აქტივამენტი - Activamend
აქტივამენტი - Activamend

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

აქტივამენტი

სურსათის დანამატი

10 მლ ორალური ხსნარი საშეტში N14

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები | 1 საშეტის შემადგენლობა
---|---
ციტიქოლინი | 250 მგ
ვიტამინი B6 | 1.4 მგ
ვიტამინი B12 | 2.5 მკგ

სხვა ინგრედიენტები: წყალი, მღებავი: E150b; კოლას არომატი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; დამატკბობელი: სუკრალოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ციტიქოლინის ეგზოგენური მიღება ზრდის ბიოსინთეზური გზებისთვის ხელმისაწვდომი ქოლინის მარაგს. ამცირებს გლუტამატის დონეს და ზრდის ატფ-ს. იცავს იშემიით გამოწვეული ნეიროტოქსიური დაზიანებისგან. აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ტვინის სისხლმომარაგებას. ზრდის ნეიროტრანსმიტერების (აცეტილქოლინი, ნორეპინეფრინი, დოპამინი) ხელმისაწვდომობას.

ციტიქოლინი ასტიმულირებს დოპამინერგულ სისტემას თავის ტვინსა და ბადურაში. შედეგად ზრდის ბადურის ნეიროტრანსმიტერის (დოპამინი) დონეს.

აუმჯობესებს რეტინული და პოსტრეტინული ვიზუალური გზების ფუნქციას ამბლიოპიის დროს. ციტიქოლინის ქრონიკული მიღება ზრდის დოპამინის რეცეპტორების სიმკვრივეს და ხელს უწყობს ფუნქციის (რომელიც ნორმაში ასაკთან ერთად ქვეითდება) ნაწილობრივ აღდგენას. ასტიმულირებს გლუტათიონის სინთეზს, ხელს უწყობს სფინგომიელინის შენახვას და აუმჯობესებს სიგნალის ტრანსდუქციას ნერვულ უჯრედებსა და ბადურაში.

B6 და B12 ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული უჯრედის ენერგიის მეტაბოლიზმს და მიელინიზაციას. აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს. აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და კოგნიტურ ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა

ორალური მიღების შემდეგ ციტიქოლინი კარგად შეიწოვება. აბსორბცია თითქმის სრულია და ბიოშეღწევადობა პარენტერალური მიღების ეკვივალენტურია. მეტაბოლიზდება ნაწლავსა და ღვიძლში ქოლინად და ციტიდინად. კარგად ნაწილდება ტვინის სტრუქტურებში. ქოლინის ფრაქცია სწრაფად ინკორპორირდება სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში, ციტიდინის ფრაქცია - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებში. დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი (<3%) ხვდება შარდსა და ფეკალიებში. მიღებული დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა ამონასუნთქი ნახშირორჟანგის სახით.

გამოყენება

აქტივამენტი წარმოადგენს საკვებ დანამატს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის. მიიღება ყურადღების კონცენტრაციის, ფოკუსის, დასწავლისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად ბავშვებში, მოზრდილებსა და ასაკოვნებში.

აქტივამენტის მიღება ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • ქირურგიული პროცედურის შემდგომი აღდგენითი პერიოდი
  • კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება, ასაკობრივი ან თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
  • ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი არღდგენითი პერიოდი
  • დიაბეტური ნეიროპათია, რეტინოპათია
  • გლაუკომა
  • ამბლიოპია
  • დეპრესიის ადიუვანტური თერაპია

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებულია 1-2 საშეტი დღეში. საშეტის გახსნამდე მიზანშეწონილია შენჯღრევა შიგთავსის ჰომოგენიზაციის მიზნით.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ციტიქოლინის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენება ორსულობის დროს

ციტიქოლინის ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

გამოყენება ბავშვებში

ადეკვატური დოზით ციტიქოლინის ორალური მიღება უსაფრთხოდ ითვლება 1 წლამდე ასაკიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება

ციტიქოლინი აძლიერებს ლევოდოპას შემცველი მედიკამენტების ეფექტს.

მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეკლოფენოქსატის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 12 - 25° C-მდე ტემპერატურის პირობებში. გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

საკვები დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

არ გამოიყენოთ თუ ინახებოდა დაზიანებულ შეფუთვაში.

მწარმოებელი

Gruppo Farmaimpresa Srl

Via Cipro, 1 - 25124 Brescia, იტალია

1 დოზა შეიცავს: ციტიკოლინი Cognizin-ი – 250მგ; ვიტამინი B6 (100% – საკვები ღირებულება)–1,4მგ; ვიტამინი B12(100% – საკვები ღირებულება)–2,5მგ.

ჩვენებები: იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი; იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; ქალა-ტვინის ტრავმა,მწვავე და აღდგენითი პერიოდი;კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენრაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა და ბავშვთა ასაკი,ორსულობა და ლაქტაცია.

შეფუთვა: თითოეულ შეფუთვაში არის 14 საშეტი.

მიღების ფორმა: 1-2 საშეტი დღეში(კოლას გემო)

არ შეიცავს გლუტეინს,ლაქტოზას და შაქარს.

შენახვის წესი: ინახება მშრალ,გრილ მზისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:ესპანეთი. Galenicum Special Ingredients

1 დოზა შეიცავს: ციტიკოლინი Cognizin-ი – 250მგ; ვიტამინი B6 (100% – საკვები ღირებულება)–1,4მგ; ვიტამინი B12(100% – საკვები ღირებულება)–2,5მგ.

ჩვენებები: იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი; იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; ქალა-ტვინის ტრავმა,მწვავე და აღდგენითი პერიოდი;კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენრაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა და ბავშვთა ასაკი,ორსულობა და ლაქტაცია.

შეფუთვა: თითოეულ შეფუთვაში არის 14 საშეტი.

მიღების ფორმა: 1-2 საშეტი დღეში(კოლას გემო)

არ შეიცავს გლუტეინს,ლაქტოზას და შაქარს.

შენახვის წესი: ინახება მშრალ,გრილ მზისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:ესპანეთი. Galenicum Special Ingredients

ციტიკოლინი Cognizin-ი – 250მგ

• ვიტამინი B6(100% – საკვები ღირებულება) – 1,4მგ

• ვიტამინი B12(100% – საკვები ღირებულება) – 2,5მგ

ციტიკოლინი კოგნიზინი:

• ეხმარება თავის ტვინს ელექტრონული იმპულსების წარმოქმნაში,ზრუნავს ნეირონების ჯანმრთელობაზე და იცავს მას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

• მონაწილეობს უჯრედის მემბრანის სინთეზსა და დაცვაში.

• წარმოადგენს პრეკურსორს ფოსფოლიპიდების სინთეზისთვის, მათ შორის ფოსფატიდილქოლინის(ლეციტინი).

• უზრუნველყოფს აცეტილქოლინის დონის ზრდას. აცეტილქოლინი არეგულირებს მეხსიერებას და შემეცნებით ფუნქციებს.

• უზრუნველყოფს ნეირონებს შორის ურთიერთკავშირს.ვიტამინი B6 – არის წყალში ხსნადი ვიტამინი,იგი ორგანიზმში არ სინთეზირდება და მონაწილეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში,სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას.ვიტამინი B12 – წყალში ხსნადი ვიტამინია და მასაც ორგანიზმი მხოლოდ ეგზოგენურად იღებს,იგი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის,ასევე ჰორმონების და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. ის საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის,ასევე ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებისთვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს რომ B6 და B12 ვიტამინების მნიშვნელობა გადაღლილობის სინდრომის და შფოთვის მოხსნაში.

მთავარ კომპონენტს შეადგენს ციტიკოლინი KOGNIZIN და მისი წარმოება დაპატენტებულია კომპანია KYOWA HAKKO BIO CO, LTD-ს მიერ და გარანტირებულია იაპონური უმაღლესი ხარისხით(გავლილი აქვს კლინიკური კვლევები)აქტვიმენტი ერთადერთი კვებითი დანამატია, რომლის შემადგნელობაშიც ციტიკოლინი თხევადი ფორმით არის(მისაღებად ადვილი ფორმა და სასიამოვნო კოლას გემოთი)

ჩვენებები:

• იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;

• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;

• ქალა-ტვინის ტრავმა,მწვავე და აღდგენითი პერიოდი;

• კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენრაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა და ბავშვთა ასაკი,ორსულობა და ლაქტაცია.

სუფთა წონა: 140მლ

თითოეულ შეფუთვაში არის 14 საშეტი.

მიღების ფორმა : 1-2 საშეტი დღეში (კოლას გემო).

არ შეიცავს გლუტეინს, ლაქტოზას და შაქარს.

შეინახეთ მშრალ, გრილ მზისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა