5-ეიჩტიპი პლუსი - 5-HTP Plus
5-ეიჩტიპი პლუსი - 5-HTP Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

5-ეიჩტიპი პლიუსი

5-HTP PLUS

საკვები დანამატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შემადგენლობა | ყოველი კაფსულა
---|---
5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, Griffonia simplicifolia-ს ექსტრაქტი | 200 მგ
ტაურინი | 100 მგ
გლიცინი | 50 მგ
ინოზიტოლი | 50 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) | 20 მგ ნიაცინის ექვივალენტი
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) | 8 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) | 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები :

  • აუმჯობესებს გუნება-განწყობას
  • ხელს უწყობს დამშვიდებასა და განტვირთვას

ადამიანის ორგანიზმი 5-HTP -ს იყენებს სეროტონინის სინთეზისთვის - ქიმიური მესინჯერი, რომელიც უხრუნველყოფს ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის გადაცემას. 5-HTP დადებით ეფექტებს ავლენს დეპრესიის, შფოთვისა და წონის მატებისას. 5-HTP მონაწილეობს მელატონინის სინთეზში და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ტაურინი - მოქმედებს თავის ტვინის იგივე რეცეპტორებზე, რომლებზეც მოქმედებს გლიცინი და გამა ამინობუტირის მჟავა, რითაც უზრუნველყოფს რელაქსაციას.

ინოზიტოლი - ხელს უწყობს დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქიური აშლილობების გამოვლინების შემცირებას „ბედნიერების“ ჰორმონების - სეროტონინისა და დოფამინის სინთეზის გაზრდით.

გლიცინი - ნეიროტრანსმიტერი როგორც ამგზნები, ისე შემაკავებელი მოქმედებით -იწვევს როგორც ტვინის სტიმულაცია და ნერვული სისტემის აქტივობის ზრდა, ისე -მის დამშვიდებას. აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, მადასა და საჭმლის მონელებას, იმუნურ სისტემის ფუნქციებს, ტკივილის რეცეპტორების მუშაობასა და ძილს.

ვიტამინი****C - ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

B-****ვიტამინები - ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და არეგულირებენ გუნება- განწყობასა და ენერგიას. ხელს უწყობენ მელატონინისა და სეროტონინის სინთეზს, აუცილებელი კომპონენტებია ძილისა და გუნება-განწყობის ფორმირებაში. აუმჯობესებენ ტვინის მეტაბოლიზმს და განაპირობებენ ნეიროტრანსმიტერების ბალანსს თავის ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.

უკუჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი: თითო კაფსულა დღეში.

საკვები დანამატი. არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ნაცვლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზს.

შენახვის წესები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი, სოფია, პროლადენ კატ ქ. 10

საკვები დანამატი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
5-ეიჩტიპი პლუსი#60კაფს
  • სახელი: 5-ეიჩტიპი პლუსი#60კაფს
Aversi 57.58 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა