ვალერიანი - Valerian
ვალერიანი - Valerian

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვალერიანს დაბარამბოს ექსტრაქტები პიტნით

შემადგენლობა
თითოეულიტაბლეტიაქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:

კატაბალახას ექსტრაქტი (Extractum Valerianae) - 0,025გ;
ბარამბოს ექსტრაქტი (Extractum Melissa) - 0,0125გ
პიტნის ზეთი (Oleum Menthae) - 0,0025გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.


ფარმაკოლოგიურიმოქმედება
კატაბალახასექსტრაქტს
ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება; ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ბარამბოს****ექსტრაქტს ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენი სეკრეციას.
პიტნის****ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედება, აწესრიგებს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ჩვენება
• ნერვული აგზნებადობა;
• უძილობა, ძილის დარღვევა.
• საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.


უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი****მოვლენები

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

მიღებისწესიდა****დოზირება

მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.

შეფუთვა
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.


ვარგისობისვადა: 3 წელი.


შენახვ****ა

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

კატაბალახას ფესვები და ფესურები/ Rhizoma cum Radicibus Valerianae

შემადგენლობა: კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარე ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება: გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს. კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიის და ფსიქოსთენიის მსუბუქი ფორმების, გულ-სისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადებების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადებებისას, კუჭისა და ნაწლავების სპაზმის დროს.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა