ნოვარესტი ქიდსი - Novarest Kids
ნოვარესტი ქიდსი - Novarest Kids

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნოვარესტი ქიდსი სიროფი 150 მლ

შემადგენლობა

10 მლ სიროფი შეიცავს:

პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora) 140 მგ

კუნელის ექსტრაქტი (Crateagus) 140 მგ

ბარამბოს ექსტრაქტი (Melissa officinalis L.) 100 მგ

მაგნიუმი 42 მგ

ვიტამინი B6 2 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება. მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის შემცველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პასიფლორას **(**Passiflora) შემადგენლობაშია: იზოფლავანოიდები: ტრიტერპენული გლიკოზიდი - პასიფლორინი; C - გლიკოზიდები - აპიგენინი, ვიტექსინი, ლუთეოლინი; ალკალოიდები - ჰარმანი, ნორჰარმანი; კუმარინები; ქინონები; საპონინები; ეთერზეთები; პოლისაქარიდები; ვიტამინები; მიკრო- და მაკროელემენტები.

პასიფლორა ავლენს: დამამშვიდებელ, სედაციურ, ნერვული აშლილობების საწინააღმდეგო, ძილის მოსაწესრიგებელ და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას.

კუნელის**(**Crateagus) შემადგენლობაშია: მთრიმლავი ნივთიერებები; ფლავონოიდები – აცეტილვიტექსინი, ვიტექსინი, ქვერცეტინი; ორგანული მჟავები - ლიმონმჟავა, ოლეინის მჟავა, ურსოლის, კოფეინის, ქლოროფენის მჟავა; ქოლინი; აცეტილქოლინი; ვიტამინები (A, C, B1, B2, PP); მიკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნუმი, მანგანუმი, რკინა, ნატრიუმი. კუნელის შემცველობა განაპირობებს მის სპაზმოლიზურ მოქმედებას, მსუბუქ სედაციურ ეფექტს. ქოლინი აუმჯობესებს ნერვ- კუნთოვან გადაცემას.

ბარამბოს (Melissa) შემადგენლობაშია: ეთერზეთები (ციტრალი, ციტრონელალი, გერანიოლი); ტანინი; ფლავონოიდები (ლუთეოლინი, რამანოციტრინი); ორგანული მჟავები; ვიტამინები: A, C, B1; B2.

ბარამბოს ექსტრაქტი წარმოადგენს სედაციურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური, დეპრესიის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, იმუნომოდულაციური, ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული თვისებები.

მაგნიუმი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაორგანულ ელემენტს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედშიდა კათიონს. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონების აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექსური აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით. მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა იყოს პირველადი, მაგნიუმის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევის გამო და მეორადი, მაგნიუმის არასაკმარისი მიღების, გასტროინტესტინური შეწოვის დარღვევის, თირკმელებით ჭარბი გამოყოფის ან მაგნიუმზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების გამო.

ვიტამინი B6 , პირიდოქსინი, კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ხელს უწყობს მაგნიუმის უფრო სწრაფ ათვისებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, უჯრედებში მაგნიუმის შეღწევას და შეკავებას.

ჩვენებები

- ძილის დარღვევები, უძილობა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება;

- დაძაბულობა, შფოთვა;

- ნევროზული მდგომარეობა, მომატებული აგზნებადობა, კბილების ამოჭრის პერიოდი;

- ბიოლოგიური რითმის დარღვევა (“დღე-რამური ციკლის” დარღვევა);

- ხშირი სტრესები, შიში;

- მიდრეკილება კრუნჩხვისადმი და კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი;

- ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში;

- ფსიქომოტორული დაავადებები;

- ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევები;

- ქრონიკული დაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;

- მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება

იშვიათად შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

მიღების წესი და დოზირება

ნოვარესტი ქიდსი მიიღება ჭამის შემდეგ, მსუბუქი შემთხვევების დროს 1-2-ჯერ დღეში, მძიმე მდგომარეობების დროს 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვე.

ბავშვისასაკი **** | ერთჯერადი დოზა | მაქსიმალური დღიური დოზა
---|---|---
0 - 1 წელი | 2 მლ | 6 მლ
1 - 3 წელი | 3,5 მლ | 10,5 მლ
3 - 5 წელი | 5 მლ | 15 მლ
5 - 8 წელი | 7 მლ | 21 მლ
8 - 12 წელი | 10 მლ | 30 მლ
12 წლის ზემოთ | 15 მლ | 45 მლ


დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას დამახასიათებელია: გულისრევა, ღებინება, სისუსტე.

გამოშვების ფორმა

ნოვარესტი ქიდსი სიროფი 150 მლ ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან და საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 26°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე. პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია

“NOVATOR PHARMA”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი

“GRICAR CHEMICAL” S.R.Lvia san juzeppe, 18/20 - Brugherio(MI) - იტალია.


ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნოვარესტი ქიდსი 150მლ სიროფი
  • სახელი: ნოვარესტი ქიდსი 150მლ სიროფი
Aversi 28.51 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა