კარბოფერი პლუსი - Carbofer Plus
კარბოფერი პლუსი - Carbofer Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**კარბოფერ პლუსი **

აღწერილობა

თეთრი ფერის მრგვალი ფორმის მიკროტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

კარბონილის რკინა 30 მგ

თუთია 10 მგ

სპილენძი 1 მგ

L-მეთილფოლატი 400 მკგ

თიამინი (ვიტ. B1) 1.2 მგ

პირიდოქსინი (ვიტ. B6) 2 მგ

მეთილკობალამინი (ვიტ. B12) 2 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი

**ფარმაკოლოგიური თვისებები **

კარბონილის რკინა წარმოადგენს ელემენტური რკინის სუფთა ფორმას. შეიცავს 98% მინერალურ რკინას მაღალი სისუფთავის მცირე სფერული ნაწილაკების სახით. მიიღება რკინის პენტაკარბონილის დაშლის გზით. კარბონილის რკინა რკინის ყველაზე აბსორბირებადი ფორმაა. კარბონილის ნაწილაკების მცირე ზომა (< 5µ) და დიდი ზედაპირის ფართობი განაპირობებს მაღალ, 69%-იან ბიოშეღწევადობას.

კარბონილის რკინა ფლობს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ პროფილს. ეფექტურად ავსებს რკინის მარაგს და აღადგენს ჰემოგლობინის კონცენტრაციას გვერდითი ეფექტების გარეშე.

რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისა და ჟანგბადის ტრანსპორტისთვის, მიოგლობინის, ციტოქრონ C, ციტოქრომ P450 და პეროქსიდაზების ფუნქციისთვის.

რკინაზე მოთხოვნილება მაღალია მოზარდებში, რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და ორსულებში ზარდასრულ მამაკაცებთან შედარებით. რკინის დეფიციტი იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას, კარდიომეგალიას, ფსიქომოტორული და მენტალური განვითარების დარღვევას, იმუნიტეტის დაქვეითებას.

თუთია ასრულებს სტრუქტურულ, მარეგულირებელ, კატალიზურ ფუნქციას. მნიშვნელოვანია უჯრედის გაყოფასა და აპოპტოზში, ზრდაში, აღდგენაში, ჭრილობის შეხორცებაში, ლიპიდებისა და გლუკოზის მეტაბოლიზმში. აუცილებელია ნორმალური იმუნური ფუნქციისთვის. თუთიის დეფიციტი ვლინდება ზრდის შეფერხებით, პირველადი ჰიპოგონადიზმით, კანის დაზიანებით, ალოპეციით, მადის დაქვეითებით, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევით, ინფექციებისადმი რეზისტენტობის დაქვეითებით, კოგნიტური დისფუნქციით.

სპილენძი მესამე მნიშვნელოვანი ელემენტია რკინისა და თუთიის შემდეგ. შედის კუპროენზიმების შემადგენლობაში და აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა უჯრედების პროდუქციისთვის, რკინის უტილიზაციის, ზრდის, გონებრივი განვითარებისთვის, იმუნიტეტისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციისთვის. სპილენძის დეფიციტი ვლინდება სიდერობლასტური ანემიით, ზრდაში ჩამორჩენით, ჩონჩხის დეფექტებით.

L-მეთილფოლატი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც არ საჭიროებს გარდაქმნას. მას მყისიერად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.

ფოლატი B12 ვიტამინთან ერთად აუცილებელია ერითროციტების ფუნქციისთვის, უჯრედის გაყოფისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ფოლატი B6 და B12 ვიტამინებთან ერთად აუცილებელია სისხლში ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. ფოლატის დეფიციტი იწვევს მაკროციტულ ანემიას, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას, დეპრესიას, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას.

თიამინი წარმოადგენს კოენზიმს ენერგიის პროდუქციის ცენტრალურ მეტაბოლურ გზებში. თიამინზე მოთხოვნილება უკავშირდება ენერგიის მოხმარებას. თიამინი აუცილებელია ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და გულის კუნთის ნორმალური ფუნქციისთვის.

ჩვენებები

მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

არასაკმარისი და არაბალანსირებული კვება

აქტიური ზრდის პერიოდი

სქესობრივი მომწიფების პერიოდი

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი აქტივობა

ინფექციური დაავადებების, ქირურგიული პროცედურის, ქიმიო- ან რადიოთერაპიის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი

კანის ფრჩხილისა და თმის სტრუქტურის და ელასტიურობის დარღვევა, ნაადრევი დაბერება, თმის ცვენა, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების დისტროფია

მიღების წესი და დოზირება

1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად, თუმცა მაქსიმალური აბსორბციისთვის უმჯობესია მიღებულ იქნას ცარიელ კუჭში (ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამის შემდეგ 2სთ-ში).

ოპტიმალური აბსორბციის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია ანტაციდების, რძის ნაწარმის, ჩაის ან ყავის მიღებისგან თავის შეკავება რკინის მიღებამდე და შემდეგ 2 საათის განმავლობაში.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ

ჰემოქრომატოზი

ჰემოლიზური ანემია

გამოშვების ფორმა

30 მიკროტაბლეტი ბლისტერზე.

ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კარბოფერი პლუსი#30ტ
  • სახელი: კარბოფერი პლუსი#30ტ
Aversi 30.23 ლ
კარბოფერი პლუსი 30 ტაბლეტი
  • სახელი: კარბოფერი პლუსი 30 ტაბლეტი
PSP 30.06 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა