მიკოსანი - Mycosan
მიკოსანი - Mycosan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

**მიკოსანი/Mycosan - კლინიკურად გამოცდილი ნაკრები, ფრჩხილის სოკოს

სამკურნალოდ (Სამედიცინო მოწყობილობა)**

უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის და ბავშვებისთვის 4 წლიდან ზემოთ

გამოშვების ფორმები:

5 მლ-იანი ნაკრები ერთი დაზიანებული ფრჩხილის დასამუშვებლად

10 მლ-იანი ნაკრები რამდენიმე დაზიანებული ფრჩხილის სამკურნალოდ

გამოყენების ინსტრუქცია

მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო ნაკრები განკუთვნილია სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (თეთრი ზედაპირული ონიქომიკოზი (WSO) და დისტალური გვერდითი სუბუნგალური ონიქომიკოზი (DLSO)), რომელიც გამოწვეულია ისეთი სოკოებით როგორიცაა T. rubrum, T. mentagrophytes და E. floccosum.

ონიქომიკოზი - ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ფრჩხილის გასქელებას, ფერის შეცვლას და ფრჩხილის ფირფიტის გაფხვიერებას. აუცილებელია სოკოთი დაზიანებული ფრჩხილის მკურნალობა და შემდგომი პრევენცია, რომ თავიდან იქნეს აცილებული რეციდივი, რეინფექცია და მდგომარეობის გაუარესება.

დანიშნულება

მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო ნაკრები განკუთვნილია ფრჩხილის ზედაპირზე ბარიერული აპკის შესაქმნელად, რომელიც აფერხებს იმ სოკოების ზრდას, რომელიც აზიანებს ფრჩხილს და ფეხის თითებს.

მიკოსანი უპირატესობა:

• მიკოსანი შრატი: კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობა ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ

• პრეციზიული, ზუსტი ფუნჯი: ძნელად მისადგომი ადგილებისთვის და ზუსტი დოზით დასაფარად

• ფრჩხილის ქლიბი 10 ცალი: უკეთესი ეფექტურობისთვის. გაქლიბვის შედეგად შრატი უკეთ აღწევს სოკომდე

• გამოყენება: უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და ასევე, ბავშვებში 4 წლიდან ზემოთ

მიკოსანი ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ნაკრები:

  1. პრეციზიული, ზუსტი ფუნჯი - მიკოსანის შრატის მიზანმიმართული აპლიკაციის შესაძლებლობა ძნელად მისადგომ ადგილებში

  2. 10 ცალი ფრჩხილის ქლიბი - ოპტიმალური და საუკეთესო შედეგისთვის

  3. სამკურნალო ცხრილი - მკურნალობის ეფექტურობის გასამარტივებლად და დასახმარებლად

მიკოსანი ფრჩხილის სოკოს შრატს აქვს სამმაგი ეფექტი:

1. ეფექტურია - მისი მიზანმიმართული მოქმედება აჩერებს ფრჩხილის დამაზიანებელი სოკოების განვითარებას

  1. აღადგენს ფრჩხილს - ღრმად აღწევს ფრჩხილში და აღადგენს ფრჩხილის ბუნებრივ სტრუქტურას

  2. აუმჯობესებს ფრჩხილის გარეგნულ იერსახეს - აღადგენს ფრჩხილის ბუნებრივ შეფერილობას

მიკოსანის შრატის შემადგენლობა:

წყალი, ჭვავის ფერმენტის ფილტრატი, პენტილენ გლიკოლი, დიმეთილიზოსორბიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა

გამოყენების ინსტრუქცია

შრატის გამოყენებამდე გაისუფთავეთ და გაიშრეთ ფრჩხილები. ფრჩხილის ლაქი და ნებისმიერი სხვა საშუალებაც უნდა მოიცილოთ. გაიქლიბეთ ფრჩხილი, დაიტანეთ მიკოსანის ფრჩხილის სოკოს სამკურნალო საშუალება და აცადეთ გაშრეს.

მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო საშუალების გამოყენების თანამიმდევრული პროცესი

1. გაქლიბვა

2. შრატის აპლიკაცია

  1. გაშრობა

რა არის ფრჩხილის სოკო?

ფრჩხილის სოკო ანუ ონიქომიკოზი არის ინფექცია, რომელიც იწვევს მის თანდათანობით განადგურებას. ამ პროცესს თან ახლავს ფრჩხილის ფერის ცვლილება, გასქელება და ფრჩხილის ფირფიტის გაფხვიერება-დაშლა. შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, განსაკუთრებით სიარულისას. მკურნალობის გარეშე, ინფექცია შესაძლებელია გავრცელდეს სხვა ფრჩხილებზე, გადავიდეს სხვა ფეხზე და გადაედოს სხვასაც.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის სოკო?

ფრჩხილის სოკოს გაჩენას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: მიკროტრავმები, სინთეტიკური წინდების ტარება, ვიწრო ფეხსაცმელი, სპორტის გარკვეული სახეობები, მათ შორის ცურვა, ლაშქრობა ან მარათონული სირბილი და, ზოგადად, ყველა სიტუაცია, რომლის დროსაც ფეხები მიდრეკილია ოფლიანობის, მაცერაციის და ტენიანობისკენ. ფრჩხილის სოკო არის კანის წინასწარი ინფიცირების შედეგი, როგორც მაგალითად, ტერფის ეპიდერმოფიტია ანუ ათლეტის ფეხი. სინამდვილეში, არანამკურნალებმა სოკოვანმა ინფექციამ ან ბოლომდე არ მიყვანილმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გავრცელება და გამოიწვიოს ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის კატეგორია, ვინც უფრო მეტად იმყოფება ინფიცირების რისკის ქვეშ, ეს გახლავთ დიაბეტით დაავადებული პაციენტები, ასევე, სისხლის მიმოქცევის დარღვევის და განსაკუთრებული პროფესიის მქონე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მოითხოვს მჭიდრო ფეხსაცმლის ტარებას. თუ პრობლემა გახანგრძლივდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შეიძლება სოკოვანი ინფექციის მკურნალობა?

როდესაც ფრჩხილი ზიანდება სოკოთი, მისი აღდგენის პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივ დროს მოითხოვს. დაზიანებული ფრჩხილის ჯანსაღით ჩანაცვლება შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე გაგრძელდეს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ფრჩხილის მდგომარეობის გაუარესების პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე, დაიწყოთ მკურნალობა მიკოსანი ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო შრატით, როგორც მითითებულია დანართში წარმატებული შედეგისთვის. ფრჩხილის სოკოს მკურნალობა, პირველ რიგში, მოიცავს დაზარალებულ ფრჩხილში სოკოს გავრცელების შეფერხებას, შემდეგ კი ჯანსაღი ფრჩხილის ზრდის უზრუნველყოფას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ინფიცირების ყველა რისკის შემცირება მიმდებარე ფრჩხილებში.

აქტიური მკურნალობა: დაასრულეთ მკურნალობა წარმატებული შედეგისთვის!

წაისვით შრატის ერთი წვეთი დღეში ორჯერ ოთხი კვირის განმავლობაში დაზიანებულ ფრჩხილზე (ერთი წვეთი საკმარისია). დატოვეთ გასაშრობად ერთი წუთის განმავლობაში. ოთხი კვირის შემდეგ წაისვით მიკოსანი ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო შრატი დღეში ერთხელ და განაგრძეთ მკურნალობა, სანამ დაზიანებული ფრჩხილი არ ჩანაცვლდება ჯანსაღით. ყურადღება! ნაზად გამოწურეთ ტუბი.

გაქლიბვა ძალიან მნიშვნელოვანია! ფრჩხილის შრატით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოიყენეთ ქლიბი და მოაშორეთ დაზიანებულ ფრჩხილს შესქელებული უბნები, ქლიბი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. ფრჩხილის გაქლიბვით შესაძლებელი იქნება მიაღწიოთ ოპტიმალურ შედეგს, რადგან შრატი უკეთ შეაღწევს ფრჩხილის ფირფიტაში და მოხდება სრული პენეტრაცია.

ყურადღება! ფრჩხილის ქლიბი გამოიყენეთ ერთჯერადად, განმეორებით არ გამოიყენოთ!!! ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მიკოსანი ფრჩხილის სამკურნალო შრატით მკურნალობის გრაფიკი

· წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დაიცვათ მკურნალობის გრაფიკი თანმიმდევრულად.

· გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული გრაფიკი, რათა თვალყური ადევნოთ თქვენი ფრჩხილის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

· მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესება შეიძლება არც ისე შესამჩნევი იყოს პირველ თვეში, ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არ მოქმედებს. ადამიანის ფრჩხილები ნელა იზრდება და ამიტომ დაზიანებული ადგილის ჯანსაღი ფრჩხილით ჩანაცვლებას შეიძლება 6-დან 9 თვემდე დასჭირდეს. უმკურნალეთ ფრჩხილს თანმიმდევრულად და დააკვირდით თქვენს პროგრესს ფრჩხილის შაბლონით.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა თუკი შეამჩნევთ გაღიზიანებას ან გამწვავების ნიშნებს. თუ პრობლემა კვლავ შენარჩუნებულია 6 თვის მკურნალობის შემდეგაც, მაშინ მიმართეთ მკურნალ ექიმს. თუკი რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ მწარმოებელს ან დისტრიბუტორს, რომელთა საკონტაქტო ინფრომაცია მითითებულია შეფუთვაზე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

· მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

· ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიკოსანი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ნებართვით

· შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

· არ გამოიყენოთ მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო შრატი, თუკი თქვენთვის წინასწარ ცნობილია რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე ალერგია

· მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო შრატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, რომ არ მოხდეს სხვისი ინფიცირება

· ნაზად გამოდევნეთ წამალი ტუბიდან და დაახურეთ თავსახური გამოყენების შემდეგ

რეკომენდაციები მიკოსანი ფრჩხილის სოკოს სამკურნალო ნაკრების ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის

• გაიმშრალეთ ხელები და ფეხები დაბანის შემდეგ, ასევე მიდამო თითებს შორის

• მოკლედ მოიჭერით ფრჩხილები და მოერიდეთ კვნეტას. ფრჩხილების მოკვნეტა აადვილებს სოკოთი ინფიცირებას

• ატარეთ აბსორბენტი წინდები, რათა ფეხები მშრალად გქონდეთ. რეგულარულად შეიცვალეთ ისინი მომატებული ოფლიანობის შემთხვევაში

• რეგულარულად შეცვალეთ ფეხსაცმელი და გაანიავეთ, რომ შუალედში კარგად გაშრეს. მოერიდეთ სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარებას

• შეარჩიეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც არ არის ძალიან ვიწრო ან ძალიან მჭიდრო, რაც თქვენს ფეხებს სუნთქვის საშუალებას აძლევს

• ყოველთვის ატარეთ საკუთარი ჩუსტები მაღალი რისკის მქონე საზოგადოებრივ ადგილებში (გასახდელები, აუზები, საუნები და ა.შ.)

• კანის სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში (მაგ. სპორტსმენის ფეხი) უმკურნალეთ სოკოს საწინააღმდეგო კრემით. ამ ტიპის ინფექციის დროს ასევე რეკომენდებულია წინდების და ფეხსაცმლის სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილით დამუშავება და ცალკე პირსახოცის გამოყენება

შენახვის ვადა და პირობები

განკუთვნილია ერთი პაციენტისთვის და მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოარიდეთ ტუბი პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას

მიკოსანის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადისა.

უსაფრთხოა დიაბეტიანი პაციენტებისთვის

შეფუთვის ნომერი და ვარგისიანობის ვადა: იხილეთ ყუთსა და ტუბზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ გადაყარეთ ტუბი, ლეფლეტი და ყუთი, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ურბანული ნარჩენი

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა