მაგნემიქსი - Magnemix
მაგნემიქსი - Magnemix

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მაგნემიქსი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: 470 მგ მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი. 5 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ჩვენებები: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა: ძილის დარღვევა; მომატებული ნერვული აგზნებადობა; ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა; კუნთების ტკივილი და სპაზმი; ასთენია.

დოზირება და მიღების წესი: მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის დეფიციტის დროს მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. პროფილაქტიკის მიზნით: მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ ენიშნებათ 1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად, საკვების მიღების შემდეგ, სითხის უმნიშვნელო რაოდენობის მიყოლებით. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები: ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, შებერილობა. ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. თირკმლის უკმარისობა, ფენილკეტონურია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მაგნემიქსის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს. მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს, რის გამოც მიღებამდე რეკომენდებულია 3 საათიანი ინტერვალის დაცვა. მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს.

განსაკუთრებული მითითებები: საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი. კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #50 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: არი მუჰენდისლიკ ლტდ სტი, თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი: საფ ფარმა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მაგნემიქსი #50ტ
  • სახელი: მაგნემიქსი #50ტ
Aversi 25.06 ლ
მაგნემიქსი ტაბლეტი 470მგ+5მგ #50
  • სახელი: მაგნემიქსი ტაბლეტი 470მგ+5მგ #50
Pharmadepot 25.06 ლ
მაგნემიქსი ტაბლეტი 470მგ+5მგ #50
  • სახელი: მაგნემიქსი ტაბლეტი 470მგ+5მგ #50
GPC 25.06 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა