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს
გრიპისაგან თავის დაცვაში, განსაკუთრებით გრიპის გართულებების განვითარების
მომატებული რისკის არსებობისას. ინფლუვაკი ტეტრა ენიშნებათ მოზრდილებსა და 6
თვიდან ასაკის ბავშვებს. ინფლუვაკ ტეტრას გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ
ოფიციალური რეკომენდაციები.
თუ ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ ვაქცინა, მისი იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) გამოიმუშავებს დამცავ ნივთიერებებს (ანტისხეულებს), რომლებიც მიმართულია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ვაქცინაში არსებულ არცერთ ნივთიერებას არ შეუძლია გრიპის გამოწვევა.
გრიპი არის სწრაფად გავრცელების უნარის მქონე დაავადება, მას იწვევს ვირუსის სხვადასხვა შტამები, რომლებსაც გააჩნია ყოველწლიურად ცვლილების უნარი. ამიტომ თქვენთვის ან თქვენი ბავშვისათვის აუცილებელია ვაქცინაციის ყოველწლიურად გამეორება. გრიპით დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკი წარმოიშობა წლის ცივ თვეებში, ოქტომბრიდან მარტამდე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს არ გაგიკეთებიათ აცრა შემოდგომაზე, მაინც აქვს აზრი გაზაფხულამდე მის გაკეთებას, რადგან ამ დრომდე შეიძლება მოხდეს გრიპით ინფიცირება. თქვენს ექიმს შეუძლია გირჩიოთ თქვენ ან თქვენს ბავშვს ყველაზე შესაფერისი დრო ვაქცინაციისათვის.
ეს საშუალება გიცავთ თქვენ ან თქვენს ბავშვს ვაქცინაში არსებული ვირუსის ოთხი შტამისაგან, დაწყებული ვაქცინაციიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ.
დრო გრიპით დაინფიცირებასა და დაავადებას შორის (ინკუბაციური პერიოდი) რამდენიმე დღეს შეადგენს, ამიტომ თქვენ ან თქვენი ბავშვი შეიძლება მაინც დაავადდეთ, თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა განიცადეთ ვირუსის ზემოქმედება უშუალოდ ვაქცინაციამდე ან დაუყოვნებლივ აცრის გაკეთების შემდეგ.
ვაქცინა არ გვიცავს ჩვეულებრივი გაციებისაგან, თუმცა მისი ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება გრიპის სიმპტომების ანალოგიური იყოს.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას მიღებამდე
2.1. უკუჩვენებები. არ მიიღოთ პრეპარატი ინფლუვაკი ტეტრა:
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია:
მოქმედ ნივთიერებებზე, ან
მოცემულ საშუალებაში შემავალ ერთერთ დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. პუნქტი 6), ან
ნივთიერებებზე, რომლებიც შეიძლება მოიპოვებოდეს სულ მცირე რაოდენობებით,
როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი (ცილის გარკვეული ტიპი) ან ქათმის ცილები),
ფორმალდეჰიდი (მკვეთრი სუნის მქონე უფერო გაზი), ცეტილტრიმეთილამონიუმის ბრომიდი
(ქიმიური ნივთიერება), პოლისორბატი 80 (ზეთოვანი სითხე, რომელიც გამოიყენება
სამკურნალო საშუალებებსა და საკვებ პროდუქტებში) ან გენტამიცინი (ანტიბიოტიკი,
რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას).
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ დაავადება მომატებული ტემპერატურის თანხლებით ან
უეცრად (მწვავედ) გაგიჩნდათ ინფექციის ნიშნები, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს თქვენი
ან თქვენი ბავშვის გამოჯანმრთელებამდე.
იმაში დასარწმუნებლად, რომ მოცემული საშუალება შესაფერისია თქვენთვის ან თქვენი ბავშვისათვის, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენთვის რაიმე გაურკვეველია.
2.2. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ვაქცინაციამდე უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს:
გაქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი (იმუნოდეფიციტი ან ისეთი სამკურნალო საშუალებების
მიღება, რომლებიც ცუდად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე)
სისხლდენის პრობლემები ან ადვილად გივითარდებათ ჩალურჯებები.
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა ვაქცინის შეყვანა თქვენთვის
ან თქვენი ბავშვისათვის.
ნემსით ინექციის შემდეგ ან თუნდაც მის წინ შეიძლება აღინიშნოს გონების დაკარგვა, სისუსტე ან სტრესთან დაკავშირებული სხვა რეაქციები. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ადრე გქონიათ ასეთი ტიპის რეაქციები.
თუ რაიმე მიზეზით თქვენ ან თქვენი ბავშვი გრიპის საწინააღმდეგო აცრიდან რამდენიმე დღეში იკეთებთ სისხლის ანალიზს, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს გაკეთებული აცრის შესახებ. ზოგიერთ პაციენტს, რომლსაც ახლახან გაუკეთეს აცრა, შეიძლება აღენიშნებოდეს გადახრები სისხლის ანალიზის შედეგებში.
როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, არსებობს იმის ალბათობა, რომ მოცემული ვაქცინა არ უზრუნველყოფს აცრილი პირის სრულ დაცვას.
2.4. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
2.4.1. სხვა პრეპარატები და პრეპარატი ინფლუვაკი ტეტრა
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება.
იღებთ თუ არა თქვენ ან თქვენი ბავშვი ინფლუვაკ ტეტრას პარალელურად სხვა
სამკურნალო საშუალებებს, ხომ არ იღებდით თქვენ ან თქვენი ბავშვი მათ ახლახან, ან
ხომ არ არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენ ან თქვენი ბავშვი უახლოეს მომავალში
მიიღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს? აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს. იგივე ეხება იმ სამკურნალო საშუალებებსაც, რომლებსაც თქვენ ან თქვენი
ბავშვი იღებთ რეცეპტის გარეშე.
ინფლუვაკი ტეტრა შეიძლება შეყვანილ იქნას ერთდროულად სხვა ვაქცინებთან ერთად,
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ინექცია უნდა გაკეთდეს მეორე ფეხში ან მეორე ხელში.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ასეთ შემთხვევებში გვერდითი რეაქციები შეიძლება უფრო
სერიოზული იყოს.
დამცავი (იმუნოლოგიური) რეაქცია შეიძლება უფრო სუსტი იყოს ისეთი მკურნალობის
დროს, რომელიც იწვევს იმუნიტეტის დათრგუნვას, მაგალითად, კორტიკოსტეროიდებით
(თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ანთებების
შესამცირებლად და რომლებსაც შეუძლია იმუნური სისტემის დათრგუნვა), ციტოტოქსიკური
საშუალებებით (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ქიმიოთერაპიისას)
მკურნალობისას ან დასხივებისას.
2.5. გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ, ინფორმაცია ფერტილობის
შესახებ
თუ ორსული ან მეძუძური ხართ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
გრიპის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი ვაქცინის გამოყენება შეიძლება ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. გამოყენების დროს უსაფრთხოების კუთხით მეორე და მესამე ტრიმესტრისათვის მეტი მონაცემები არსებობს, ვიდრე პირველი ტრიმესტრისათვის. თუმცა, ორსულებში გრიპის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი ვაქცინის გამოყენების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა იწვევს ორსულობისათვის ან ბავშვისათვის რაიმე არასასურველ შედეგებს.
ძუძუთი კვება
ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში. თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა უნდა გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა თქვენთვის ან თქვენი ბავშვისათვის ამ საშუალების გამოყენება. ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი გამოიყენებდეთ მოცემულ სამკურნალო საშუალებას.
2.6. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ვაქცინა არ ახდენს არანაირ გავლენას ან უმნიშვნელოდ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
2.7. განსაკუთრებული მითითებები, რომლებიც ეხება დამხმარე ნივთიერებებს
ეს ვაქცინა ერთ დოზაზე გადაანგარიშებით შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ეს ვაქცინა ერთ დოზაზე გადაანგარიშებით შეიცავს 1 მმოლ-ზე კალიუმს (39 მგ), ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს კალიუმს.
პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებთან შესაბამისობის
სრული დაცვით. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს
ან აფთიაქის მუშაკს.
3.1. საწყისი დოზა მოზრდილებისა და ბავშვებისათვის (17 წლისა და უფროსი ასაკის)
დოზები
მოზრდილები იღებენ 0,5 მლ დოზას.
3.2. ბავშვები და მოზარდები (6 თვიდან და უფროსი ასაკის):
გამოყენება ბავშვებისათვის
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ ერთ 0,5 მლ დოზას.
9 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომლებიც ადრე არ ყოფილან აცრილი გრიპის წინააღმდეგ, არაუადრეს, ვიდრე 4 კვირის შემდეგ, უნდა მიიღონ მეორე დოზა.
6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის ვაქცინა ინფლუვაკ ტეტრას უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
3.3. როგორ მივიღოთ ინფლუვაკი ტეტრა:
გამოყენების მეთოდი
თქვენმა ექიმმა უნდა შეიყვანოს ვაქცინის რეკომენდებული დოზა კუნთში ან ღრმად კანქვეშ ინექციის გზით.
დაგრჩათ შეკითხვები მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების თაობაზე? დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატმა ინფლუვაკ ტეტრამაც შეიძლება
გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციების წარმოშობის სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალზე ხშირად
შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს;
ხშირად
შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან;
არც თუ ხშირად
არც თუ ხშირად - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან;
იშვიათად
შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1 000-დან;
ძალზე იშვიათად
შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10 000-დან;
უცნობია
არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განგივითარდათ
ერთერთი შემდეგი გვერდითი რეაქცია - თქვენ ან თქვენს ბავშვს შეიძლება სამედიცინო
დახმარება დაგჭირდეთ.
სერიოზული ალერგიული რეაქციები (უცნობია, თუ რამდენად ხშირად წარმოიშობა ისინი გრიპის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი სამვალენტიანი ვაქცინა ინფლუვაკის გამოყენებამდე ან მის შემდეგ)
რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გადაუდებელი სამედიცინო სიტუაცია და
რომლებსაც თან ახლავს დაქვეითებული არტერიული წნევა, გახშირებული ზედაპირული
სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და სუსტი პულსი, ცივი, წებოვანი კანი,
თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გონების დაკარგვა (შოკი) გამოიწვიოს;
შეშუპება, რომელიც ყველაზე ხშირად აღინიშნება თავისა და კისრის მიდამოებში,
მაგალითად სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილის შეშუპება,
რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროტული
შეშუპება).
ამ საშუალების გამოყენებით ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა
შემდეგი გვერდითი რეაქციები:
მოზრდილები და ხანდაზმულები:
ძალიან ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს:
თავის ტკივილიa
დაღლილობა
ადგილობრივი რეაციები: ტკივილი ვაქცინის შეყვანის ადგილზე
ხანდაზმულ პაციენტებში (61 წლისა და უფროსი ასაკის) აღინიშნებოდა „ხშირად“.
ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს:
ოფლიანობა,
კუნთების ტკივილი (მიალგია), სახსრების ტკივილი (ართრალგია),
ზოგადად შეუძლოდ ყოფნა, საკუთარი თავის ავადმყოფად შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა),
შემცივნება,
ადგილობრივი რეაქციები: სიწითლე, შეშუპება, ჩალურჯებები (ეკქიმოზები), მკვრივი
ადგილი ქსოვილში (შემკვრივება) ვაქცინის შეყვანის ადგილზე:
არც თუ ხშირად: უვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს:ციებ-ცხელება
ბავშვები (6 თვიდან 17 წლამდე):გვერდითი რეაქციები, რომლებიც უვითარდებოდათ 6
თვიდან 35 თვემდე ბავშვებს:
ძალიან ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს:
ძილიანობა
ოფლიანობა
მადის დაკარგვა
დიარეა, პირღებინება
გაღიზიანებადობა
ციებ-ცხელება
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ვაქცინის შეყვანის ადგილზე, შეწითლება
ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს:
ადგილობრივი რეაქცია: შეშუპება, მკვრივი უბანი ქსოვილში (შემკვრივება) ვაქცინის
შეყვანის ადგილზე, ჩალურჯებები (ეკქიმოზები)
გვერდითი რეაქციები, რომლებიც უვითარდებოდათ 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს:
ძალიან ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს:ძილიანობა
მადის დაკარგვა
გაღიზიანებადობა/შფოთვა
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ვაქცინის შეყვანის ადგილზე, შეწითლება, შეშუპება,
მკვრივი უბანი ქსოვილში (შემკვრივება) ვაქცინის შეყვანის ადგილზე
ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს:
ოფლიანობა
დიარეა, პირღებინება
ციებ-ცხელება
ადგილობრივი რეაქცია: ჩალურჯებები (ეკქიმოზები)
გვერდითი რეაქციები, რომლებიც უვითარდებოდათ 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს:
ძალიან ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს:
თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის ჩივილები
კუნთების ტკივილი (მიალგია)
დაღლილობა, ზოგადი სისუსტე
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ვაქცინის შეყვანის ადგილზე, შეწითლება, შეშუპება,
მკვრივი უბანი ქსოვილში (შემკვრივება) ვაქცინის შეყვანის ადგილზე
ხშირად: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს:
ოფლიანობა
სახსხრების ტკივილი (ართრალგია)
ციებ-ცხელება
შემცივნება
ადგილობრივი რეაქცია: ჩალურჯებები (ეკქიმოზები)
რეაქციების უმეტესობა, როგორც წესი, წარმოიშობოდა ვაქცინაციიდან პირველი 3 დღის
განმავლობაში და დამოუკიდებლად ქრებოდა დაწყებიდან 1-3 დღის განმავლობაში. ამ
რეაქციების ინტენსივობა ზოგადად მსუბუქი იყო.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გარდა, გრიპის პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი სამვალენტიანი ვაქცინის გამოყენებისას იშვიათად ვითარდებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
რეაქციები კანის მხრივ, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელს სხეულზე, მათ შორის
ქავილი (მუნი, ჭინჭრის ციება) და გამონაყარი კანზე;
სისხლძარღვების ანთება და შედეგად - კანზე გამონაყარი (ვასკულიტი), ხოლო ძალიან
იშვიათ შემთხვევებში - თირკმელების პრობლემები;
ტკივილი კანის არეში, რომელიც გამოწვეულია გარკვეული ნერვის მიერ (ნერვების
ტკივილი, ნევრალგია), გრძნობითი აღქმის დარღვევები (შეხება), ტკივილი, შემცივნება
და ცხელება, გონების დაკარგვა კუნთების შეკუმშვების (კრუნჩხვების) თანხლებით
ცხელებასთან ერთად, ნევროლოგიური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს
კისრის გაშეშება, გონების არევა, უგრძნობლობა, ტკივილი და სისუსტის შეგრძნება
ხელებსა და ფეხებში, წონასწორობის დარღვევა, რეფლექსების დაქვეითება და მთელი
სხეულის ან მისი ნაწილის დამბლა (თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება
[ენცეფალომიელიტი], ნერვების ანთება [ნევრიტი], ნერვების უეცარი ანთება [გიენ-
ბარეს სინდრომი]);
თრომბოციტების (სისხლში უჯრედების გარკვეული ტიპი; თრომბოციტების ძალიან მცირე
რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩალურჯებების და სისხლდენების ხშირი განვითარება
(ტრანზიტორული თრომბოციტოპენია) რაოდენობის დროებითი შემცირება და კისერში,
იღლიებსა და საზარდულში ლიმფური კვანძების დროებითი შეშუპება, (ტრანზიტორული
ლიმფადენოპათია).
4.2. შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი თანდართულ საინფორმაციო ფურცელში.
არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეგვატყობინოთ უშუალოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების შეტყობინებების სისტემის მეშვეობით. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ბელარუსის რესპუბლიკა:
პრეპარატ ინფლუვაკ ტეტრას შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რათა ბავშვმა ვერ
შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია პრეპარატის მუყაოს კოლოფზე წარწერის „ვარგისია -მდე:“ შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღს თვის ბოლო დღე წარმოადგენს.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). არ შეინახოთ საყინულეში.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქცის თანამშრომელთან, თუ როგორ უნდა მოიშოროთ თვიდან პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
მოცემული საშუალება შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს:
ვაქცინის ერთი დოზა (0,5 მლ) შეიცავს გრიპის ვირუსის (ინაქტივირებულ) ზედაპირულ ანტიგენებს (ჰემაგლუტინინსა და ნეირამინიდაზას) ისეთი შტამებისა*:
A/Victoria/2570/2019 (H1N1) pdm09 - მსგავსი
(A/Victoria/2570/2019, IVR-215)…………………………………
15 მკგ ჰა**;
A/Cambodia/e0826360/2020 (H3N2)- მსგავსი
(A/Cambodia/e0826360/2020, IVR-224)……………..…………....
15 მკგ ჰა**;
B/Washington/02/2019- მსგავსი (B/Washington/02/2019, ველური
ტიპი…………………………………………………
15 მკგ ჰა**;
B/Phuket/3073/2013- მსგავსი
(B/Phuket/3073/2013, ველური ტიპი) ........................... 15 მკგ ჰა**;
** ჰემაგლუტინინი.
ეს ვაქცინა შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციებს (ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის) და ევროკავშირის რეკომენდაციებს 2021/2022 წლების სეზონისათვის.
სხვა ნივთიერებები: კალიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი და საინექციო წყალი.
6.2. მედიკამენტური ფორმა, პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი
ინფლუვაკი ტეტრა არის საინექციო სუსპენზია, რომლის მოწოდებაც ხდება წინასწარ შევსებულ შუშის საინექციო შპრიცში (ნემსით ან მის გარეშე), რომელიც შეიცავს 0,5 მლ უფერო საინექციო სითხეს. ყოველი საინექციო შპრიცი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთჯერ.
შეფუთვა შეიცავს 1 შპრიცს.
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
17.76 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა