ნანომელატონინი - Nanomelatonin
ნანომელატონინი - Nanomelatonin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად
ნანო მელატონინი / Nano Melatonin

  • საერთაშორისო დასახელება**(აქტიური ნივთიერება):** melatonin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:** ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია**:** ჰერბალ პრეპარატი
  • მწარმოებელი ქვეყანა**:** საქართველო
  • გამოშვების ფორმა**:** 5 მგ ტაბლეტი №90
  • გაცემის რეჟიმი**:** III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა**:**

1 ტაბ. შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.

დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები**:**

წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.

• პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს

• აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

ჩვენება**:**

ნანო მელატონინი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:

• უძილობა, ძილის რითმის დარღვევა

• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

• საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი

• ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

მიღების წესი და დოზირება**:**

ნანო მელატონინი მიიღება მოზრდილებში

პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე

სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე

ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები**:**

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი

ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

უკუჩვენება**:**

ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი**:**

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა**:**

მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**:**

ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.

სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება**:**

არ არის დაფიქსირებული.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები**:**

პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

შენახვის პირობები**:**

გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25⁰c- მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისანობის ვადა**:**

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

გაცემის წესი**:**

გაიცემა ურეცეპტოდ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნანომელატონინი 5მგ #90ტ
  • სახელი: ნანომელატონინი 5მგ #90ტ
Aversi 53.31 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა