ტერბისილი - Terbisil
ტერბისილი - Terbisil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტერბიზილი 1%-იანი კრემი
(Terbisil)

გენერიული დასახელება:
ტერბინაფინი

წამლის ფორმა:
კრემი, გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა :
ტერბიზილის 1%-იანი კრემი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მწვავე ნატრიუმი, ბენზილის სპირტი, მონოსტეარატის სორბიტანი, ცეტილ-პალმიტატი, ცეტილის სპირტი, ცეტილ-სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი, დემინერალიზირებული წყალი.

ჩვენებები :
ტერბიზილის კრემი გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებების სამკურნალოდ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენება :
ტერბიზილის კრემი არ გამოიყენება პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება:
ტერბიზილის 1%-იანი კრემი გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. კრემი დღეღამეში 1-2-ჯერ ჩვეულებრივ თხელ ფენად დაიტანება წინასწარ გასუფთავებული მშრალი კანის ზედაპირზე, მსუბუქი შეზელვით. სარძევე ჯირკვლების მიდამოში, თითებს შორის, დუნდულოებისა და საზარდულის ნაკეცებში კრემის გამოყენება შესაძლებელია დამცავი ნახვევის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა იწვევს ინფექციის რეციდივს.
პრეპარატის მიღებიდან 1-2 კვირის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია შედარებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი. ახალი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია (მაგალითად, დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).
**
განსაკუთრებული მითითებანი:**
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად! მისი თვალის ლორწოვანი გარსზე გამოყენება დაუშვებელია. თვალის მიდამოში მისი შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით დაბანა, გამწვავების შემთხვევაში სასურველია ოკულისტის კონსულტაცია.
კრემის ყოველი გამოყენებისას რეკომენდებულია ხელების დაბანა.

გვერდითი მოვლენები:
მკურნალობისას მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე ან ქავილი. აღნიშნული ეფექტის განვითარების დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ზემოთაღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს და მკურნალობის დამთავრებისთანავე ქრება.
ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!

შენახვის პირობები:
ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა:
15გ. ტუბი 1 ცალი

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება
ს.ს.გედეონ რიხტერი
ბუდაპეშტი, უნგრეთი

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი .......... 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ულტრაამილოპექტინი, სილიციუმის ჰიდროფილური კოლოიდური ორჟანგი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები**:**

  • პრეპარატს იყენებენ კანის, თავის თმიანი ნაწილის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

სოკოს იდენტიფიკაციის ჩატარება მიზანშეწონილია წინასწარი ლაბორატორიული კვლევით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ძირითადად ინიშნება პრეპარატის 1 ტაბ. (250 მგ) დღე-ღამეში.

ტერბიზილ 250 მგ ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის დადგენა ხდება ექიმის მიერ. იგი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და მის სიმძიმეზე. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტით შესაძლებელია დაავადების რეციდივის განვითარება.

ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დროს პრეპარატის მიღება საჭიროა ჯანმრთელი ფრჩხილის მოცილებამდე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი დასნებოვნება (მაგ. დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).

ტაბლეტების მიღება წარმოებს ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტის მიღების დავიწყებისას შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე 4 სთ-ზე მეტი დროის დარჩენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მიღება. მაგრამ 4 სთ-ზე ნაკლები დროის დარჩენის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტის შემდეგ მიღებამდე დაცდა.

გვერდითიმოვლენები:

♦ პრეპარატი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, მუცლის ქვედა არეში ტკივილი, დიარეა, მადის დაკარგვა, კანზე გამონაყარი, გემოს შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება.

♦ იშვიათად - სახსრების და კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და მკურნალობის შემდეგ მალევე ქრება.

♦ ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარება, ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ.

უკუჩვენებები**:**

  • პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

  • ორსულობა და ლაქტაცია;

  • პრეპარატის გამოყენება ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა 4 კგ-ზე ნაკლებია მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებულიმითითები:

◄ ტერბიზილი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

◄ გულისრევის, მადის დაკარგვის, ყელის ტკივილის, ტემპერატურის მომატების, თვალის სკლერების და კანის ყვითლად შეფერვის, შარდის გამუქების ან ღია ფერის განავალის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბიდოზირება:

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მუცლის არეში ტკივილი.

ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება**:**

ტერბიზილთან სხვა პრეპარატების კომბინაციისას, მათი ურთიერთქმედების გამო, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვისპირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურამდე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის****ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდანგაცემისპირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტერბისილი 1% 15გ კრემი
  • სახელი: ტერბისილი 1% 15გ კრემი
Aversi 18.96 ლ
ტერბისილი 250მგ #28ტ
  • სახელი: ტერბისილი 250მგ #28ტ
Aversi 98.09 ლ
TERBISIL - ტერბისილი 250მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: TERBISIL - ტერბისილი 250მგ 28 ტაბლეტი
PSP 69.6 ლ
ტერბისილი 250მგ #28ტ(თურქ)
  • სახელი: ტერბისილი 250მგ #28ტ(თურქ)
Aversi 22.75 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა