ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ელევიტიმეორე/მესამეტრიმესტრი30კაფსულა
Elevit
შემადგენლობადაგამოშვების****ფორმა
წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული, მონაცრისფრო-ყვითელი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს ზოლით გადატეხვისთვის; სუნი არ აქვს ან ოდნავ იგრძნობა.
1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიურინივთიერებები: ვიტამინი A - 3600 სე; ვიტამინი D3 - 500 სე; ვიტამინი E - 15 მგ; ვიტამინი C - 100 მგ; ფოლიუმის მჟავა - 0.8 მგ; ვიტამინი B1 - 1.6 მგ; ვიტამინი B2 - 1.8 მგ; ვიტამინი B6 - 2.6 მგ; ვიტამინი B12 - 4 მკგ; ნიკოტინამიდი - 19 მგ; ბიოტინი - 0.2 მგ; კალციუმის პანთოტენატი - 10 მგ;
მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები: კალციუმი - 125 მგ; მაგნიუმი - 100 მგ; ფოსფორი - 125 მგ; რკინა - 60 მგ; თუთია - 7.5 გ; სპილენძი - 1 მგ; მანგანუმი
რკინა – რკინის ფუმარატის სახით;
თუთია – თუთიის სულფატის სახით;
სპილენძი – სპილენძის სულფატის სახით;
მანგანუმი – მანგანუმის სულფატის სახით.
დამხმარენივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 6000, პრეციროლ ატო 5, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი - გლიკოლატი, პოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლ 400, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
კლინიკურ**–ფარმაკოთერაპიულიჯგუფი**
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური****თვისებები
ელევიტ პრონატალი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც შეიცავს 12 ძირითად ვიტამინს, 4 მინერალს და 3 მიკროელემენტს. ვიტამინების რაოდენობა შეესაბამება დოზებს, რომლებიც რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალების საკვები რაციონისთვის. პრეპარატში შემავალი მინერალების რაოდენობა, რკინის გარდა, რეკომენდებულ დოზებზე დაბალია. ელევიტ პრონატალი სპეციალურად არის შექმნილი ნორმალური ორსულობის უზრუნველსაყოფად, მიკროელემენტების ოპტიმალური დოზირების დაცვით. ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ელევიტ პრონატალი ავსებს იმ ვიტამინების და მიკროელემენტების მოთხოვნილებას, რომელიც აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის.
ვიტამინი****A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების და მხედველობის ორგანოების ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი****B1 ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი****B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი****B6 ხელს უწყობს კანის, კბილების, ღრძილების სტრუქტურის და ფუნქციის შენარჩუნებას, ახდენს ზეგავლენას ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი****B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
B****ჯგუფის****ვიტამინები მონაწილებენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფორმებს, ხელს უწყობენ გულისრევის და ღებინების შეტევების დაქვეითებას ორსულებში ტოქსიკოზის დროს.
ვიტამინი****C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვით პროცესებში, შემაეთებელ ქსოვილში ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ახდენს კაპილარების გამტარობის ნორმალიზაციას. ვიტამინი C ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, დაბლა სწევს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი****D3 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორსულების ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მისი უკმარისობისას ბავშვებში ვითარდება რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ძვლის ქსოვილში მცირდება კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი****E წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. ის ხელს უშლის სისხლის მომატებული შედედების განვითარებას და დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე. მონაწილეობს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების, გულის და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებში. ვიტამინი E-ს ნაკლებობა ორსულობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის მიზეზი.
ბიოტინი მონაწილეობას ღებულობს ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ცილის შეთვისებას.
კალციუმის****პანთოტენატი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესში.
ფოლიუმის****მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზს.
ნიკოტინამიდი მონაწილეობას ღებულობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, უზრუნველყოფს წყალბადის და ფოსფატის გადატანას.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხის და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში. ის ასევე ხელს უწყობს რკინის აბსორბციას.
მაგნიუმი მონაწილეობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობას ღებულობს ცილების სინთეზში.
რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის გადატანაში და ახდენს ანემიის პრევენციას ორსულებში, განსაკუთრებით II და III ტრიმესტრში.
ფოსფორი კალციუმთან ერთად, მონაწილეობს ძვლების და კბილების ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
მანგანუმი ხელს უწყობს ძვლების სწორ მინერალიზაციას.
სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციისთვის და რკინის ცვლისთვის.
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისთვის და ქსოვილების რეგენერაციისთვის, შედის ზოგიერთი ჰორმონის, მათ შორის ინსულინის შემადგენლობაში, ამცირებს მთელი რიგი საშვილოსნოსშიდა ანომალიების ალბათობას.
გამოყენების****ჩვენება
ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალური ნივთიერებების და მიკროელემენტების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის, მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
მიღებისწესიდა****დოზირება
გამოყენების წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ქალებში, ორსულობამდე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი პრეპარატის შიგნით მიღება დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. პრეპარატის მიღების კურსი ისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის, სისხლში კალციუმის მომატებული დონის, შარდთან ერთად კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის, და შარდკენჭოვანი დაავადების, ასევე რკინის შეთვისების დარღვევის დროს.
გვერდითი****მოქმედება
შეიძლება აღინიშნოს დარღვევევბი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობა), მაგრამ ეს დარღვევები არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დოზის****გადაჭარბება
ელევიტ პრონატალის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების და მინერალების დოზის გადაჭარბების ალბათობა, რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს.
ურთიერთქმედებასხვაპრეპარატებთან
პრეპარატი შეიცავს რკინას და კალციუმს, ამის გამო აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების – ფტორქინოლონების შეწოვას. C ვიტამინი აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის კრისტალოურიას).
რკინის შეწოვას ამცირებს ანტაციდური პრეპარტები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, ასევე ქოლესტირამინს. თიაზიდების ჯგუფის შარდმდენებთან ერთად დანიშვნისას მატულობს ჰიპერკალციემიის ალბათობა. სხვა პრეპარტების ელევიტ პრონატალთან ერთად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელია დაახლოებით 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.
განსაკუთრებული****მითითებები
თუ პრეპარატს იღებენ რეკომენდებული დოზებით, განსაკუთრებული მითითებანი საჭირო არ არის. შესაძლებელია შარდის შეღებვა ყვითლად, რაც გაპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობით.
შენახვის****პირობები
ინახება 25°C ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის****ვადა
2 წელი. არ შეიძელბა პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიქიდანგაცემისპირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
შემადგენლობა: ჟელატინი, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) თევზის ზეთიდან,
ტრიკალციუმის ფოსფატი, წყლის შემანარჩუნებელი საშუალება გლიცერინი, ასკორბინის
მჟავა, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, გადამზიდი ფუტკრის ყვითელი ცვილი,
ნიკოტინამიდი, თუთიის ოქსიდი, რკინის ფუმარატი, კალციუმის D- პანთოტენატი
(კალციუმის D-პანთოტენატი, გადამზიდი ეთილცეულოზა), DL- ალფა-ტოკოფეროლის
აცეტატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რკინის წითელი ოქსიდის საღებავი,
რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, რკინის შავი ოქსიდის საღებავი, რეტინოლი
(მზესუმზირის ზეთი, ბეტა-კაროტინი), ლუთეინი (ყვავილოვანი ზეთი, ლუთეინი,
ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი), ფოლიუმის მჟავა, კალიუმის იოდატი, ბიოტინი,
ნატრიუმის სელენიტი, ქოლეკალციფეროლი (გადამზიდი სახამებლის ეთერი და ნატრიუმის
მარილის ოქტენილანტარული მჟავა, საქაროზა, ანტიოქსიდანტი ნატრიუმის ასკორბატი,
საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ანტიკორული აგენტი ამორფული სილიციუმის დიოქსიდი,
ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი, ვიტამინ D3), ციანოკობალამინი
(მალტოდექსტრინი, მჟავიანობის მარეგულირებელი ტრიციუმის ციტრატი, მჟავიანობის
მარეგულირებელი ლიმონმჟავა, ვიტამინი B12).
პროდუქტი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც მიღებულია გენმოდიფიცირებული
მიკროორგანიზმების (გმმ) გამოყენებით. პროდუქტი იწმინდება გმმ– სგან. პროდუქტი არ
შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
1 კაფსულის კვებითი ღირებულება: ნახშირწყლები-0,1გ; ცხიმები-0,5გ; ენერგეტიკული
ღირებულება -20,8კჯ (5,1 კკალ).
გამოყენების სფერო: მოსახლეობისთვის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები
დანამატების ომეგა 3-მჟავების; ვიტამინ A, B1, B2, B5, B6, B12, C, D, E-ს;
ნიაცინის, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინის, რკინის, იოდის, თუთია, სელენი.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის: ქალები, რომლებიც იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში,
ღებულობენ 1 კაფსულას დღეში კვების დროს. გამოყენება იწყება ბავშვის
დაბადებისთანავე და გრძელდება ლაქტაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
უკუჩვენებები: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. მიღების წინ რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი, გადამზიდი მიკროკრისტალური ცელულოზა,
მაგნიუმის ოქსიდი, ასკორბინის მჟავა, რკინის ფუმარატი, შემასქელებელი
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, თუთიის ციტრატი, სტაბილიზატორი კროსკარმელოზა
(ნატრიუმის მარილის კარბოქსიმეთილცელულოზა), პალმიტატის რეტინოლი,
ქოლეკალციფეროლი, ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, თიამინის მონონიტრატი, რიბოფლავინი,
კალციუმის D-პანთოტენატი, ნიკოტინამიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, კალციუმის L-
მეთილფოლატი (მეტაფოლინი), ციანოკობალამინი, D-ბიოტინი, სპილენძის სულფატი,
კალიუმის იოდიდი, მანგანუმის სულფატი, ნატრიუმის სელინიტი, ანტიკორული აგენტი
ტალკი, ემულგატორი მაგნიუმის მარილის ცხიმმჟავები, მინანქარი სტეარინის მჟავა,
საღებავი დიოქსიდის ტიტანი, ანტიკორული აგენტი კრემნიუმის დიოქსიდი,
მალტოდექსტრინი, ანტიოქსიდანტები: ალფა-ტოკოფეროლი და ნატრიუმის ასკორბატი,
გადამზიდი სახამებლის ეთერი და ნატრიუმის მარილის ოქტენილანტარული მჟავა,
მჟავიანობის მარეგულირებლები: ტრიციუმის ციტრატი და ლიმონმჟავა, ცხიმოვანი
მჟავების მონო და დიგლიცერიდების სტაბილიზატორი.
პროდუქტი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც მიღებულია გენმოდიფიცირებული
მიკროორგანიზმების (გმმ) გამოყენებით. პროდუქტი იწმინდება გმმ–სგან. პროდუქტი არ
შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს
გამოყენების სფერო: მოსახლეობისთვის სარეალიზაციოდ, იმ ქალებისთვის, რომლებიც
გეგმავენ ორსულობას ან იმყოფებიან ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როგორც საკვების
ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ვიტამინ A, B1, B2, B5, B6, B12, C, D, E-ს,
ნიაცინის, ფოლიუმის მჟავის, ბიოტინის, რკინის, სპილენძის, იოდის, თუთიის,
მაგნიუმის, მანგანუმის, სელენის დამატებითი წყარო; შეიცავს კალციუმს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის: ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ორსულობის
პირველ ტრიმესტრში იღებენ 1 ტაბლეტს დღეში კვების დროს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის: ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებენ 1 ტაბლეტს დღეში კვების დროს.
უკუჩვენებები: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. მიღების წინ რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
52.17 ლ | ||
|
36.23 ლ | ||
|
72.45 ლ | ||
|
42.74 ლ | ||
|
42.74 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა