ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: გ-25 მლ
აქტიური სუბსტანცია: კატაბალახას ფესურები ფესვებით 5 გ; არააქტიური სუბსტანცია
(ექსტრაგენტი): ეთანოლი 70 პროცენტი საჭირო რაოდენობით 25 მლ ნაყენის მისაღებად.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის (მომატებული ემოციური აღგზნებადობა გაღიზიანება, ძილის დარღვევა და სხვა,)), გულ- სისხლძარღვათა სისტემის (ნეიროცირკულარული დისტონიების) აქტივობის ფუნქციური დარღვევის დროს, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა, რეკომენდირებულია 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე, ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.
უკუჩვენება: პრეპარატი არ გამიყენება ავადმყოფებში დეპრესიით და სხვა დარღვევებით, რომელთაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა. ასევე უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია: ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ეთილის სპირტი არ არის რეკომენდირებული ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კატაბალახას ნაყენი აძლიერებს ალკოჰოლის, საგულე,სედაციური, საძილე, ანალგეზიური, ჰიპოტენზიური, სპაზმოლიზური საშუალებების აქტივობას.
ჭარბი დოზირება: პრეპრატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოხატული გვერდითი მოვლენების განვითარება: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, მხედველობის და სმენის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება. უცილებელია მსაგავს შემთხვევებში პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა: აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური და მასტიმულირებელი სასმელები არ არის რეკომენდირებული.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა შეიძლება შეინიშნებოდეს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილიანობა,შრომისუნარიანობის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები (კანის შეწითლება,Qქავილი, გამონაყარი და სხვა
შეფუთვა: 25 მლ ნაყენი, მუქი ყავისფერ პეტ-ის ფლაკონში.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დასახელება - კატაბალახას ნაყენი 25 მლ /უკრ/ #1
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ფესურასა და ფესვებში შემავალი
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთები, ვალერიანის და იზოვალერიანის
მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები) ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის
აღგზნებადობას, აძიერებენ საძილე და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
აგზნებულობა, უძილობა, დაძაბულობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში - 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში - იმდენი წვეთი, რამდენი
წლისაც არის ბავშვი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა