ნეო პეკეს-Calc - Neo Pekes-Calc
ნეო პეკეს-Calc - Neo Pekes-Calc

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნეო პეკეს კალციუმ + გამი

**neo peques****K2ALCIUM+**GUMMIES

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:** ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, კალციუმის დეფიციტის შემავსებელი კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები (ბადი)

შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2:

  • მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
  • მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
  • მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში
  • მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს სისხლძარღვებში და ნერწყვში Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

ჩვენება**:**

  • Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
  • Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
  • Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
  • მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

მიღების****წესი და დოზირების მეთოდი:

  • 4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
  • 10 წლ - 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამო****შვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნეო პეკეს-Calc+გამი5გ N30ტ საღ
  • სახელი: ნეო პეკეს-Calc+გამი5გ N30ტ საღ
Aversi 28.72 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა