ამს ომეგა-3 - AMS Omega-3
ამს ომეგა-3 - AMS Omega-3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ომეგა 3 1000 მგ. (ყველაზე მშვენიერი ღრმა ზღვიდან)

60 ტაბლეტი შეფუთვაში

100% სუფთა ისლანდიური თევზის ქონი.

დჰა-ითა და ეპა-ით

ხელს უწყობს მხედველობის, თავის ტვინის, სახსრებისა და გულის ნორმალურ ფუნქციას.

60 იოლად მისაღები რბილი ტაბლეტი

საკვები დანამატი

მითითება : მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 1 ან 2 რბილი ტაბლეტი დღეში საკვების მიღებასთან ერთად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ამს ომეგა 3 შეიცავს ეპა და დჰა-ს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.* ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად, რომელიც ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზაციას.

ამს ომეგა 3 ხელს უწყობს მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციას ორგანიზმიდან, როგორიცაა ვერცხლისწყალი, პოლიქლორირებული ბიფენილები და დიოქსინი.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია GMP სტანდარტების, ISO 9002 და ევროპული ფარმაკოპეის სტანდარტების მიხედვით. მძიმე მეტალების, პესტიციდების, დიოქსინის არაგანსაზღვრადი დონე სერტიფიცირებულია. დამოუკიდებლად შემოწმებულია სისუფთავისა და ეფექტურობის ხარისხი.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

  • აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების სადიაგნოსტიკოდ, სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მისაღები დოზა 1 რბილი ტაბლეტი (1000 მგ). კონტეინერში 30 დღის რაოდენობა

1 ტაბლეტის შემადგენლობა | | % დღიური ნორმა
---|---|---
კალორიები | 10 |
კალორიები მიღებული ცხიმისგან | 10 |
საერთო ცხიმი | 1 გ. | 2%
ნაჯერი ცხიმი 0 გ 0%* | 0 გ | 0%
პოლიუჯერი ცხიმი 0 გ ** | 0 გ | **
მონოუჯერი ცხიმი | 0 გ | **
ქოლესტერინი | 5 მგ | **
თევზის ქონი | 1000 მგ (1გ) | **
ეპა (ეიკოზაპენტაენის მჟავა) | | **
დჰა (დეკოზაჰექსაენის მჟავა) | | **
საერთო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები | 300 მგ | **

  • დღიური ნორმა გამოთვლილია დღეში 2000 კკალ შემცველ დიეტაზე

** დღიური ნორმა დადგენილი არ არის

სხვა ინგრედიენტები : ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, შეიცავს <2% შერეულ ტოკოფეროლებს.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

ომეგა 3 ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ მუშაობას. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად და ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო ომეგა – 3, მიღებული ორაგულის ჯიშისთევზისაგან მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად და გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის რისკის შესამცირებლად .

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 ავლენს ზოგად მატონიზირებელ, მემბრანომასტაბილიზებელ, ანტიაგრეგაციულ, არტერიული წნევის მარეგულირებელ, ანთებითი პროცესის მიმდინარეობის გამაუმჯობესებელ და იმუნომაკორეგირებელ თვისებებს.

საკმარისი ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება წარმოადგენენ ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად შემადგენელ ნაწილს. ჯანმრთელი გულისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდული რაოდენობით და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი მიღებით. დღეისათვის ცნობილია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტებს გულის ჯანსაღი კვებისათვის: ისინი ადამიანის ორგანიზმში ინარჩუნებენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანს.

აძლიერებენორგანიზმისიმუნური****,გულ-სისხლძარღვთა,****ნერვულიდასაყრდენმამოძრავებელისისტემებისფუნქციებს;

-არეგულირებსგულისრითმსდაამცირებენგულისუკმარისობისდაიშემიურიდაავადებისანვითარებისრისკს;

-ამცირებს სისხლშიქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს****,ხელსუშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას.

- სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების ხარჯზე ახდენს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას

-****ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას

-****აუმჯობესებს მეხსიერებას

-****აქვთ გამოხატულიანტიოქსიდანტურიმოქმედება****;

-****როგორცდამხმარესაშუალებაფართოდგამოიყენებაკუჭისადა12-გოჯანაწლავისწყლულების****,****კანისადაალერგიულიდაავადებებისმკურნალობისას****;

- აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას,

- ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას

- აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აყოვნებს საკვებისგან კუჭის დაცლას, რის გამოც ხდება ნახშირწყლების ათვისების შენელება ხდება, არ წარმოიქმნება კონცენტრაციული პიკები, რომელიც იწვევს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.

- აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ჯანსაღ იერს.

- უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება გუნება-განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.

- ზრდის ჰორმონების რეპროდუქციას, მათ შორის ტესტოსტერონის

- ამცირებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას

საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ხელს უწყობს ორგანიზმში ქიმიური პროცესების რეგულაციას, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური ენერგიის და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ორსულობის დროს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ლოგიკური აზროვნების და ინტელექტის დარღვევას, რადგან ეს მჟავები აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციისთვის, ნეირონებს შორის ნერვული სიგნალია სინაფსური გადაცემისთვის, ასევე ამ მჟავებზეა დამოკიდებული თვალის ბადურის ნორმალური ფუნქცია.

ომეგა - 3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში და წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.ომეგა - 3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. ომეგა-3 ანორმალიზებს ცხიმოვან ცვლას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას სისხლში და ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თრგუნავს ციტოკინების და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და სისხლის წებოვნებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის იშემიური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3 ახდენს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების პრევენციას, აუმჯობესებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას, იცავს თავის ტვინს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან. ომეგა - 3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას. ფოსფოლიპიდები, დოკოზაჰექსანისმჟავა დაეიკოზაპენტანისმჟავა წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. დოკოზაჰექსანის მჟავა შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

ჩვენებები**:**

  • ნევროლოგია: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დისპრაქსია, დისლექსია, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ასთენია, აგრესია, დეპრესია, ქცევითი აშლილობები, ემოციური ლაბილობა, დემენცია.

  • ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, მიოპია, მშრალი თვალის სინდრომი, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა.

  • კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, პოსტინფარქტული პროფილაქტიკა, არითმია.

  • რევმატოლოგია: რევმატოიდული დაავადებები, ოსტეოპოროზი.

  • მეან - გინეკოლოგია: ორსულთა პათოლოგიები (ჰიპერტონია, გიდ-ი, ჭარბი წონა, ნეფროპათია, ორსულთა დიაბეტი), ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკა, ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, გესტოზების პროფილაქტიკა, თრომბოფილია, ნაყოფის ჰიპოტროფია, კლიმაქტერიული პეერიოდის ნევროზები, ემოციური ლაბილურობა.

  • გასტროენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ქოლეცისტიტი და მისი გამწვავების პროფილაქტიკა, კრონის დაავადება.

  • ენდოკრინოლოგია: ჭარბი წონა, ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, გაცხიმოვნების შემცირება, ცილოვანი ბალანსის რეგულაცია, ანგიოპროტექტორული მოქმედება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ათეროსკლეროზი, ტრიგლიცერიდემია.

  • დერმატოლოგია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი.

  • ნეფროლოგია: ეიკოზანოიდების, ციტოკინების, თრომბოქსან A2 -ის გამონთავისუფლების შემცირება, პროტეინურიის შემცირება, ჰიპერტენზიის პრევენცია.

  • ონკოლოგია: სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ქიმიო და სხივური თერაპიის პერიოდი, ასთენია, კახექსია

  • პულმონოლოგია: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულიოზი.

  • საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

  • სპორტული მედიცინა: ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, პროტეინების სინთეზის შემცირება, ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებები

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ამს ომეგა-3 1000მგ #60კაფს
  • სახელი: ამს ომეგა-3 1000მგ #60კაფს
Aversi 94.61 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა