დეტრივიტი - Detrivite
დეტრივიტი - Detrivite

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დეტრივიტი
DETRIVIT
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
1. რა არის დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს.
ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

2. როგორ მივიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები - 1 კაფსულა დღეში.
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

3. რა სიფრთხილეა საჭირო დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის მიღების დროს?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

არ მიიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსით ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. დამატებითი ინფორმაცია დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის შესახებ
დეტრივიტი
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 50 მკგ (2000 ს.ე.) ვიტამინი D.
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი ფორტე
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 125 მკგ (5000 ს.ე.) ვიტამინი D.
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი მაქსი
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 250 მკგ (10000 ს.ე.) ვიტამინი D.
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე.

მწარმოებელი :
Idee PharmaWelt GmbH
WESTHAFENSTR. 1,
D-13353 BERLIN,
Germany

შემადგენლობა: დეტრივიტი: 1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 50მკგ (2000 ს.ე.) ვიტამინი D. შეიცავს: ქოლეკალციფეროლი-2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307)-ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი-97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

ჩვენება: დეტრივიტი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

მიღების წესი: მიიღება შიგნით, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები-1 კაფსულა დღეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები: დეტრივიტი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

არ მიიღება, თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმელების ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც ღებულობენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმელების დისფუნქციის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 15-25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
30 მლ ხსნარი

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) – 10 მკგ (400 სე).
დამხმარე ნივთიერებები: წყალი; დამატენიანებლები: სორბიტოლი; საქაროზა; ყურძნის წვენი კონცენტრირებული; ფორთოხლის წვენი კონცენტრირებული; მჟავიანობის აგენტები: ვაშლის მჟავა; ატმის არომატიზატორი; კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი; შემასქელებელი აგენტი: ქსანთანის გუმფისი; ემულგატორი: პოლისორბატი 80; დამატკბობელი: სუკრალოზა; საღებავი: ბეტა კაროტინი.

მოქმედების მექანიზმი
D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
D ვიტამინი აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების, თირკმლებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირების და ძვლების კალციფიცირების პროცესში და, ასევე, არეგულირებს თირკმლებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში კალციუმის იონების კონცენტრაცია გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარებაში და გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე. ვიტამინი D3 ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით. D3 ვიტამინს დადებითი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება, D ვიტამინის ნაკლებობა საკვებში, მისი არასაკმარისი შეწოვა ნაწლავებში, კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს რაქიტს ბავშვებში, ხოლო ოსტეომალაციას – მოზრდილებში. ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების გამოვლენა, ხოლო ახალშობილებში – ძვლების კალციფიკაციის პროცესების დარღვევა.

ჩვენებები
• D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ბავშვებსა და მოზრდილებში;
• რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში;
• დამხმარე საშუალება ოსტეოპოროზის კომპლექსურ თერაპიაში მოზრდილებში;
• ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია;
• D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია.

უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

უსაფრთხოების ზომები
დეტრივიტი დროპსი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. დეტრივიტი დროპსის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან კონკრემენტების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.

მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში.
მიიღება პერორალურად,
ბავშვები: 0.5 მლ დღეში.
მოზრდილები: 1 მლ დღეში.
დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ფლაკონში გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას (<25 °C).
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა
30 მლ ხსნარი მუქი მინის ფლაკონში, დახუფული საწვეთურიანი დოზატორის მქონე ხრახნიანი
თავსახურით და საგარანტიო რგოლით. ფლაკონზე მიმაგრებულია ეტიკეტი.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დეტრივიტი 50მკგ(2000სე)#30კაფს
  • სახელი: დეტრივიტი 50მკგ(2000სე)#30კაფს
Aversi 23.77 ლ
დეტრივიტი ჟელი #50კაფს
  • სახელი: დეტრივიტი ჟელი #50კაფს
Aversi 44.55 ლ
დეტრივიტი ფორ125მკგ(5000სე#30კ
  • სახელი: დეტრივიტი ფორ125მკგ(5000სე#30კ
Aversi 40.59 ლ
დეტრივიტი კაფსულა 2000სე #30
  • სახელი: დეტრივიტი კაფსულა 2000სე #30
Pharmadepot 22.33 ლ
დეტრივიტი კაფსულა 2000სე #30
  • სახელი: დეტრივიტი კაფსულა 2000სე #30
GPC 23.76 ლ
Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლ
  • სახელი: Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლ
PSP 25.64 ლ
Detrivit - დეტრივიტი 2000IU 30 კაფსულა
  • სახელი: Detrivit - დეტრივიტი 2000IU 30 კაფსულა
PSP 12.8 ლ
დეტრივიტი დროპსი 400სე/მლ30მლ
  • სახელი: დეტრივიტი დროპსი 400სე/მლ30მლ
Aversi 38.61 ლ
დეტრივიტი კაფსულა ჟელატინის 400სე #50
  • სახელი: დეტრივიტი კაფსულა ჟელატინის 400სე #50
Pharmadepot 38.9 ლ
დეტრივიტი 1000სე #60კაფს
  • სახელი: დეტრივიტი 1000სე #60კაფს
Aversi 26.24 ლ
დეტრივიტი K2 #30კაფს
  • სახელი: დეტრივიტი K2 #30კაფს
Aversi 34.64 ლ
დეტრივიტი კაფსულა 1000სე #60
  • სახელი: დეტრივიტი კაფსულა 1000სე #60
Pharmadepot 26.24 ლ
დეტრივიტი კაფსულა 1000სე #60
  • სახელი: დეტრივიტი კაფსულა 1000სე #60
GPC 26.24 ლ
Detrivit - დეტრივიტი K2 30 კაფსულა
  • სახელი: Detrivit - დეტრივიტი K2 30 კაფსულა
PSP 22.61 ლ
Detrivit - დეტრივიტი 1000IU კაფსულა
  • სახელი: Detrivit - დეტრივიტი 1000IU კაფსულა
PSP 22.11 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა