მინოვივაქსი 5% - Minovivax 5%
მინოვივაქსი 5% - Minovivax 5%

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატოლოგიური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:

ხსნარის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მინოქსიდილი 50მგ/მლ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, უწყლო ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, უფეროდან მოვარდისფრო ფერამდე, ერთგვაროვანი ხსნარი.

გამოშვების ფორმა:

100 მლ ხსნარის შემცველი ბოთლი სპრეის ტუმბოთი, თანდართული აპლიკატორით, მუყაოს კოლოფში

გამოყენების ჩვენება:

მინოვივაქსი 5% ნაჩვენებია ანდროგენული ალოპეციის (მამაკაცის ტიპი) სამკურნალოდ მამაკაცებში და ქალებში.

დოზირების რეჟიმი:

1 მლ მინოვივაქსი 5%-ის დატანა უნდა მოხდეს თავის კანზე, დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

მაქსიმალური დღიური დოზა 2 მლ.

გამოყენების წესი:

მინოვივაქსი 5% განკუთვნილია მხოლოდ თავის კანზე ადგილობრივად დასატანად.

გამოყენებამდე უნდა მოხდეს თმის და თავის კანის საფუძვლიანად გაშრობა.

მინოვივაქსი 5%-ის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია დისპენსერის ტიპზე:

- სპრეის ტუმბო - ხსნარის თავის კანის უფრო დიდ უბნებზე დასატანად

- მოხსენით ბოთლის დამცავი თავსახური.

- სპრეის ტუმბო მიმართეთ დაზიანებული კანის ზედაპირისაკენ.

- დააჭირეთ სპრეის ტუმბოს 6 ჯერ, რომ მიიღოთ 1 მლ ხსნარი.

- დაიტანეთ ხსნარი დაზიანებული კანის მიდამოს შუა ნაწილზე და გაანაწილეთ თითის წვერებით, დარწმუნდით, რომ პრეპარატი თანაბრად არის დატანილი.

- დასრულების შემდეგ დაახურეთ დამცავი თავსახური.

აპლიკატორი - ხსნარის დასატანად თავის კანის მცირე ნაწილზე ან თმით დაფარულ ადგილებზე.

- სპრეის ტუმბო შეცვალეთ შეფუთვის თანმხლები აპლიკატორით.

- აპლიკატორი მიმართეთ დაზიანებული კანის ზედაპირისაკენ.

- დააჭირეთ სპრეის ტუმბოს 6 ჯერ, რომ მიიღოთ 1 მლ ხსნარი.

- გაანაწილეთ ხსნარი თითის წვერებით, დარწმუნდით, რომ პრეპარატი თანაბრად არის დატანილი.

ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები.

სპრეის თავის ან აპლიკატორის ზედა ნაწილი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სპირტით.

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის ეფექტურობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მინოქსიდილით 4 თვის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
მინოვივაქსი 5% განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივად სკალპზე გამოსაყენებლად.

ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში მინოვივაქსი 2%-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

არ გამოიყენოთ მინოვივაქსი 5% სხვა ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილ პრეპარატებთად ერთად.

მინოქსიდილის უფრო ხშირი გამოყენება არ აუმჯობესებს მკურნალობის ეფექტს.

დატანის დროს უნდა მოერიდოთ პრეპარატის ჩასუნთქვას.

არ გადაყლაპოთ პრეპარატი.

მინოქსიდილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერის ან თმის ტექსტურის შეცვლა.

მინოქსიდილის დატანის შემდეგ (თავის კანის გაშრობამდე), რბილ ქსოვილებთან ან ტანსაცმელთან, მაგალითად, ბალიშებთან ან თავსაბურავებთან კონტაქტის დროს, მათი ფერი (გაუფერულება) შეიძლება შეიცვალოს.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები:

უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული მინოვივაქსი 5%-ის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

მოერიდეთ მინოვივაქსი 5%-ის მოხვედრას ლორწოვან გარსებზე და დაზიანებულ კანზე. ასეთ შემთხვევებში, უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის საფუძვლიანად დაბანა უხვი რაოდენობით ონკანის გამდინარე წყლით. წვის შეგრძნების და (ან) გაღიზიანების გახანგრძლივების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

მინოვივაქსი 5% არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ჭარბი დოზირება:

მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენების შედეგად დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან აპირებთ, რომ მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები.

არ უნდა მოხდეს მინოვივაქსი 5%-ის გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების კანის სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორებიც არის ტრეტინოინი და დიტრანოლი, რადგან მათ შეუძლიათ კანის მეშვეობით სისხლში მინოქსიდილის შეღწევის და გვერდითი მოვლენების რისკის გაზრდა.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არა უმეტეს 25◦C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.

ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 12 თვე.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.