ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ვეივევიტი
თმა, კანი და ფრჩხილები
საუკეთესო ფორმულა ჯანმრთელი თმის**,**ახალგაზრდული კანისა და ძლიერი ფრჩხილებისათვის
ვეივევიტი არის სილამაზის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით მოქმედებს ორგანიზმზე შინაგანად დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომზე და აქვს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი. შეიცავს ისეთ ბუნებრივ კომპონენტებს რაც უშუალოდ მონაწილეობენ კანის, ფრჩხილისა და თმის ფორმირებასა და გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში . ვეივევიტი აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიურობას, ტენიანობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. სწრაფად აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის, სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირს აშრევებისაგან.
ბიოტინი ( სილამაზის ვიტამინი H) არის ვიტამინი B7 , რომელიც ერთერთი აუცილებელი ვიტამინია თმის ზრდისა და ამოყვანა-გასქელებისათვის, თმის ფოლიკულის განვითარებისათვის, უბრუნებს თმას ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას. ბიოტინი **** მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოქმნაში, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ჭარბი წონის შემცირებას. მნიშვნელოვანია ფრჩხილების ნორმალური და ჯანსაღი ზრდისათვის , მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გააზალგაზრდავებაში. კურნავს ეგზემას, სებორეას, დერმატიტებს. ბიოტინი არეგულირებს კანის ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას , შესაბამისად გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ბიოტინის დეფიციტის დროს ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები, სებორეა, თმის გათხელება, ცვენა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, წარმოიქმნება ქერტლი, კანი ხდება ფერკმრთალი. თმები და ფრჩხილები კარგავენ სილამაზეს და ბზინვარებას.
ვიტამინი C - ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის ნაკადის, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას თმის ფოლიკულებში, შესაბამისად ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს, ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები.
ვიტამინი E – მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებისათვის , მას ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ. ვიტამინი E მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს . არის ყველაზე ძლიერი ვიტამინი ანტიოქსიდანტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას , აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს, მონაწილეობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას. აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას.
თუთია - მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ პროცესში. თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში ,უჯრედების შენება, აღდგენასა და დაცვაში. განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას . მის მარაგზე არის დამოკიდებული თმა, კანისა და ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე.
ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, წარმოადგენს სითხის ე.წ. ,,რეზერვუარს’’, ის იკავშირებს და აკავებს წყლის მოლეკულებს რაც განაპირობებს კანის დატენიანებას და გაახალგაზრდავებას. არეგულირებს კანში სითხოვან ბალანსს, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ქრება ნაოჭები. ასაკის მატებასთან ერთად, ასევე არასასურველი გარე მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ჰიალურონის მჟავის გამომუშავება ქვეითდება, რის შედეგადაც კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ჰიალურონის მჟავას აქვს ძლიერი რეგენერაცისს უნარი, რის გამოც ფართოდ გამოიყენება სახის კანის გამონაყარის, აკნეს და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ
კოლაგენი ტიპი 1 კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპი - ეს არის ბოჭკოვანი, რომელსაც შეიცავს შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის მყესებში, იოგებში, ძვლებში, კუნთებში, სისხლძარღვებში, კანში. ის კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს ტენიანობას. კოლაგენის გამომუშავება ნელდება ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, გამომშრალი სახის კანი, მოშვებული არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხ. კოლაგენი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი თმის და ფრჩხილების შენარჩუნებაში. კოლაგენი ტიპი 3 ტიპ 1 თან ერთად კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს უზრუნველყოფს.
MSM ( მეთილსულფონილმეთანი ) – ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია, რომელიც გვხვდება ხრტილის, ფრჩხილის, კანის , რბილი ქსოვილების შემადგენლობაში. მონაწილეობს კოლაგენის და კერატინის სინთეზში, უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმის , კანისა და ფრჩხილის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია თმის ზრდის პროცესისათვის.
სპილენძი (Cu) – აქტიურად მონაწილეობს ცილა ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში, აუმჯობესებს თმის, ფრჩხილისა და კანის სტრუქტურას, ანიჭებს კანს ელასტიურობას და უბრუნებს გლუვ ზედაპირს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან.
L მეთიონინი - მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს. მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს). მნიშვნელოვანია კოლაგენის სინთეზისათვის, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და მიდინებას თმის ფოლიკულში, აუმჯობესებს კანის დამცველობით ფუნქციას, იცავს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას
სილიციუმი (Si) - მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის სიმკვრივეს და მდგრადობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.
ვიტამინი****B6 - ხელს უწყობს თავის კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. ახდენს დერმატიტისა და დერმატოზის პროფილაქტიკას. ვიტამინი B6-ის დეფიციტი იწვევს ქერტლის გაჩენას და თავის კანის ქავილს, ამაგრებს თმას, აუმჯობესებს თმებში და თმის ბოლქვებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
კერატინი წარმოადგენს ცილოვან ნივთიერებას, რომელიც შედის ფრჩხილისა და თმის შემადგენლობაში და აუცილებელი კომპონენტია მათი ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებაში, თმას ანიჭებს ბზინვარებას, ამაგრებს მყიფე და მსხვრევად ფრჩხილებს
პანთოტენის მჟავა - ვიტამინი B5 აუმჯობესებს თმის ბოლქვების კვებას, ამაგრებს თმის სტრუქტურას, მისი გავლენით თმა ბზინვარე და ელასტიური ხდება, ვიტამინი B5 -ის დეფიციტის დროს თმები ხდება უსიცოცხლო, მტვრევადი, ცხიმიანი. კანი შრება და ვითარდება ნაოჭები
კალციუმი - აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის, კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის რეგულაციაში, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. მისი ნაკლებობის დროს აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, აგზნებადობის მომატება, ოფლიანობა, კანის სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა.
სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას, იცავს დნმ -ის სტრუქტურას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ასტიმულირებს თმის ზრდას და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.
ალფა ლიპოის მჟავა -უნივერსალური ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს უჯრედული დაზიანების დონეს, იცავს უჯრედებს დაბერებისაგან. ახდენს გლუტატიონის C და E ვიტამინების ინაქტივირებული ფორმების აღდგენას და მათი როგორც ანტიოქსიდანტების რეაქტივაციას.
მანგანუმი - მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფერმენტული სისტემებისა , რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ჟანგვა -აღდგენით პროცესებში.
ციტრუსის ბიოფლავანოიდები - მიიღება ციტრუსებისაგან, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში.
გოტუ კოლა**,ყურძნის წიპწის ექსტრაქტი,გოჯიკენკრა****,********ხურტკმელი,****პორფირა,**ვაკამეს ფხვნილი, ზეთისხილის წყალი, ნატურალური ასტაქსანტინის კომპლექსი - დაპატენტებული ნაზავი - აღადგენს თმის სტრუქტურას, აჩერებს თმის ცვენას , ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას, ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის სებორეის გაქრობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს.
ჩვენება:
შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს:
დაპატენტებული ნაზავი - 367 მგ: გოტუ კოლა, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, გოჯი კენკრა, ხურტკმელი, პორფირა, ვაკამეს ფხვნილი, ზეთისხილის წყალი, ნატურალური ასტაქსანტინის კომპლექსი.
დამხმარე****ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი
მიღება და დოზირება: 2 ტაბლეტი დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება**:** არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების****ფორმა: N30 ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოსFDA- ს მიერ.
თმა, კანი და ფრჩხილები
საუკეთესო ფორმულა ჯანმრთელი თმის, ახალგაზრდული კანისა და ძლიერი
ფრჩხილებისათვის
შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს: ბიოტინი 5000მკგ-(1667%); კოლაგენი ტიპი 1and3-250მგ; ჰიალურონის მჟავა-5მგ; მსმ (მეთილსულფონილმეთანი)-250მგ; ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-400მგ (667%); ვიტამინი E (d-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატი)-60სე (200%); თუთია (ციტრატი)-20მგ (133%); სელენი (L-სელენომეთიონინი)-140მგ (200%); ვიტამინი B6 ( პირიდოქსინი HCL)-4მგ (200%); პანთოტენის მჟავა (d-კალციუმ პანთოტენატი)-20მგ (200%); კალციუმი (კალციუმის ფოსფატი)-85მგ (9%); სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)-1მგ (50%); მანგანუმი (გლუკონატი)-4მგ (200%);სილიციუმი (ბამბუკის ექსტაქტი)-12.5მგ; L-მეთიონინი-125მგ; ციტრუსის ბიოფლავანოიდების 50%-იანი კომპლექსი-100მგ; კერატინი-50მგ; ალფა ლიპოის მჟავა-50მგ; დაპატენტებული ნაზავი-367მგ: გოტუ კოლა, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, გოჯი კენკრა, ხურტკმელი, პორფირა, ვაკამეს ფხვნილი, ზეთისხილის წყალი, ნატურალური ასტაქსანტინის კომპლექსი. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა, მათ შორის მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი; კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია; ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ვარდისფერი ფერისმჭამელა, ვულგარული აკნე, ფსორიაზი, სებორეა, პიგმენტური ლაქები, კანის კანდიდოზი, ნაადრევი დაბერება; თმის და ფრჩხილის სრუქტურის დაზიანება ( მტვრევადობა, აშრევება).
მიღება და დოზირება: 2 ტაბლეტი დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 თვე
გაფრთხილება: არ უნდა მიხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების
შემთხვევაში უნდა მიემარეთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინხება გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი-აშშ.

სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
61.21 ლ | ||
|
63.36 ლ | ||
|
63.36 ლ | ||
|
110.11 ლ | ||
|
110.11 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა