ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ექსისტა -F
30 საშე
საკვები დანამატი
ინგრედიენტები | 1 პაკეტში
---|---
მიო-ინოზიტოლი | 2000 mg
L-არგინინი HCL | 100 mg
ფოლიუმის მჟავა | 400 µg
ვიტამინი D (cholecalciferol) | 10 µg
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი,უწყლო ლიმონმჟავა,ნატრიუმის ციკლამატი,სილიციუმის დიოქსიდი,ლიმონის არომატი.
ექსისტაF- ის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედება-
მიო-ინოზიტოლი - ქალის ორგანიზმში უზრუნველყოფს:
- განაყოფიერებისთვის საჭირო კვერცხუჯრედების რაოდენობის ზრდას და უფრო მაღალი
ხარისხის კვერცხუჯრედების წარმოქმნას;
- საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას-ფოლიკულის მომწიფებას,ოვულაციის
აღდგენას,მენსტრუალური ციკლის აღდგენას;
- ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას;
- სპონტანურ ორსულობას;
- ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას;
- გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას;
- ორსულებში პათოლოგიური ორალური გლუკოზო ტოლერანტული ტესტის დაქვეითებას;
- საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას;
- აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას;
- ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას;
- თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.
L -****არგინინი ახდენს
• კვერცხუჯრედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას;
• ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას;
• პრეეკლამფსიის განვითარების რისკის შემცირებას;
• ემბრიონის იმპლანტაციას და ნორმალურ განვითარებას.
ფოლიუმის****მჟავა - ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალურ ზრდას, ამინომჟავების ,ცილების,დნმ–ს და რნმ–ს სინთეზს. მისი ნაკლებობა განაპირობებს ემბრიონის განვითარების სხვადასხვა სახის პათოლოგიას.
ფოლიუმის მჟავა მხარს უჭერს
- ორსულობის დროს ნაყოფის უჯრედების დაყოფის პროცესს,ნორმალური ნერვული ღეროს
განვითარებას ;
- აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს.ჰომოცისტეინის სიჭარბე იწვევს ფეტოპლაცენტარულ
უკმარისობას, ნაყოფის ქრონიკულ ჰიპოქსიას,ხელს უშლის ემბრიონის იმპლანტაციას
ენდომეტრიუმში,რაც იწვევს სპონტანურ აბორტებს**;**
- სისხლის უჯრედებისა და გამართული იმუნური სისტემის წარმოქმნას.
D****ვიტამინი გავლენას ახდენს:
- უჯრედების დაყოფის პროცესზე;
- იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე;
- ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფორისა და რკინის შეწოვაზე;
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ,კბილების,კუნთების სტრუქტურის წარმოქმნასა და
შენარჩუნებაზე;
- ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
მიღების წესი და დოზირება**:** დღეში 1 პაკეტი უნდა გაიხსნას 250 მლ წყალში.
არ****გამოიყენება ექსისტა–F ბალანსირებული დიეტის შემცვლელად, ასევე რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
შენახვის პირობები**:** პრეპარატები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიცავს გმო-ს.
მწარმოებელი**:** Fortex Nutraceuticals Ltd.Bulgaria, Sofia 1362, Prohladen kat str. 10
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
77 ლ | ||
|
77 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა