ალინან კალცი+D3 - Alinan Calcium+D3
ალინან კალცი+D3 - Alinan Calcium+D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ალინან კალცი D3®

შემადგენლობა :

სიროფის 5 მლ შეიცავს :

კალციუმის გლუკონატი ; ლაქტატი 115 მგ(იონიზირებული)

ქოლეკალციფეროლი 1,25 მკგ

სხვა კომპონენტები : სორბიტოლი , ნატრიუმის ბენზოატი , პროპიონის მჟავა , ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებულიწყალი ,მარწყვის არომატიზატორი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ჩვენებები:

კალციუმის დეფიციტის შესავსებად , განსაკუთრებით ორგანიზმის კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნილების მდგომარეობებისას ( ორსულობა , ლაქტაცია , ბავშვის ინტენსიური ზრდა , რეკონვალესცენცია , ძვლის მოტეხილობა , რაქიტი ). დამხმარე საშუალების სახით ალერგიული დაავადებების , ზემო სასუნთქი გზების დაავადებებისას , ოსტეოპოროზის დროს.

უკუჩვენება:

ჰიპერ მგრძნობელობა კალციუმის ან დანამატი კომპონენტების მიმართ. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გალაქტოზემია

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი შეიცავს იონიზირებულ კალციუმს. ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად, მიღებამდე საჭიროა შემოწმდეს, ხომ არ შეიცავენ მასთან ერდროულად მისაღები სხვა პრეპარატები კალციუმს.

შარდ კენჭოვანი დაავადების მიმართ წინასწარგანწყობილ, თირკმლის და გულის დაავადებების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის ან ფარამცევტის კონსულტაცია.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონუსლტაცია.

მიღების წესი და დოზები :

1 წლამდე ბავშვებში - 5მლ 2-3 ჯერ დღეში

1-3 წლამდე ბავშვებში - 10მლ 2 ჯერ დღეში

4 წლის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში - 10მლ 2-3 ჯერ დღეში

შენახვის პირობები :

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე .

არ ინახება სიცივეში. გაყინვა არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

სათანადო პირობების დარღვევის შემთხვევაში შიგთავსის კონსისტენცია გარდაიქმნება ჟელატინად.

გამოშვების ფორმა

პირველადი შეფუთავა : ფლაკონი 150 მლ სიროფი , გამზომი შპრიცით .

მწარმოებელი კომპანია

Fiterman Pharma რუმინეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ალინან კალცი+D3 150მლ სიროფი
  • სახელი: ალინან კალცი+D3 150მლ სიროფი
Aversi 32.39 ლ
Alinan calciu + D3 - ალინან კალცი+D3 სიროფი 150მლ
  • სახელი: Alinan calciu + D3 - ალინან კალცი+D3 სიროფი 150მლ
PSP 31.76 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა