დევივა D3 - Deviva D3
დევივა D3 - Deviva D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დევივა დ3 სპრეი ორალური


საერთაშორისო დასახელება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი დ-3)

დოზა**:** 8000სე/1მლ.

სამკურნალოფორმა: სპრეი ორალური.

შეფუთვა**:** ფლაკონი

რაოდენობაშეფუთვაში: 1.

მოცულობა**:** 10მლ.

შემადგენლობა

სპრეის 1 დოზა (წვეთი) - 0,05მლ შეიცავს 400 საერთაშორისო ერთეულ ქოლეკალციფეროლს.

დამხმარენივთიერებები: გამხსნელი: საშუალო ჯაჭვური ტრიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დევივა D3 შეიცავს ვიტამინ D3-ს, ქოლეკალციფეროლს, ლიპოფილურ ვიტამინს. ვიტამინი D3 აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია. ვიტამინი D-ს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კალციუმის და ფოსფატის მეტაბოლიზმის რეგულაცია, რაც უზრუნველყოფს ჩონჩხის სწორ მინერალიზაციასა და ზრდას. ვიტამინი D3 ვიტამინ D-ს ბუნებრივი ფორმაა, ფორმირდება ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების, ნაწლავების, თირკმელების და ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის; მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავიდან კალციუმის და ფოსფატის აბსორბციაში, მინერალური მარილების ტრანსპორტში, ძვლების კალციფიკაციის პროცესში, არეგულირებს კალციუმის და ფოსფატის ექსკრეციას თირკმელებით. კალციუმის იონების კონცენტრაცია გავლენას ახდენს მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც მხარს უჭერს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მონაწილეობს ნერვული აღგზნებადობის გამტარებლობაში და მოქმედებს სისხლის კოაგულაციაზე. ვიტამინი D3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, გავლენას ახდენს ლიმფოკინების პროდუქციაზე.

საკვებში ვიტამინი D3-ის ნაკლებობას, მისი შეწოვის დაქვეითებას, კალციუმის უკმარისობას, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდისას მზის სხივების ზეგავლენის ნაკლებობას მივყავართ რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის განვითარებამდე, ორსულებში - ახალშობილთა ტეტანიის სიმპტომების გამოვლინებასთან და არაჯანსაღი კბილის ემალის ჩამოყალიბებასთან. ქალებში მენოპაუზის დროს ხშირია ოსტეოპოროზი, რომელიც კავშირშია ჰორმონალურ დარღვევებთან და საჭიროებს ვიტამინი D3-ის დოზის გაზრდას.

ჩვენება

ბავშვებში რაქიტის, მოზრდილებში ოსტეომალაციის პროფილაქტიკა; ნაადრევ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკა; ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში იდენტიფიცირებული რისკისას; ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში მალაბსორბციით; ბავშვებსა და მოზრდილებში რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა; კალციუმის და ფოსფორის ნორმალური აბსორბციის და უტილიზაციის ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ნორმალური ძვლების და კბილების შესანარჩუნებლად; იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სხეულის ჯანმრთელი ანთებითი პასუხის ფორმირებისთვის.

გამოყენებ****ის წესი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან!
ბავშვები 0-12 თვე: სპრეის 1 დოზა (წვეთი) დღეში.
ბავშვები 1-4 წელი: სპრეის 2 დოზა (წვეთი) დღეში.
4 წლის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში: სპრეის 3 დოზა (წვეთი) დღეში.
დოზირებადი ტუმბო უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ დოზირებას.
სპრეის დოზა (წვეთი, წვეთები) პატარა ბავშვებს ეძლევა ჩაის კოვზ წყალთან, რძესთან ან ბავშვის საკვებთან ერთად. თუ წვეთები დამატებულია საკვებ ბოთლში და ან თეფშზე, აუცილებელია დარწმუნება საკვების სრულ მოხმარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია გარანტირება, რომ მოხმარებულია პროდუქტის სრული დოზა. პროდუქტი საკვებს უშალოდ კვების წინ უნდა დაემატოს. მოზრდილებს და უფროს ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პროდუქტი სითხესთან ერთად კოვზით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. არ გამოიყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენელი ერთი და ან მეტი კომპონენტების მიმართ. ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია; D ჰიპერვიტამინოზი; თირკმელებში კენჭის არსებობისას (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) პაციენტებში ქრონიკული ჰიპერკალცემიით.

გაფრთხილება

პრეპარატის მიღებამდე ორსულმა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. პრეპარატის მიღების განმავლობაში მნიშვნელოვანია არ გამოიყენონ სხვა პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს, რათა არ გადააჭარბონ ამ ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებას. რეკომენდებული დღიური დოზა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული. საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალფეროვანი და რეგულარული კვების ნაცვლად. დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

შენახვის****წესი

ინახება ორიგინალ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დევივა D3 10მლ სპრეი
  • სახელი: დევივა D3 10მლ სპრეი
Aversi 26.64 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა