ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
წამლის ფორმა**:**
მოყვითალო-ყავისფერი, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.
ფარმაკოლოგიური მოქმედება**:**
ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ჩვენება**:**
ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.
უკუჩვენება**:**
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.
მიღების წესი და დოზირება**:**
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
გვერდითი მოვლენები**:**
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები**: **ინახება გრილ, ბნელ ადგილას.
დინდგელის20მლსპირტიანიექსტრაქტი
შემადგენლობა
პრეპარატის 20 მლ-ის შემცველობაა
დინდგელი - 6,0 გ, ეთილის სპირტი - 20 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური****თვისებები
ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ჩვენებები
• კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
• ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• მიკოზი;
• ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
• პროსტატიტი.
მიღებისწესებიდა****დოზები
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის
ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე
განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ.
ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ
დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით,
იყენებენ საინჰალაციოდ - 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში
(დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით
ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ
პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს
(15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4
დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის
ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი
მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
გვერდითი****მოვლენები
დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.
შენახვისპირობებიდა****ვადები
ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქშიგაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ვარგისობისვადა: 3 წელი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
10.74 ლ | ||
|
10.57 ლ | ||
|
15 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა