ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
დოპელჰერციაქტივიმემორიომეგა-3
აუმჯობესებსტვინისფუნქციონირებას**,მეხსიერებასდაკონცენტრაციას.**
დოპელჰერც/აქტივი მემორი ომეგა-3 წარმოადგენს განსაკუთრებულ კომბინაციას ნერვული იმპულსების გადაცემის გასაუმჯობესებლად. შეიცავს ლეციტინს, ვიტამინ E-ს, B ჯგუფის ვიტამინებს, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, თუთიას და სპილენძს.
ომეგა****-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსაენის (DHA) და ეიკოზაპენტაენის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.
ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კანის ტროფიკას. დადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას. უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდქოლინი) ბუნებრივი წყაროა. ისინი უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობს უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, ამიტომ ლეციტინი აუცილებელია ორგანიზმის თითოეული უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის.
ლეციტინი მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან. ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების აღდგენას, აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, თავის ტვინში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, ახასიათებს ანტიჰიპოქსიური მოქმედება. ლეციტინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს სწავლის პროცესს, აძლიერებს გულის კუნთს, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
ლეციტინის მიღება ამცირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებას, პარკინსონის დაავადების და ალცჰაიმერის სინდრომის დროს აუმჯობესებს ტვინის აქტივობას.
ვიტამინი E და ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები (DHA და EPA) ურთიერთმოქმედებენ ლეციტინთან და ქმნიან ნეირონული აქტივობისთვის საჭირო თხევად გარემოს. ამდენად დოპელჰერც/აქტივი მემორი ომეგა 3-ის რეგულარულ მიღებას დადებითი გავლენა აქვს შემეცნებით უნარებზე.
Bჯგუფისვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ტვინისთვის ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
თუთიიადასპილენძი ხელს უწყობს ნორმალურ კოგნიტურ და ცერებრალურ ფუნქციებს. თუთია ასრულებს უჯრედშორისი ინფორმაციის გადამცემის როლს, სპილენძი კი მნიშვნელოვანია მიელინის სინთეზისთვის.
ჩვენება
შემადგენლობა**:**
ორი კაფსულა შეიცავს: ლეციტინი - 1000 მგ; თევზის ქონი - 600 მგ (72 მგ DHA + 108 მგ EPA); ვიტამინი E - 20 მგ; ვიტამინი B1- 2,8 მგ; ვიტამინი B2 - 3,2 მგ; ვიტამინი B6 - 4 მგ; ვიტამინი B12 - 2 მკგ; ფოლის მჟავა - 400 მკგ; ნიაცინი - 27 მგ; თუთია - 5 მგ; სპილენძი - 1 მგ.
არშეიცავსლაქტოზას**,არშეიცავსგლუტენს.**
დოზირება
მიიღება 1 ან 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად 12 წლის ასაკიდან. არ დაღეჭოთ.
გამოშვების****ფორმა
№30 კაფსულა.
მწარმოებელი
Queisser Pharma
გერმანია.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
40 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა