ბიოვაპი ოსტეო - Biovape Osteo
ბიოვაპი ოსტეო - Biovape Osteo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საინფორმაციო ინსტრუქცია

დიეტური ჩანართი

ბიოვაპ ოსტეოLekamD 3

კალციუმი ხელს უწყობს ძვლოვანი მინერალების დაკარგვის შემცირებას ქალებისათვის პოსტმენოპაუზურ პერიოდში (50+). ძვლოვანი მინერალების დაბალი სიმკვრივე წარმოადგენს რისკის ფაქტორს ძვლების ოსტეოპოროზულ მოტეხილობასთან დაკავშირებით. დადებითი ეფექტი არის მაშინ, როდესაც ყოველდღიურად მიიღება სულ მცირე 1200 მგ კალციუმი ნებისმიერი წყაროდან.

ვიტამინი D, ამცირებს დაცემის რისკს, რაც დაკავშირებულია არასტაბილურ დგომასთან და კუნთების სისუსტესთან. დაცემა წარმოადგენს ძვლების მოტეხილობის რისკის ფაქტორს 60 წლის და 60 წელზე მეტის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში. დადებითი ეფექტი არის მაშინ, როდესაც ყოველდღიურად მიიღება 20 µg ვიტამინი D ნებისმიერი წყაროდან.

შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი (შეიცავს 36% კალციუმს), მინერალური კომპლექსი მოპოვებული მარჯნიდან Colallum (შეიცავს 34 % კალციუმის იონებს), ნივთიერება, რომელიც ახდენს მოსარკვლას - ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შემავსებელი ნივთიერება - ცელულოზა, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი), შემავსებელი ნივთიერება - კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: სილიციუმის დიოქსისი, საღებავი - ტიტანის დიოქსიდი, შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება - ტალკი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, საღებავი - რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.

პრეპარატის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზის შემადგენლობა:

შემადგენლობა | 1 ტაბლეტის მოცულობა | *ყოველდღიურად მისაღები კვებითი ღირებულებათა % | 2 ტაბლეტის მოცულობა | *ყოველდღიურად მისაღები კვებითი ღირებულებათა %
---|---|---|---|---
კალციუმის კარბონატი | 500 მგ | 62.5 | 1000 მგ | 100
ვიტამინი D | 25 µg (1000 საერთაშორისო ერთეული | 500 | 50 µg (2000 საერთაშორისო ერთეული) | 1000

  • ყოველდღიურად მისაღები კვებითი ღირებულება

პრეპარატის რეკომენდირებული დოზის მიღება და მიღების წესი:

1-2 ტაბლეტი ყოველდღიურად, მიაყოლეთ წყალი ბევრი რაოდენობით.

გაფრთხილება :

არ გადააჭარბოთ მიზანშეწონილ ყოველდღიურ დოზას. არ მიიღოთ პრეპარატი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პაციენტს აქვს ჰიპერკალციემია, ჰიპერმაგნიემია, თირკმელების დაავადება, გულის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰიპოტენზია, დიარეა. პრეპარატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. არსებობს ძვლების ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის მრავალი ფაქტორი. ერთერთი ფაქტორის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი მოქმედება ან საერთოდ არ გამოიწვიოს.

რეკომენდირებულია გაწონასწორებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვა: შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში (15-25 °C) ბნელ და მშრალ ადგილას, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენეთ ვადის გასვლამდე:

მოქმედების ვადა და სერიის ნომერი მითითებულია კოლოფის გვერდით ნაწილში.

ხელმისაწვდომი შეფუთვები: კოლოფი შეიცავს 60 ტაბლეტს

მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა

05-170 ზაკროჩიმ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბიოვაპი ოსტეო D3#60ტ
  • სახელი: ბიოვაპი ოსტეო D3#60ტ
Aversi 44.71 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა