ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი
დოქსილამინის სუკცინატი/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
ეს ბროშურა არის რეზიუმე pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის შესახებ. იგი ვერ ჩაანაცვლებს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. პრეპარატის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ჩანართი შეინახეთ წამალთან ერთად. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა. რადგან pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი გაიცემა რეცეპტით და მისი გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
ამ პრეპარატის შესახებ
რისთვის გამოიყენება პრეპარატი:
ორსულობის გულისრევის და პირღებინების მართვა. pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის გამოყენება შეიძლება ორსულობის ნებისმიერი ტრიმესტრის განმავლობაში.
რას უზრუნველყოფს:
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი ორი სხვადასხვა ინგედიენტით უზრუნველყოფს გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო მომქედებას: დოქსილამინის სუკცინატი (ანტიჰისტამინი) და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).
როდის უნდა მოხდეს მისი გამოყენება
არ უნდა მიიღოთ pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი თუ:
ხართ ალერგიული pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის ან მასში შემავალი რომელიმე
არასამედიცინო ინგრედიენტის მიმართ;
გაქვთ შემდეგი მდგომარეობები: ასთმური შეტევის რისკი, ვიწროკუთხოვანი გლაუკომა,
სტენოზირებული პეპტიური წყლული; პილოროდუოდენალური ობსტრუქცია; შარდის ბუშტის
ყელის ობსტრუქცია;
ღებულობთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOI) [მაგ: გარკვეული
ანტიდეპრესანტები, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), მეთილენის ლურჯი (დიაგნოსტიკური
საღებავი)].
სამკურნალო ინგრედიენტები
დოქსილამინის სუკცინატი (ანტიჰისტამინი) და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).
არასამკურნალო ინგრედიენტები
კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, FD და C ლურჯი # 1 ალუმინის საღებავი, FD&C წითელი # 40 ალუმინის საღებავი, FD&C ყვითელი # 6 ალუმინის საღებავი, გლიცერიდები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, ლეციტინი (სოიო) FCC, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, მეთილირებული სილიციუმი, მეთილცელულოზა, N-ბუტილის სპირტი, პოლიდიმეთილსილოქსანი, პოლიეთილენგლიკოლი სორბიტანის ტრისტეარატი, პროპილენგლიკოლი, შელაკის საფარი, სიმეთიკონი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სორბინის მჟავა, გოგირდმჟავა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიეთილის ციტრატი.
გამოშვების ფორმა
დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტები (დოქსილამინის სუკცინატი/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი): 10 მგ/10მგ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ისეთ მოქმედებისას, რომლებიც გონებრივ სიფხიზლეს მოითხოვს, მაგალითად, ავტომობილის მართვა ან მძიმე ტექნიკის მართვა. არ მართოთ ავტომანქანა ან მექანიზმები სანამ არ გაიგებთ თუ რა რეაქცია გაქვთ ან პრეპარატზე.
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი შეიძლება გადავიდეს რძეში და ახალშობილებში შეიძლება აღინიშნოს უჩვეულო ემოციური აღგზნება, გაღიზიანება ან სედაცია (ძილიანობა). მეძუძურმა დედებმა, რომლებიც მკურნალობდნენ pms-დოქსილამინი-პირიდოქსინით არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი და ლაქტაციის პერიოდში უნდა მოერიდონ pms-დოქსილამინი- პირიდოქსინის გამოყენებას.
ურთიერთქმედება ამ პრეპარატთან
შესაძლოა აღინიშნოს ღრმა ძილიანობა თუ pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი მიიღება ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიც არის პრეპარატები ხველისთვის ან გაციებისთვის, ტკივილგამაყუჩებლები ან საძილე საშუალებები.
უთხარით ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო ხანს ღებულობდით რომელიმე პრეპარატს (რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე) ან ბუნებრივ/მცენარეულ პროდუქტებს, განსაკუთრებით:
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOIs) [მაგ: ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი),
მეთილენის ლურჯი (დიაგნოსტიკური საღებავი)]
ანტიმუსკარინული პრეპარატები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების
სამკურნალოდ, როგორიცაა ნაწლავის, შარდის ბუშტის ან სასუნთქი სისტემის
დარღვევები, პარკინსონის დაავადება, გულის გარკვეული მდგომარეობები და უძილობა).
ალკოჰოლი და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები, მაგალითად წამლები
შფოთისთვის, კრუნჩხვებისთვის, ფსიქიკური დაავადებისთვის და ალერგიებისთვის,
საძილე აბები, საანესთეზიო საშუალებები (გამოიყენება ქირურგიაში), ტკივილის
საწინააღმდეგო გარკვეული წამლები.
პრეპარატის სათანადო გამოყენება
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი არის დაყოვნებული გამოთავისუფლების ფორმულაცია რომელიც საუკეთესოდ მუშაობს როდესაც მიიღება საჭიროებამდე 4-6 საათით ადრე და ყოველ დღე. საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში, მას სჭირდება უფრო დიდი დრო რომ იგრძნოთ სიმპტომების შემსუბუქება.
ჩვეულებრივი დოზა:
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის დანიშნულების მიხედვით.
•მიიღეთ ორი pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტი
ძილის დროს რათა დილით უზრუნველყოთ გულისრევის და ღებინების კონტროლი.
•მიიღეთ 1 დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტი დილით და,
•მიიღეთ 1 დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შუადღით რათა მოახდინოთ
სიმპტომების კონტროლი მთელი დღის განმავლობაში.
თქვენმა ექიმმა ან ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება შეცვალოს დოზირების გრაფიკი
თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
არ შეწყვიტოთ pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის მიღება თვითნებურად. ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. ისინი თანდათან შეამცირებენ დოზას pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის მკურნალობის შეწყვეტისას, გულისრევისა და ღებინების უეცარი დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.
ეს პრეპარატი სპეციალურად დაგენიშნათ თქვენ და თქვენი ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობისთვის. ნუ მისცემთ სხვებს, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები და თქვენ თვითონ არ უნდა გამოიყენოთ იგი სხვა მდგომარეობისთვის, გარდა იმ დაავადებისა, რომლისთვისაც ის დანიშნულია.
არ დაამტვრიოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტები.
გამოტოვებული დოზა:
თუ დაგავიწყდათ pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ გრაფიკით მიღება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჯანდაცვის
ექიმს, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან მოწამვლის კონტროლის
რეგიონალურ ცენტრს, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ არის.
თუ ეჭვი გაქვთ შემთხვევით გადაჭარბებულ დოზირებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ
ექიმს. სანამ სამედიცინო დახმარებას მიმართავთ ნუ დაელოდებით რაიმე ნიშნების ან
სიმპტომების გამოვლენას, რადგან შესაძლოა რომ ისინი მაშინვე არ აღინიშნოს.
ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომებია მოუსვენრობა, პირის სიმშრალე, გუგების დილატაცია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების არევა და სწრაფი გულისცემა.
გვერდითი მოვლენები და როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში
როგორც ყველა მედიკამენტმა, pms-დოქსილამინი-პირიდოქსინმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები. თქვენ შეიძლება არცერთი არ აღგენიშნოთ. პაციენტების უმეტესობისთვის ეს გვერდითი მოვლენები სავარაუდოდ, მცირე და დროებითია. თუმცა ზოგი შეიძლება სერიოზული იყოს. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება დაკავშირებული იყოს დოზასთან. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ მოცემული ამ ან სხვა გვერდით მოვლენები რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.
თუ თავს იჩენს ალერგიული რეაქცია (კანის გამონაყარის ჩათვლით, ჭინჭრის ციება, შეშუპება, სუნთქვის გძნელება) ან ნებისმიერი მძიმე ან უჩვეულო გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
pms-დოქსილამინი-პირიდოქსინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვოზულობა, კუჭის ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა, გაღიზიანება ან უძილობა.
**სერიოზული გვერდითი მოვლენები, რამდენად ხშირად აღინიშნება და რა უნდა
გაკეთდეს
**
სიმპტომი / გავლენა | მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
| მხოლოდ მძიმე შემთხვევაში | ყველა შემთხვევაში
---|---
შეწყვითეთ წამლის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ხშირი | არაფერი | | |
ძალიან იშვიათი | დეზორიენტაცია | | | ✓
შარდვის გაძნელება | | ✓ |
არარეგულარული გულისცემა | | | ✓
კრუნჩხვები | | | ✓
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. pms-დოქსილამინი-პირიდოქსინის მიღების დროს ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალიტს.
შენახვა
შეინახეთ 15°C -დან 30°C-მდე ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენიშვნა: დაუკავშირდით თქვენს სამედიცინო სპეციალისტს, თუ გჭირდებათ ინფორმაცია,
თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი გვერდითი მოვლენები.
მეტი ინფორმაცია
თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ამ ჩანართის თავიდან წაკითხვა. არ გადააგდოთ სანამ არ დაამთავრებთ მკურნალობას.
წამლის ფორმა, შემადგენლობა და შეფუთვა
დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტები 10 მგ/10მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დოქსილამინის სუკცინატს და 10 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს და შემდეგ არასამედიცინო ინგრედიენტებს:
ჰიპრომელოზა 2910, მანიტოლი მანიტოლი (Pearlitol), მაგნიუმის სტეარატი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი წყლიანი, Acryl-Eze თეთრი 93018359, ქაფსაწინააღმდეგო 1520-US, გასუფთავებული წყალი. ხელმისაწვდომია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში 100 ტაბლეტი.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე