ალბუციდი - Albucid
ალბუციდი - Albucid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება : SULFACETAMIDE

მოქმედი ნივთიერება: სულფაცეტამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, სულფანილამიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 30%

ნატრიუმის სულფაცეტამიდი ................... 300 მგ/მლ;

აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აინჰიბირებს დიჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზს ფტერიდინის ამინობენზოინის მჟავასთან შეერთების დათრგუნვის გზით dihydropteroate synthetase ფერმენტის კონკურენტული ინჰიბირებით. პრეპარატი ეფექტურია სტრეპტოკოკური, გონოკოკური, პნევმოკოკური და კოლიბაცილური ინფექციების დროს.

ფარმაკოდინამიკა**:**

სულფანილამიდს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, იგი ბაქტერიოსტატიკია. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ПАБК-სთან კონკურენტულ ანტაგონიზმთან და დიჰიდროფტეროატსინთეტაზას კონკურენტულ დათრგუნვასთან, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლიუმის ჯავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, ნაწლავური ჩხირის, ასევე ქლამიდიების, აქტიმინომიცეტებისა და სხვ. მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს ქსოვილებში და თვალის სითხეებში. შეუძლია სისხლის სისტემურ დინებაში შეღწევა ანთებითი კონიუნქტივიდან, მაგრამ პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობის გამო სისტემური ეფექტი არ აღინიშნება..

გამოყენების ჩვენებები:

კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ.

თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:

ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქომის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

უკუჩვენებები :

ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.

ჭარბი დოზა:

პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:

ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.

გაფრთხილებები :

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.

შენახვა :

ინახება 8-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა**:**

პოლიეთილენის 10 მლ ფლაკონ-საწვეთურები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები**:**

რეცეპტის გარეშე.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სულფაცეტამიდი-200მგ-მლ; დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი-1,4%, ნატრიუმის თიოსულფატი-1,5 მგ-მლ, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული-1,56მგ-მლ, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული-0,71მგ-მლ, დინატრიუმის ედეტატი-0,01მგ-მლ, ბენზალკონიუმის ქლორიდი-0,005%, საინექციო წყალი.

ჩვენებები: კონიუქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვა. სულფანიამიდებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალების ინფექციური დაავადებები; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენებები: ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.

გამოყენების წესი და დოზირება: ინსტალაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი 7-10 დღე, ტრაქომის დროს-ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიკური კონიუქტივიტი, კონიუქტივალური ჰიპერემია, მეორადი ინფექციის განვითარება (რქოვანას ბაქტერიული და სოკოვანი დაწყლულება), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ღვიძლის ელვისებური ნეკროზი, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება, თვალების წვეთების გამოყენებებს შორის ინტერვალის გაზრდა ან პრეპარატის მოხსნა.

განსაკუთრებული მითითებები: ხანგრძილვი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება. ჰიპერმგრძნობელობის განვითარების პირველივე სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. პაციენტებში მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეტიკების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდისადმი. რბილი კონტაქტური ლინზების ტარებისას აუცილებელია ლინზების მოხსნა ინსტალაციამდე 5 წუთით ადრე და გაკეთება წამლის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება ორსულობის და ლატქციის პერიოდში შესაძლებელია, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პაციენტებისათვის, რომლებსაც აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მკაფიო მხედველობა, არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რომელიმე სხვა დანადგართან მუშაობა, რაც მოითხოვს მკაფიო მხედველობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ნოვოკაინთან და დიკაინთან კომბინირებული გამოყენება ამცირებს პრეპარატის ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს, აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა ვერცხლის მარილებთან მისი კომბინირებული გამოყენებისას.

გამოშვების ფორმა: 5მლ პოლიეთილენის ფლაკონ-საწვეთურები.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტეპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ ფლაკონის შიგთავსი გამოყენებული უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში.

აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.

სამკურნალო ფორმა: 20%-ანი თვალის წვეთები.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაცევტული პროდუქტის****სავაჭრო დასახელება

ალბუციდი-DF®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სულფაცეტამიდი

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 20%, 10 მლ

შემადგენლობა**:**

20 % 1 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის სულფაცეტამიდს –0,2 გ

დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის თიოსულფატი-0,0015 გ, ქლორწყალბადის მჟავას ხსნარი 1 M PH 7.5-8.5-მდე, საინექციო წყალი 1.0-მდე

აღწერა

უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

თვალის დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ანტიმიკრობული პრეპარატები. სულფონამიდები. სულფაცეტამიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას სულფანილამიდების Cmax რქოვანაში (დაახლოებით 3 მგ/მლ), წინა საკნის სითხეში (დაახლოებით 0,5 მგ/მლ) და ირისში (დაახლოებით 0,1 მგ/მლ) მიიღწევა პირველი 30 წუთის განმავლობაში აპლიკაციის შემდეგ. გარკეული რაოდენობა (0,5 მგ/მლ-ზე ნაკლები) ინახება თვალის კაკლის ქსოვილებში 3-4 საათის განმავლობაში. რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებისას სულფანილამიდების პენეტრაცია ძლიერდება.

ფარმაკოდინამიკა

ალბუციდი-DF®–ფართო სპექტრის მოქმედების სულფანილამიდური ანტიბაქტერიული პრეპარატია. გააჩნია ბაქტერიოსტატული ეფექტი, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, Escherichia coli, Shigella spp, Vibrio cholera, Clostridium perfringens, Bacillus anthracis, Corynebaterium diphtheria, Yersinia pestis, Chlamidya spp, Actinomyces israelii, Toxoplasma gondii-s მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარაამინობენზოის მჟავას კონკურენტული ანტაგონიზმით (ПАБК) და დიჰიდროპტეროატსინთეტაზას კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლის მჟავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინული და პირიმიდინული ფუძეების სინთეზისთვის. ამის შედეგად ირღვევა ბაქტერიული უჯრედების ნუკლეინური მჟავების (დნმ და რნმ) სინთეზი და ფერხდება მათი გამრავლება.

გამოყენების ჩვენებები

- რქოვანას ჩირქოვანი წყლულები

- ინფექციური კონიუნქტივიტები

- ბლეფარიტები

- თვალის გონორეული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა ახალშობილებსა და მოზრდილებში

- ბლენორეას პროფილაქტიკა ახალშობილებში

- ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა თვალებზე ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

გამოყენების წესი და დოზირება** **

თვალების ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის :

- მოზრდილებში თვალში იწვეთება ალბუციდი- DF® 20% ან 30% ხსნარი 1-2 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის გაქრობის შემდეგ იწვეთებენ 1-2 წვეთს 3-ჯერ დღეში.

- 1 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოიყენება ალბუციდი- DF® 20% ხსნარი 1-2 წვეთი 4-5 ჯერ დღეში, მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის გაქრობის შემდეგ იწვეთება 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

ბლენორეას პროფილაქტიკისათვის ახალშობილებში თითოეულ თვალში უშუალოდ დაბადების შემდეგ აწვეთებენ პრეპარატის 20% ხსნარის 2 წვეთს, შემდეგ 2 წვეთს 2 საათის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება

- გაწითლება, მჭრელი ტკივილი, ცრემლდენა

- ქავილი, ქუთუთოების შეშუპება

- ხანმოკლე წვა

- ადგილობრივი ალერგიული რეაქციები

მიმართეთ თქვენს ექიმს _,_თუ _ _გაქვთ რომელიმე _ _გვერდითი მოვლენა _._ასევე მიმართეთ ექიმს _,_თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს _,_რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

არ შეიძლება ალბუციდი-DF®-ის გამოყენება ნოვოკაინთან, დიკაინთან, ანესთეზინთან ერთად ბაქტერიოსტატული ეფექტის შემცირების გამო.

დიფენინი, პარაამინოსალიცილის მჟავა, სალიცილატები აძლიერებენ ალბუციდი-DF®-ის ტოქსიკურობას; არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულენტებთან გამოყენებისას იზრდება უკანსაკნელების სპეციფიური აქტივობა. ალბუციდი-DF®-ისF® ადგილობრივი გამოყენებისას შეუთავსებადია ვერცხლის მარილებთან.

განსაკუთრებული მითითებები

აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება, რომ ჩაწვეთებისას ფლაკონი-საწვეთურის წვეტი არ შეეხოს სხვა საგნებს ან ზედაპირებს.

ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონი-საწვეთური მჭიდროდ დახუფეთ თავსახურით!

ქსოვილების გაღიზიანების განვითარებისას ინიშნება ხსნარები მცირე კონცენტრაციით.

პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების (ჰიდროქლორთიაზიდის), სულფონილშარდოვანას წარმოებულების (გლიბენკლამიდის), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების (დიაკარბის) მიმართ, შეიძლება გააჩნდეთ მომატებული მგრძნობელობა ალბუციდი- DF®-ის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აჭარბებს რისკს ნაყოფისათვის და ჩვილისთვის.

სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას პრეპარატი მიიღება სიფრთხილით, გვერდითი მოქმედების გათვალისწინებით.

ჭარბი დოზირება

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 % პრეპარატის 10 მლ პოლიეთილენის პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურებში, დახუფული პოლიპროპილენის პლასტმასის თავსახურით. თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენების ვადა – 10 დღე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ნატრიუმის სულფაცეტამიდი 300 მგ/მლ;

გამოყენების ჩვენებები:
კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ.
თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები:
ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქომის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

უკუჩვენებები:
ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.

ჭარბი დოზა:
პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

გაფრთხილებები:
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.

შენახვა:
ინახება 8-25რC ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ალბუციდი 20% 5მლ #1ფლ
  • სახელი: ალბუციდი 20% 5მლ #1ფლ
Aversi 2.48 ლ
ალბუციდი 30% 10მლ #1ფლ
  • სახელი: ალბუციდი 30% 10მლ #1ფლ
Aversi 2.28 ლ
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 5მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 5მლ ფლაკონი #1
GPC 2.3 ლ
ალბუციდი 20% 5მლ ფლ DENTAFILL
  • სახელი: ალბუციდი 20% 5მლ ფლ DENTAFILL
PSP 1.85 ლ
Albucide - ალბუციდი 30% თვალის წვეთი ფლაკონი 10 მლ
  • სახელი: Albucide - ალბუციდი 30% თვალის წვეთი ფლაკონი 10 მლ
PSP 2.08 ლ
Albucide - ალბუციდი 20% 10მლ
  • სახელი: Albucide - ალბუციდი 20% 10მლ
PSP 1.4 ლ
ალბუციდი 20% 5მლ ფლ
  • სახელი: ალბუციდი 20% 5მლ ფლ
PSP 2.24 ლ
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 30% 10ლ ფლაკონი #1
  • სახელი: ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 30% 10ლ ფლაკონი #1
Pharmadepot 2.3 ლ
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1
Pharmadepot 2.3 ლ
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 30% 10ლ ფლაკონი #1
  • სახელი: ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 30% 10ლ ფლაკონი #1
GPC 2.3 ლ
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1
GPC 2.3 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა