ვალერიანი+ბარამბო პიტნ - Valerian + Barambo Mint
ვალერიანი+ბარამბო პიტნ - Valerian + Barambo Mint

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვალერიანს დაბარამბოს ექსტრაქტები პიტნით

შემადგენლობა
თითოეულიტაბლეტიაქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:

კატაბალახას ექსტრაქტი (Extractum Valerianae) - 0,025გ;
ბარამბოს ექსტრაქტი (Extractum Melissa) - 0,0125გ
პიტნის ზეთი (Oleum Menthae) - 0,0025გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.


ფარმაკოლოგიურიმოქმედება
კატაბალახასექსტრაქტს
ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება; ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ბარამბოს****ექსტრაქტს ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენი სეკრეციას.
პიტნის****ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედება, აწესრიგებს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ჩვენება
• ნერვული აგზნებადობა;
• უძილობა, ძილის დარღვევა.
• საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.


უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი****მოვლენები

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

მიღებისწესიდა****დოზირება

მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.

შეფუთვა
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.


ვარგისობისვადა: 3 წელი.


შენახვ****ა

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვალერიანი+ბარამბო პიტნ#40ტ(ნეო
  • სახელი: ვალერიანი+ბარამბო პიტნ#40ტ(ნეო
Aversi 3.97 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა