მარსიანჩიკი - Marsyanchiki
მარსიანჩიკი - Marsyanchiki

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მარსიანჩიკი ინულინით****ჯანსაღი ზრდისთვის

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს - ინულინი500 მგ.; ვიტამინი A 200 მკგ.; ვიტამინი B1 0.3 მგ.; ვიტამინი B2 0.4 მგ.; ვიტამინი B3 4 მგ.; ვიტამინი B5 1.5 მგ.; ვიტამინი B6 1 მგ.; ვიტამინი B12 1 მკგ.; ვიტამინი C 50 მგ.; ვიტამინი D 5 მკგ.; ვიტამინი E 4 მგ.; ფოლიუმის მჟავა 90 მკგ.; ბიოტინი 22.5 მკგ.; იოდი 70 მკგ.; Zn (თუთია) 2.5 მგ.; Fe (რკინა) 3.5 მგ.; Se (სელენი) 10 მკგ.

ინულინი - პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექტიური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პატოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში..

პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის

  • თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია, დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D და Ca - ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები: 3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიატამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა- განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპელქსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან, ანტიბიოტიკებთან და სხვა).

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს. უკუჩვენება: ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 - ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

შეფუთვა: საღეჭიაბი №30, ტყის კენკრის არომატით, საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → პოლივიტამინური პრეპარატები → პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
შემადგენლობა
1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:
ვიტამინი A 120,0 მკგ ფოლიუმის მჟავა 50,0 მკგ
ვიტამინი B1 0,5 მგ ბიოტინი 20,0 მკგ
ვიტამინი B2 0,8 მგ პარაამინობენზოისმჟავა 50 მკგ
ვიტამინი B3 9,0 მგ თუთია 4,0 მგ
ვიტამინი B5 3,0 მგ იოდი 70,0 მკგ
ვიტამინი B6 0,7 მგ ლიზინი 10,0 მგ
ვიტამინი B12 0,7 მკგ ბიოფლავანოიდების კომპლექსი 9 მგ
ვიტამინი C 25,0 მგ ბეტა-გლუკანი 10 მგ
ვიტამინი D3 1,5 მკგ ასკილის ექსტრაქტი 5,0 მგ
ვიტამინი E 5,0 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტა-გლუკანი, ბიოფლავანოიდები – უნიკალური და სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი კომპონენტებია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს.

თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე ხასიათდება ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებით. თუთიას აქვს გამოხატული ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისება. კომბინაციაში C ვიტამინთან და ფლავანოიდებთან, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.

პოლივიტამინები და მინერალები: მარსიანჩიკში შემავალი პოლივიტამინური კომპლექსის დოზები იდეალურადაა დაბალანსებული. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის. D ვიტამინი აუცილებელია ძვლის ნორმალური ჩამოყალიბებისთვის. B ვიტამინების ჯგუფი ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს უჯრედის გაყოფისა და ქსოვილების ფორმირების პროცესში. ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის, კანის და ლორწოვანი გარსის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენებები
- ჰიპო და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ვირუსული და ინფექციური დაავადების შემდგომი რეაბილიტაცია;
- ვირუსული და ინფექციური დაავადების პროფილაქტიკა;
- კომპლექსურ თერაპიაში (ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ და ანტიფუნგალურ საშუალებებთან);
- უმადობა;
- ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება;

დოზირება
1-3 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში;
3 წლიდან: 5 მლ. 2-ჯერ დღეში;
მიღების ხანგრძლივობა 1-2 თვე.

გამოშვების ფორმა
ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში, კომპლექტში მოყვება საზომი კოვზი.

სავაჭრო სახელწოდება მარსიანჩიკი ომეგა 3 / Martians Omega 3
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია Walmark
მწარმოებელი ქვეყანა ჩეხეთი
გამოშვების ფორმა კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს
თევზის ქონი : 250მგ
50% ­ DHA , OMEGA 3 ­ 70%­ მჟავები
ვიტამინი ჩ 37,5 მგ
ვიტამინი A 0,5 მგ
ვიტამინი D 0,003
მოქმედების მექანიზმი
ტვინის განვითარება და ფუნქციობა
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია, აუცილებელი კომპონენტებია მზარდი ტვინის განვითარებისთვის და
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლის, მეხსიერების და კონცერტრაციის უნარს. ეს კომპონენტები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის
ჩამოყალიბებაში.
OOMEGA ­ 3 ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში. თავის ტვინის ეს სტრუქტურები
ჩართულია სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში.
OOMEGA ­ 3 ის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტს და უტილიზაციას, კატექოლამინების, ხოლო ჰიპოკამპში,
ციკლური ამფ­ის კონცენტრაციას, ფოსფოლიპიდების სინთეზის შემცირებას როგორც თავისტვინში, ისე ჰიპოთალამუსში. ყველა ეს ცვლილება უარყოფითად
აისახება დასწავლის პროცესზე.
სწავლა და მეხსიერება
ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულ წილად დამოკიდებულია DHA­ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. იგი მონაწილეობს როგორც
სწავლის , ისე დამახსოვრების პროცესში. განვითარებად ჰიპოკამპში ხელს უწყობს ნეირონების და სინაფსების ჩამოყალიბებას. DDHA­ს მიღებისას სპონტანური
სინაფსური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც შედეგია მომატებული გლუტამატერგული აქტივობის.
DDHA მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს.
მხედველობა :
DHA მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში.აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას და ზრდის კონცენტრაციის უნარს .

ჩვენება:
აუმჯობესებს ბავშვებში დასწავლის, მეხსიერების და ინფორმაციის აღქმის უნარს;
ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარება­ აქტივობას;
ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობის აპარატის სწორ განვითარებას;
არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფატების შეწოვას;
ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებას;
ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას;
აუმჯობესებს გულ­სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას.
გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს
ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური
უკუჩვენება: არ გააჩნია
ურთიერთქმედება სხვადასხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი
დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში და მოზარდებში 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის შემდეგ. რეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მიღების კურსი
მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით ან ექიმთან შეთანხმებით.
შეფუთვა: ჟელატინის კაფსულა #30
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა