რინგერის ინექცია - RINGERS INJECTION
რინგერის ინექცია - RINGERS INJECTION

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რინგერის ხსნარი

** სავაჭრო დასახელება** : რინგერის ხსნარი

** სამკურნალო ფორმა:** საინფუზიო ხსნარი

** _შემადგენლობა:
_** ბალანსირებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის მარილების ხსნარებს.

_აღწერილობა:
_
უფერო გამჭვირვალე სითხე

_კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
_
ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

** _ფარმაკოლოგიური თვისებები
_** პრეპარატი წარმოადგენს კრისტალოიდურ ხსნარს, რომელსაც გააჩნია დაბალი მოლეკულური მასა, იგი ადვილად გაივლის კაპილარების კედელს. თავისი შემადგენლობით იგი უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.
პრეპარატის მნიშვნელოვანი თვისებაა _ სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მიკროცირკულაციის ნორმალიზაცია, სისხლის შედედების უნარის განვითარების პროფილაქტიკა.

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ზოგიერთი ფორმის წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექციისათვის, ტრავმული, საოპერაციო და დამწვრობით გამოწვეული შოკის დროს, სისხლდენების დროს, ასევე როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად, წვეთოვანი 2-3 ლ-მდე დღეღამეში.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეჰყავთ ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც ვითარდება თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობის დროს, თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის დროს.

_გამოშვების ფორმა
_
200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები; 250მლ, 500მლ, 1000მლ და 3000მლ პოლიეთილენის პაკეტები.

შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები :
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით

** მწარმოებელი და მისი მისამართი:**
Liqvor Pharmaceuticals
სომხეთი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით