ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ცეფლოქსი-ავერსი
(ციპროფლოქსაცინი)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ციპროფლოქსაცინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოგარსული
ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით _ 500;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, 500 მგ ციპროფლოქსაცინის ეკვივალენტურს. დამხმარე
ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის
სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემომგარსავი
ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის
დიოქსიდი (Е 171)).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 500 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ათქ-კოდი: J01MA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფლოქსი-ავერსი ფთორქინოლონების ჯგუფის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებაა.
პრეპარატი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. ციპროფლოქსაცინი
მიკრობის უჯრედში აინჰიბირებს ფერმენტ დნმ-ჰირაზას (II და IV ტოპოიზომერაზებს,
რომლებიც უზრუნველყოფს ქრომოსომული დნმ-ის სუპერსპირალიზაციას ბირთვული რნმ-ის
ირგვლივ), რის შედეგადაც ირღვევა ქრომოსომული ინფორმაციის ტრანსკრიფცია და დნმ-ის
ბიოსინთეზი, ბაქტერიის ზრდისა და გამრავლების პროცესი. პრეპარატი იწვევს
გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის, უჯრედული კედლისა და მემბრანების)
და ბაქტერიის უჯრედის სწრაფ კვდომას. ციპროფლოქსაცინის დაბალი ტოქსიკურობა
მაკროორგანიზმის უჯრედებისადმი აიხსნება მათში დნმ-ჰირაზას არარსებობით.
ციპროფლოქსაცინი მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე
პროლიფერაციისა და მოსვენების ფაზებში, გრამდადებით მიკროორგანიზმებზე _ მხოლოდ
პროლიფერაციის ფაზაში.
in vitro ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა: Acinobacter calcoaceticus,
Aeromonas caviae, Aeromonas hydrophyla, Alcaligenes spp., Brucella melitensis,
Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, Citrobacter
diversus, Citrobacter freundii, Corynebacterium diphtheriae, Edwardsiella
tarda, Enterobacter aeorogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli,
Flavobacterium spp., Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus
parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca,
Legionella pneumophila, Listeria monocytogenes, Moraxella (Branhamella)
catarrhalis, Morganella morganii, Mycobacterium kansasii, Mycobacterium
tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Neisseria gonorrhoeae, Neisseria
meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus
mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii,
Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Salmonella enteritidis, Serratia
marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus aureus,
Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus
hominis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae, Streptococcus
faecalis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Vibrio cholerae,
Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica.
პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა: Enterococcus faecalis, Gardnerella
spp., Mycobacterium avium intracellulare, Mycoplasma hominis, Peptococcus,
Peptostreptococcus, Streptococcus pneumoniae.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია: Bacteroides spp., Clostridium difficile,
Corynebacterium spp., Nocardia asteroides, Pseudomonas (Burkholderia) cepacia,
Pseudomonas maltophilia, Stenotrophomonas maltophilia-ს ზოგიერთი შტამი,
Streptococcus faecium, Treponema pallidum, Ureaplasma urealyticum.
ზოგიერთ შემთხვევაში ცეფლოქსი-ავერსი აქტიურია მიკროორგანიზმთა იმ შტამების
მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია ფთორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი.
ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ფთორქინოლონებს შორის ჯვარედინი
რეზისტენტობა არსებობს. რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის მიმართ ნელა და
თანდათანობით ვითარდება (“მრავალსაფეხურიანი” ტიპი). ჯვარედინი რეზისტენტობა
პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებსა და ამინოგლიკოზიდებთან არ აღინიშნება.
მჟავე არეში პრეპარატის აქტივობა მცირდება.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ციპროფლოქსაცინი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად
შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბცია ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავსა და
მლივ ნაწლავში ხდება. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 70–80%. მაქსიმალური
კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1–1.5 სთ-ში მიიღწევა და 250, 500 და 750
მგ ციპროფლოქსაცინის მიღებისას შესაბამისად 0.1, 0.2 და 0.4 მკგ/მლ-ს შეადგენს.
საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ ბიოშეღწევადობასა და Cmax-ს არ ცვლის.
პრეპარატის 20–40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
განაწილება: ციპროფლოქსაცინი კარგად აღწევს ქსოვილებში, სითხეებსა და უჯრედებში.
პრეპარატი მაღალ კონცენტრაციას (რომელიც აღემატება კონცენტრაციას სისხლის შრატში)
ქმნის თირკმლებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაღველში, ნუშისებრ ჯირკვლებში,
ფილტვებში, ბრონქებისა და სინუსების ლორწოვან გარსში, ბრონქულ სეკრეტში, ქალის
სასქესო ორგანოებში, წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე სითხეში, შარდში, ფაგოციტურ
უჯრედებში (პოლინუკლეარები, მაკროფაგები). ციპროფლოქსაცინი ასევე აღინიშნება
კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთებში, ძვლებში, ხრტილებში, თვალის წინა საკანში,
ნერწყვში, პლევრაში, პერიტონეუმში, ლიმფაში. ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია
ნეიტროფილებში 2_7-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლის შრატში. პრეპარატი მცირე რაოდენობით
აღწევს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში
არსებული კონცენტრაციის 6_10%-ს შეადგენს. ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია თავ-
ზურგ-ტვინის სითხეში ტვინის გარსების ანთების დროს შრატში არსებული კონცენტრაციის
14_37%-ს შეადგენს. პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს. ციპროფლოქსაცინის
განაწილების მოცულობა (Vd) არის 2_3 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი: პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში (15_30%) ნაკლებად აქტიური
მეტაბოლიტების (დიეთილციპროფლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი,
ოქსოციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი) წარმოქმნით.
გამოყოფა: ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 3–5 სთ-ია.
პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი
სეკრეციის გზით): 40_50% _ უცვლელი სახით, 15% _ მეტაბოლიტების სახით. თირკმლის
კლირენსია 3_5 მლ/წთ, საერთო კლირენსი _ 8_10 მლ/წთ. ნაწლავებით უცვლელი სახით
გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 20%, მეტაბოლიტების სახით _ დაახლოებით 5_6%.
ციპროფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
500 მგ პრეპარატის 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მიღებისას კუმულაცია არ
აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: ღვიძლის ქრონიკული ციროზის
დროს ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე
პაციენტებში T1/2 გაზრდილია 12 სთ-მდე.
ჩვენება:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი
დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული
ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი;
• LOR-ორგანოების ინფექციები: შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სინუსიტი,
მასტოიდიტი, ტონზილიტი;
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და
სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, ინტრაპერიტონეალური აბსცესი, პერიტონიტი,
სალმონელოზი, მუცლის ტიფი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელოზი, ქოლერა;
• თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ტუბულარული
აბსცესი, ცისტიტი;
• მცირე მენჯისა და სასქესო ორგანოების ინფექციები: პროსტატიტი, ადნექსიტი,
სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი;
• ვენერული დაავადებები: გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული ჭრილობა, წყლული,
დამწვრობა, აბსცესი, ფლეგმონა;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი;
• ბაქტერიემია, სეპტიცემია, მძიმე ინფექციები იმუნოდეფიციტისა და ნეიტროპენიის
ფონზე, ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და
დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ინფექციური პროცესის ლოკალიზაციაზე, ავადმყოფობის
სიმძიმის ხარისხზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, თირკმლის ფუნქციასა და ორგანიზმის
საერთო მდგომარეობაზე.
ცეფლოქსი-ავერსი ინიშნება პერორალურად 250_750 მგ 2-ჯერ დღეში. ციპროფლოქსაცინი
მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება არ
არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ციპროფლოქსაცინის უზმოზე მიღება აჩქარებს
აბსორბციას.
მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 7_14 დღეს შეადგენს. სიმპტომების გაქრობის
შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 3 დღე.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს ინიშნება 250_500 მგ ციპროფლოქსაცინი
2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევებში _ 750 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის
ხანგრძლივობაა 7_10 დღე.
LOR-ორგანოების ინფექციების დროს ინიშნება 500_750 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ
დღეში (მაგ., მწვავე სინუსიტის დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 10
დღის განმავლობაში).
ინტრააბდომინალური ინფექციების (მაგ., ენტერიტი, მძიმედ მიმდინარე კოლიტი) დროს
ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 7_14 დღის განმავლობაში.
ინფექციური დიარეის სამკურნალოდ ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 5_7
დღის განმავლობაში (ზოგჯერ 14 დღემდე).
სალმონელას მატარებლებში ინიშნება 750 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 2–4 კვირის
განმავლობაში.
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს ინიშნება 250
მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 3_5 დღის განმავლობაში. უროგენიტალური ტრაქტის
გართულებული ინფექციების დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 1–2 კვირის
განმავლობაში.
ქრონიკული პროსტატიტის დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 4_6
კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება
გახანგრძლივდეს.
გინეკოლოგიური დაავადებების დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში
7_14 დღის განმავლობაში.
გონორეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 250_500 მგ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადად
მიღება.
რბილი შანკრის დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი
2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევებში _ 750 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის
ხანგრძლივობაა 7_14 დღე.
ძვლებისა და სახსრების ინფექციების (მაგ., ოსტეომიელიტი) დროს ინიშნება 500 მგ
ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 4_6 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში
მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს (ოსტეომიელიტის დროს არა უმეტეს 2 თვისა).
პოსტქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 500_750 მგ
ციპროფლოქსაცინი ოპერაციამდე 30_60 წთ-ით ადრე.
სტრეპტოკოკული ინფექციების დროს გვიანი გართულებების საშიშროების გამო, ასევე
ქლამიდიური ინფექციების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღისა.
იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობა გრძელდება ნეიტროპენიის მთელი
პერიოდის განმავლობაში.
დაავადების ძალზე მძიმე მიმდინარეობისა და გამომწვევის დაბალი მგრძნობელობის დროს
შესაძლებელია 500 მგ ციპროფლოქსაცინის 3-ჯერ დღეში დანიშვნა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა
საშუალო სადღეღამისო დოზის ნახევარს შეადგენს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატი
ინიშნება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) | დოზა
---|---
50 | დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი
30-50 | 250-500 მგ 12 სთ-ში ერთხელ
5-29 | 250-500 მგ 18 სთ-ში ერთხელ
ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება 250_500 მგ ციპროფლოქსაცინი ერთხელ დღეში დიალიზის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აბდომინალური
ტკივილი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური
სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის დაავადება აქვთ
გადატანილი), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე
ფოსფატაზასა და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ბილირუბინის დონის
გაზრდა;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ოფლიანობა,
შფოთვა, ტრემორი, ქალას შიდა წნევის მომატება, პერიფერიული პარალგეზია, უძილობა,
ღამის კოშმარები, ცნობიერების არევა, დეპრესია, ჰალუცინაციები და სხვა ფსიქოზური
რეაქციები, სინკოპე, შაკიკი, ცერებრული არტერიების თრომბოზი;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების, მხედველობის
დარღვევა (დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა), ყურებში შუილი, სმენის
დაქვეითება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული
ჰიპოტენზია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია,
ნეიტროპენია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ართრალგია, ართრიტი,
ტენდოვაგინიტი, მყესების გაგლეჯა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრისტალურია, ინტერსტიციული ნეფრიტი,
გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია, შარდოვანასა და
კრეატინინის დონის გაზრდა;
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის
სინდრომი;
სხვა: საერთო სისუსტე, ფოტოსენსიბილიზაცია, კანდიდოზი.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფთორქინოლონების ჯგუფის სხვა
პრეპარატების მიმართ;
• ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცეფლოქსი-ავერსისა და სუკრალფატის, ციმეტიდინის, რანიტიდინის, დიდანოზინის,
ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ასევე მაგნიუმის, ალუმინის, კალციუმის შემცველი
ანტაციდური საშუალებების, რკინის, თუთიისა და ბისმუთის იონების შემცველი
პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ციპროფლოქსაცინის აბსორბცია მცირდება.
ამიტომ ცეფლოქსი-ავერსი ინიშნება ამ პრეპარატების მიღებამდე 1_2 სთ-ით ადრე ან
მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ანტაციდებზე, რომლებიც
Н2-რეცეპტორების ბლოკატორთა კლასს მიეკუთვნება.
ცეფლოქსი-ავერსი ამცირებს მიკროსომული დაჟანგვის პროცესების აქტივობას
ჰეპატოციტებში, ზრდის თეოფილინისა და სხვა ქსანთინების (მაგ., კოფეინი)
ნახევარგამოყოფის პერიოდსა და მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს ამ
პრეპარატების გვერდითი ეფექტების გაძლიერებას. ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის
ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თეოფილინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის
პლაზმაში და მისი დოზის ადეკვატური შემცირება.
ცეფლოქსი-ავერსისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ვარფარინისა და
სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება
პროთრომბინული ინდექსის შემცირება.
ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება
ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური მოქმედება. ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებს,
რომლებიც ერთდროულად იღებენ ციპროფლოქსაცინსა და ციკლოსპორინს, სისხლის შრატში
კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა აღენიშნებათ, რის გამოც საჭიროა ამ მაჩვენებლის
რეგულარული (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.
ცეფლოქსი-ავერსისა და გლიბენკლამიდის ურთიერთქმედებისას შესაძლებელია
გლიბენკლამიდის მოქმედების გაძლიერება, რაც ჰიპოგლიკემიით გამოიხატება.
ცეფლოქსი-ავერსისა და პრობენეციდის ერთდროული გამოყენებისას იზრდება
ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, რაც სისხლის პლაზმაში მისი
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს ამცირებს. ამავე დროს ციპროფლოქსაცინის
ბიოშეღწევადობა არ იცვლება.
ცეფლოქსი-ავერსისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების
(აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების
განვითარების რისკი.
ცეფლოქსი-ავერსის აქტივობა იზრდება ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან,
ამინოგლიკოზიდებთან, ვანკომიცინთან, კლინდამიცინთან, მეტრონიდაზოლთან ერთდროული
გამოყენებისას.
ცეფლოქსი-ავერსის გამოყენება შეიძლება აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან
კომბინაციაში Pseudomonas spp.-ს მიერ გამოწვეული ინფექციების დროს;
მეზლოცილინთან, აზლოცილინთან და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში
_ სტრეპტოკოკული ინფექციების დროს; იზოქსაზოლპენიცილინებთან და ვანკომიცინთან
კომბინაციაში _ სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და
კლინდამიცინთან კომბინაციაში _ ანაერობული ინფექციების დროს.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს.
ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შექცევადი
ტოქსიკური ზემოქმედება თირკმლის პარენქიმაზე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამომწვევი პრეპარატების გამოყენება,
დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, შარდის მჟავე რეაქციის შექმნა, მაგნიუმისა და
კალციუმის იონების შემცველი ანტაციდების (ციპროფლოქსაცინის აბსორბციის
შესამცირებლად) დანიშვნა, თირკმლის ფუნქციის კონტროლი, დამატებით _ ჰემოდიალიზი
ან პერიტონეალური დიალიზი (რის შედეგადაც გამოიყოფა პრეპარატის მხოლოდ 10%),
სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცეფლოქსი-ავერსის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პრეპარატი
გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების
შეწყვეტა.
გამოყენების თავისებურებები:
ცეფლოქსი-ავერსი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების
ათეროსკლეროზის დროს, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, ინსულტის,
კრუნჩხვის სინდრომის, ეპილეფსიის, ფსიქიკური დაავადებების,
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის, თირკმლის ან/და ღვიძლის გამოხატული
უკმარისობის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ მძიმე და
ხანგრძლივი დიარეის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანოზული კოლიტის
დიაგნოზის გამორიცხვა, რომელიც პრეპარატის დაუყოვნებელ მოხსნასა და შესაბამისი
მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს.
მყესების ტკივილის შემთხვევაში ან ტენდოვაგინიტის პირველი ნიშნების
განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, რადგან ფთორქინოლონებით
მკურნალობის დროს მყესების ანთებისა და გაგლეჯის ცალკეული შემთხვევებია აღწერილი.
ცეფლოქსი-ავერსით მკურნალობის პერიოდში კრისტალურიის განვითარების თავიდან
ასაცილებლად დაუშვებელია რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ნორმალური
დიურეზისა და შარდის მჟავე რეაქციის შესანარჩუნებლად საჭიროა დიდი რაოდენობით
სითხის მიღება.
ცეფლოქსი-ავერსით მკურნალობის პერიოდში შესაძლო ფოტოსენსიბილიზაციის გამო საჭიროა
მზის სხივებისათვის თავის არიდება.
საჭიროა თავის არიდება ციპროფლოქსაცინისა და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტების
(რძე, იოგურტი, კალციუმის გაზრდილი შემცველობის წვენები) ერთდოული მიღებისაგან.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ციპროფლოქსაცინი აქვეითებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რაც ხელს უშლის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან
მუშაობას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთდროულად გამოყენებისას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ
ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება
დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
20 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა