კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი - CosmoCol Lemon&Lime Flavour
კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი - CosmoCol Lemon&Lime Flavour

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი უნდა მიიღოთ სიფრთხილის ზომების დაცვით.

- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 14 დღის შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

- ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

ჩანართის შინაარსი:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

**2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე **

**3. როგორ მიიღება პრეპარატი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი **

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

**5. პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შენახვის წესი **

**6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია **

**
1. რა არის და რისთვის გამოიყენება კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი**

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი არის საფაღარათო საშუალება, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) შეკრულობის და ფეკალომის (მუდმივი შეკრულობა, როდესაც დიდი მოცულობის განავალი ახდენს სწორი ნაწლავის და/ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობას) სამკურნალოდ. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მაკროგოლი 3350 არბილებს განავალს და აადვილებს მის გადაადგილებას, რაც ხელს უწყობს დეფეკაციის შემსუბუქებას. ელექტროლიტები (მარილები) ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის ნორმალური დონის შენარჩუნებას შეკრულობის მკურნალობის პერიოდში.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე

არ მიიღოთ კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მაკროგოლი 3350-ის, ნატრიუმის ქლორიდის, ნატრიუმის წყალბადის კარბონატის, კალიუმის ქლორიდის ან პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ

- თუ გაქვთ ნაწლავის კედლის პერფორაცია

- თუ თქვენი ნაწლავი დაბლოკილია (ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავური გაუვალობა)

- თუ გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიკური მეგაკოლონი.

თუ რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, დამატებითი რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტიანი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატის გამოყენების დროს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან ან სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

**ორსულობა და ძუძუთი კვება **

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შეიცავს კალიუმს

ამ პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 0.63 მმოლ (25 მგ) კალიუმს. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შეიცავს ნატრიუმს

ამ პრეპარატის თითოეული საშეტი შეიცავს 187 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული საკვები ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 9.35%-ის ეკვივალენტია.

ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ გამოყენებისას ამ სამედიცინო პროდუქტის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 561 მგ ნატრიუმს (შეიცავს სუფრის მარილი). ეს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული საკვები ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 28.05%-ის ეკვივალენტია.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება გჭირდებათ ყოველდღიურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, განსაკუთრებით მარილის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის შემთხვევაში.

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შეიცავს სორბიტოლს (E420)

ამ პრეპარატის თითოეული საშეტი შეიცავს 1.61 მგ სორბიტოლს (E420).

3. როგორ მიიღება პრეპარატი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

ქრონიკული შეკრულობის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებში (12 წლის და უფროსი ასაკის) და ხანდაზმულებში:

შეკრულობის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ საშეტს 1-3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ შეკრულობის მკურნალობის კურსი არ უნდა შეადგენდეს 2 კვირაზე მეტს.

ფეკალომის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებში (12 წლის და უფროსი ასაკის) და ხანდაზმულებში:

ფეკალომის სამკურნალოდ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე თქვენმა ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ გაქვთ ეს მდგომარეობა. რეკომენდებული დოზა შეადგენს 8 საშეტს დღე-ღამეში, რომლებიც მიიღება 6 საათის განმავლობაში.

ფეკალომით გამოწვეული შემდგომი პრობლემების პროფილაქტიკისთვის თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღების გაგრძელება. თქვენ უნდა გამოიყენოთ ქრონიკული შეკრულობის სამკურნალო დოზა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ფეკალომის მკურნალობა უნდა შეწყდეს, როდესაც კუჭში გახვალთ დიდი რაოდენობით და ჩვეულებრივ ეს არ გრძელდება 3 დღეზე მეტხანს.

**როგორ ხდება შერევა **

გახსენით საშეტი და ჩაყარეთ შიგთავსი ჭიქაში. დაამატეთ დაახლოებით 125 მლ წყალი ან გაავსეთ ჭიქა წყლით დაახლოებით მეოთხედამდე. კარგად მოურიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება, შემდეგ დალიეთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი

ამ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მწვავე ტკივილსა და შეშუპებას მუცლის (კუჭის) არეში, ღებინებას (სისუსტეს) ან დიარეას. ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნულებით მიღება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება

პრეპარატით კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად ყოველთვის დაასრულეთ მკურნალობის კურსი შეფუთვის ჩანართში აღნიშნული მითითებების შესაბამისად. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ განიკურნეთ შეკრულობისგან, სხვა შემთხვევაში კი თქვენმა სიმპტომებმა შეიძლება კვლავ იჩინოს თავი.

თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 14 დღის შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა:

  • ალერგიის ნიშნები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება.

  • ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების დონის (მარილების დონის) შეცვლის ნიშნები, როგორიცაა შეშუპება (ძირითადად, კოჭების არეში), სისუსტის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა ან წყურვილი თავის ტკივილის თანხლებით.

ასევე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს:

- ტკივილი მუცლის (კუჭის) არეში

- მსუბუქი დიარეა (პრეპარატით კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მკურნალობის დასაწყისში, რაც ჩვეულებრივ ჩერდება მიღებული საშეტების რაოდენობის შემცირებისას)

- გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა)

- ღებინება

- მუცლის შებერილობა (შებერილობის შეგრძნება)

- ბუყბუყი მუცელში

- მეტეორიზმი (შებერილობა)

- ტკივილი ანალურ არეში

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

**5. პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატის შენახვის წესი **

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და საშეტზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ საშეტების დაზიანებას.

განზავებულ მდგომარეობაში კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატის ხსნარი შეინახეთ თავდახურული სახით მაცივარში (2-8°C) და გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში. 24 საათის შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმ პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

**6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია **

აქტიური ნივთიერებებია:

თითოეული საშეტი შეიცავს:

მაკროგოლი 3350
13.125 გ
ნატრიუმის ქლორიდი
0.3507 გ
ნატრიუმის წყალბადის კარბონატი
0.1785 გ
კალიუმის ქლორიდი
0.0466 გ
სხვა ნივთიერებებია კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის საქარინი და ლიმონის ლაიმის არომატიზატორი (ლიმონის ლაიმის არომატიზატორის შემადგენლობა: არომატიზატორები, მალტოდექსტრინი, მანიტოლი, გლუკონოლაქტონი, სორბიტოლი (E420), აკაციის გუმფისი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი).

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს და სორბიტოლს (E420).

იხილეთ პუნქტი 2 „კოსმოკოლი ლიმონის და ლაიმის არომატი შეიცავს კალიუმს/ნატრიუმს/სორბიტოლს (E420)“.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

როგორ გამოიყურება კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი და შეფუთვის შემცველობა

კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი არის თეთრი ფერის ფხვნილი.

თითოეული საშეტი შეიცავს 13.8 გ ფხვნილს და შეფუთულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 20, 30, 50, 60 (2x30) და 100 (2x50) საშეტს.

გაყიდვაში შეფუთვის ყველა მითითებული ზომა არ არის წარმოდგენილი.

დასახელება - კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატით ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #20
რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე
არ მიიღოთ კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მაკროგოლი 3350-ის, ნატრიუმის ქლორიდის, ნატრიუმის წყალბადის კარბონატის, კალიუმის ქლორიდის ან პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ ნაწლავის კედლის პერფორაცია
- თუ თქვენი ნაწლავი დაბლოკილია (ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავური გაუვალობა)
- თუ გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიკური მეგაკოლონი.
თუ რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, დამატებითი რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატები და კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი
ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტიანი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატის გამოყენების დროს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან ან სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
როგორ მიიღება პრეპარატი კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი
ქრონიკული შეკრულობის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებში (12 წლის და უფროსი ასაკის) და ხანდაზმულებში:
შეკრულობის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ საშეტს 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ჩვეულებრივ შეკრულობის მკურნალობის კურსი არ უნდა შეადგენდეს 2 კვირაზე მეტს.
ფეკალომის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებში (12 წლის და უფროსი ასაკის) და ხანდაზმულებში:
ფეკალომის სამკურნალოდ პრეპარატის კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატი მიღებამდე თქვენმა ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ გაქვთ ეს მდგომარეობა. რეკომენდებული დოზა შეადგენს 8 საშეტს დღე-ღამეში, რომლებიც მიიღება 6 საათის განმავლობაში.
ფეკალომით გამოწვეული შემდგომი პრობლემების პროფილაქტიკისთვის თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღების გაგრძელება. თქვენ უნდა გამოიყენოთ ქრონიკული შეკრულობის სამკურნალო დოზა

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
CosmoCol -კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი 13.8გ 20 პაკეტი
  • სახელი: CosmoCol -კოსმოკოლი ლიმონი და ლაიმი 13.8გ 20 პაკეტი
  • მწარმოებელი: Hermes Pharma Ges.m.b.H (ავსტრია)
  • შეფუთვა: 13.8გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
PSP 64.22 ლ
კოსმოკოლი ლიმონი 13,8გ#20პაკ
  • სახელი: კოსმოკოლი ლიმონი 13,8გ#20პაკ
  • მწარმოებელი: Hermes Pharma Ges.m.b.H (ავსტრია)
  • შეფუთვა: 13.8გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
Aversi 89 ლ
კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატით ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #20
  • სახელი: კოსმოკოლი ლიმონისა და ლაიმის არომატით ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #20
  • შეფუთვა: 13.8გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
Pharmadepot 84.55 ლ

GPC 64.08 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით