ვიტ D3 - Vit D3
ვიტ D3 - Vit D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიტამინ D 3

ქოლეკალციფეროლი BP 2000 სე

შემადგენლობა

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) BP 2000 სე.

ჩვენება

– D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

– ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამხმარე საშუალებად გამოყენება;

– D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა;

– D3 ვიტამინის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებისთვის.

დოზირება და მიღების წესი

გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზა:

D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა: 1000 სე/დღეში ან (20000 სე) თვეში ერთხელ.

ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამატება: 1000 სე/დღეში ან (20000 სე) თვეში ერთხელ.

D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა: 1000 სე- 4000 სე/დღეში 12 კვირამდე, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი თერაპია 1400 სე-2000 სე/დღეში ან 40000 სე კვირაში ერთხელ 7 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი თერაპია, ეს არის 2- 3 კაფსულა თვეში.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში: რეკომენდებული დოზა:

  • დეფიციტის პროფილაქტიკა 10-18 წელი: ზოგიერთ ბავშვში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს 1000 სე-მდე დოზები დღეში.

*** დეფიციტის მკურნალობა 10-18 წელი:** 2000 სე/დღეში 6 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი თერაპია 400 სე-1000 სე/დღეში (ერთი 1000 სე რბილი კაფსულა დღეში).

ან მკურნალი ექიმის მითითებით.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ვიტამინი D3-ის ან ამ პროდუქტის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ვიტამინი D3 20000 სე და ვიტამინი D3 40000 სე კაფსულები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

– თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში,

– კალციუმის და ფოსფატის თირკმლებით ექსკრეციის დარღვევის მქონე პაციენტებში,

– თირკმელებში კენჭების წარმოქმნის (კალკულები) ტენდენციის მქონე პაციენტებში,

– ჰიპერკალციემიის, ჰიპერკალციურიის დროს.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქრონიკული დიარეა, დიურეზის გაძლიერება, წყურვილის მომატება, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, კენჭები, თირკმლის კალციფიკაცია (შესაძლოა კალციფიკაცია ძვლის გარეთ არსებულ ქსოვილებში).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის ან ძუძუთი კვებისას, ან თუ ბავშვის გაჩენა იგეგმება, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტისაგან რჩევის მიღება.

წამლებთან ურთიერთქმედება

ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან, გლუკოკორტიკოიდებთან ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D3-ის მოქმედება.

ქოლესტირამინის პრეპარატები და საფაღარათო საშუალებები, როგორიცაა მინერალური ან მცენარეული ზეთები, ამცირებს D3 ვიტამინის კუჭ-ნაწლავიდან შეწოვას.

ციტოტოქსიური აგენტი აქტინომიცინი და იმიდაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აგენტები აფერხებს ვიტამინი D3 მოქმედებას.

შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას, გრილ და მშრალ ადგილას.

შეფუთვა

ვიტამინი D3: თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 რბილ კაფსულას ბლისტერზე.

მწარმოებელი

DRUG INTERNATIONAL LIMITED

252, ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტ D3 2000სე #60კაფს
  • სახელი: ვიტ D3 2000სე #60კაფს
Aversi 16.87 ლ
ვიტ D3 200სე #90ტ
  • სახელი: ვიტ D3 200სე #90ტ
Aversi 26.54 ლ
ვიტ D3 BP 2000სე #10 კაფს
  • სახელი: ვიტ D3 BP 2000სე #10 კაფს
Aversi 2.56 ლ
ვიტ D3 2000სე(50მკგ)#30კაფს
  • სახელი: ვიტ D3 2000სე(50მკგ)#30კაფს
Aversi 4.72 ლ
ვიტ D3 დროპსი 50მლ ფლ.
  • სახელი: ვიტ D3 დროპსი 50მლ ფლ.
Aversi 31.18 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა