მულტივიტამინები - Multivitamins
მულტივიტამინები - Multivitamins

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ამვილაბი

მულტივიტამინები

ვიტამინებისა და მინერალების სრულყოფილი კომპლექსი

ამვილაბის მულტივიტამინები შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ, გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, ასტიმულირებს მეტაბოლიზმსა და რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას, აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილის სტრუქტურას. აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიათეროგენული მოქმედება, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, გულს- სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს და ორგანიზმის საერთო ტონუსს.

შემადგენლობა: A ვიტამინი - 750 მკგ, C ვიტამინი - 60 მგ, D3 ვიტამინი - 25 მკგ, E ვიტამინი -10 მგ, B1 ვიტამინი (თიამინი) – 25 მგ, B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) - 25 მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) - 25მგ, ფოლატი (ფოლის მჟავა) – 335 მკგ, B12 ვიტამინი - 250 მკგ, ბიოტინი - 500 მკგ, პანთოტენის მჟავა - 25 მგ, ქოლინი - 2 მგ, ინოზიტოლი - 5 მგ, კალციუმი - 25 მგ, რკინა - 9 მგ, იოდი - 75 მკგ, თუთია - 7.5 მგ, მაგნიუმი - 12.5 მგ, სელენი - 12,5 მკგ, სპილენძი - 1 მგ, ქრომი - 100 მკგ, კოენზიმ Q10 - 50 მკგ, რუტინი - 5 მგ, კალიუმი - 16 მგ, ჟენშენი

  • 5 მგ, ციტრუსის ბიოფლავანოიდები - 5 მგ, ბორი - 500 მკგ, ხილისა და ბოსტნეულის ნაზავი - 5 მგ.

**
**ჩვენება:

  • ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა
  • გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული, რადიოთერაპიის შემდეგ
  • დაუბალანსირებელი, არასრულფასოვანი კვება
  • დიეტაზე მყოფი პირები
  • სხვადასხვა წარმოშობის ანემიები
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • სეზონური ინფექციები
  • თმის ცვენა, მტვრევადობა, ფრჩხილების დაზიანება
  • სტრესის შედეგების პროფილაქტიკა
  • კლიმაქტერული პერიოდი ქალებში
  • იმპოტენცია მამაკაცებში
  • სექსუალური ასთენია, უნაყოფობა
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება
  • ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში
  • ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას
  • ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად

დოზირება:**** 12-18 წლამდე ერთი კაფსულა დღეში, 18 წლის ზემოთ 2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მულტივიტამინები ამვილაბი#30კ
  • სახელი: მულტივიტამინები ამვილაბი#30კ
Aversi 46.75 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა